ჭვავი
ჭვავი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Secale cereale | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Secale cereale | ||||||||||||||
|
ჭვავი, ანუ სვილა (Secale cereale) — ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ძირითადად პურეულს წარმოადგენდა იმ რაიონებში, სადაც ხორბლის კულტურა ჯერ კიდევ ნაკლებად იყო გავრცელებული. უკიდურეს ჩრდილოეთში იგი ადგილს უთმობდა ქერს, რომელსაც სავეგეტაციო პერიოდი უფრო მცირე აქვს; მსოფლიო მიწათმოქმედებაში ფართობის მიხედვით მას მეექვსე ადგილი უჭირავს პურეულთა შორის.
ჭვავის თავთუნის კილი ვიწროა, მახათისებრი. თავთავის ღერძი წვრილი და სწორი ნაწილაკებისაგან შედგება. ორყვავილიანი თავთუნები თითო თითოდაა განლაგებული თავთავის ღერძის თითოეულ ნაწილაკზე. ყვავილის ქვედა კბილები გრძელი ფხებით ბოლოვდებიან. ყვავილი ორსქესიანია, ჯვარედინ მტვერია. ჭვავის ნორჩი აღმონაცენი მოსოსნისფრო-ყავისფერია ან მოყავისფრო. ჭვავის საშემოდგომო ჯიშები უფრო მოსავლიანია, უფრო ადრე შემოდის და ამიტომ უკეთ გაურბის გვალვას. საგაზაფხულო ჯიშებს თესენ იქ, სადაც კლიმატური პირობების გამო საშემოდგომო პური ვერ ხარობს (მაგალითად, აღმოსავლეთ ციმბირში).
ცილების შემცველობის, ორგანიზმის მიერ შეთვისებისა და გამოყენების ნაირგვარობის მხრივ ჭვავი ხორბალზე დაბლა დგას და მრავალ ადგილას იდევნება ამ უკანასკნელის მიერ.
ჭვავი კულტურაში ხორბალზე უფრო გვიან დაინერგა. ძველი ბერძნებისათვის ჭვავი ცნობილი არ იყო; დასავლეთ და აღმოსავლეთ აზიისა და აფრიკის უძველესი კულტურის ქვეყნებში — ირანში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ჭვავი ამჟამადაც არ ითესება.
ფიქრობენ, რომ ჭვავი წარმოიშვა იმ სარეველა ჭვავისგან, რომელიც ასავრელიანებდა და ახლაც ასავრელიანებს საშემოდგომო ხორბლისა და საშემოდგომო ქერის ნათესებს კავკასიაში, შუა და მცირე აზიაში. ეს სარეველა ჭვავი გვხვდება მრავალი სახესხვაობისა და ფორმის სახით, რომლებსაც ზოგი ავტორი ამავე Secale cereale-ს სახეობაში აერთიანებს, რომელიც შედის კულტურული ჭვავი, ხოლო სხვები მათ გამოყოფენ სარეველა ჭვავის — Secale segetale-ს დამოუკიდებელ სახეობად.
რაც უფრო ჩრდილოეთისა და ზევით მთებისკენ მიიწევდა ხორბლის კულტურა, მით უფრო ისპობოდა იგი და უფრო გამძლე ჭვავი კი რჩებოდა. ამის გამო ის უფრო იპყრობდა ადამიანის ყურადღებას, რომელმაც თანდათანობით შერჩევით გამოიყვანა ჭვავის კულტურული ფორმა.
ჭვავის ველურ სახეობებს (დაახლოებით 12-მდეა) პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნ. ა. კომარნიცკი, ლ. ვ. კუდრიაშოვი, ა. ა. ურანოვი, „მცენარეთა სისტემატიკა“, თბ. 1973. გვ. 750-751