ცისვაზი, გლიცინია (ლათ.Wisteria sinensis) — მცენარეპარკოსანთაოჯახისა. ხის მაგვარი ლიანაა, აღწევა ყველაზე მაღალი ხის კენწეროს და ზემოევლება მას. აქვს მოყავისფრო-მონაცრისფრო ყლორტები, კენტფრთართული ფოთლები. ცისვაზის ცისფერი სურნელოვანი ყვავილები შეკრებილია მტევნებად. ყვავის გაზაფხულზე (შეფოთვლამდე) და ხელმეორედ ზაფხულში. თბილ ზამთარში შეფოთლილია იანვარის ბოლომდე. სამშობლოა ჩინეთი. ძველთაგანვე იყენებენ დეკორატიულ მებაღეობაში. კარგად ხარობს დასავლეთ საქართველოში.