პემზა
პემზა | |
---|---|
პემზა | |
ცნობები | |
ტიპი | მაგმური |
გამოიყენება | მშენებლობაში |
პემზა (ლათ. pumex) — ფოროვანი, ღრუბლოვან-დაჩვრეტილი მინისებრი ვულკანური ქანი. წარმოიქმნება ვულკანის ამოფრქვევისას, მჟავა ლავების აფუებისა და სწრაფი გამაგრების შედეგად. პემზის ფორიანობა აღწევს 80%-ს. მოცულობითი მასა 400-900 კგ/მ³. სიმაგრე მინერალოგიური სკალით დაახლოებით 6. თეთრი, რუხი და მოყვითალო ფერისაა. ლღვება 1300-1450 °С ტემპერატურაზე. დამახასიათებელია მცირე თბოგამტარობა. იყენებენ სხვადასხვა ნაკეთობის გასაპრიალებლად, ლაქების ამოსაყვანად და სხვა. პემზური ქვიშა და ფერფლი გამოიყენება ცემენტში ჰიდრავლიკური დანამატის სახით. პემზის საბადოები გვხვდება ვულკანიზმის ოლქებში. იგი ხშირად განლაგებულია სხვადასხვაგვარ ვულკანურ ფერფლთან და ტუფებთან ერთად. მაღალი ხარისხის პემზა მოიპოვება ლიპარის კუნძულებზე. პემზის საბადო ცნობილია აგრეთვე ჩრდილოეთ კავკასიაში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პემზა — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- პემზა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)