შინაარსზე გადასვლა

ზამთარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამინდი
 
წელიწადის დროები

გაზაფხული · ზაფხული
შემოდგომა · ზამთარი

მშრალი სეზონი
ტენიანი სეზონი

შტორმი

ჭექა-ქუხილი · ტორნადო
ტროპიკული ციკლონი (ქარიშხალი)
ექსტრატროპიკული ციკლონი
ზამთრის ქარიშხალი · ქარბუქი
ყინულოვანი შტორმი

ნალექები

ნისლი · წვრილი წვიმა · წვიმა
ყინულის წვიმა · ფხვიერი ყინული
სეტყვა · თოვლი · ნალექი

თემები

მეტეოროლოგია
ამინდის პროგნოზი
კლიმატი · ჰაერის დაბინძურება

ამინდის პორტალი
      

ზამთარიწელიწადის დრო, რომელიც დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთრის მზებუდობის მომენტიდან (21 ან 22 დეკემბერი), გაზაფხულის ბუნიობის მომენტამდე (20 ან 21 მარტი) გრძელდება;

ასტრონომიული ზამთარი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წელიწადის დროები

ეკლიპტიკის მიმართ დედამიწის დახრილი ბრუნვის ღერძი, მზესთან მიმართებაში წარმოშობს წელიწადის დროებს. როდესაც საუბარია წელიწადის დროებზე, პირობითად ივარაუდება, რომ საუბარი გვაქვს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არსებულ წელიწადის დროზე, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ ამავდროულად სამხრეთ ნახევარსფეროში წელიწადის დრო სარკისებულად იცვლება. მაშინ როდესაც ზამთრის თვეებში ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთარია, სამხრეთ ნახევარსფეროში ზაფხულია და პირიქით. ჩვენი პლანეტის დახრილობიდან გამომდინარე, ზამთარი იწყება მაშინ, როდესაც დღე-ღამის განმავლობაში ღამის ხანგრძლივობა დღისაზე მაქსიმალური მეტობიდან (ზამთრის მზებუდობა) ნელნელა იწყებს შემცირებას და სრულდება მაშინ, როდესაც დღე-ღამის განმავლობაში, დღის ხანგრძლივობა იწყებს ღამის გახანგრძლივობაზე გატოლებას (გაზაფხულის ბუნიობა).

ზამთრის მზებუდობაზე, დედამიწის ღერძის დახრილობა მზესთან მიმართებაში იმყოფება ისეთ მდგომარეობაში, რომლის დროსაც ჩრდილოეთი ნახევარსფერო მაქსიმალურადაა გადახრილი მზის საწინააღმდეგო მიმართულებით (შესაბამისად სამხრეთი ნახევარსფერო პირიქით — მზეთან მიმართებაში უკიდურეს ახლო მხარეს იმყოფება, რაც განაპირობებს იქ ზაფხულის დაწყებას). შემდეგ, დედამიწა ორბიტაზე გადაადგილებისას ნელნელა ინაცვლებს ისეთ პოზიციაზე, როდესაც დედამიწის დახრილი ღერძი ეკლიპტიკურად ისევ დახრილია, მაგრამ სივრცულად მზე-დედამიწის მონაკვეთთან მიმართებაში მართობულია, რის გამოც მზე დედამიწის ეკვატორის ზენიტში ექცევა და თანაბრად აცხუნებს მის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებს. აღნიშნული მდგომარეობას გაზაფხულის ბუნიობა ეწოდება. აღნიშნული მონენტის გადალახვისთანავე იწყება დღეღამის განმავლობაში დღის ხანგრძლივობის ღამისაზე გადამეტება, რაც მოასწავებს გაზაფხულის დაწყებას.

კალენდარული ზამთარი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩვეულებრივ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთრის თვეებია:

ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში ზამთარი შემდეგ თვეებში უწევს:

ზამთარი წელიწადის ყველაზე ცივი დროა. დღეები მაქსიმალურად მოკლდება, თუმცა 22 დეკემბრიდან უკვე ნელ-ნელა ზრდას დაიწყებს. ადრე ბნელდება. ბევრ ქვეყანაში თოვლი მოდის და ყინვებს იჭერს.

მცენარეების ზრდა წყდება. ფოთლოვანი ხეები შიშვლდება. ზამთრის სუსხს მხოლოდ წიწვიანი ხეები უძლებს. ზოგ ცხოველს ხშირი ბეწვი ან მატყლი ეზრდება, რომ არ შესცივდეს, ზოგს კი მთელი ზამთარი სძინავს.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: