განათლება
განათლება — სისტემურ ქმედებათა პროცესი, რომელიც შეგნებულად არის მიმართული ადამიანის ფიზიკური, ინტელექტუალური და მორალური უნარ-ჩვევების განვითარებისაკენ. განათლებაში აგრეთვე იგულისხმება შედეგი. განათლების მიღების ძირითადი გზაა სწავლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომელიც მჭიდრო კავშირშია აღზრდასთან. განათლების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება თვითგანათლებას, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საზოგადოებრივ-შრომით საქმიანობაში მონაწილეობას. განათლების საერთო და სპეციალური (პროფესიული) დონე განპირობებულია საზოგადოებრივ ურთიერთობათა, მეცნიერების, ტექნიკისა და კულტურის, წარმოების მოთხოვნებით.
განათლების თაობაზე ისტორიულად ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, რომ ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის ამ პროცესს ორგანიზებას უკეთებს ოჯახი, სკოლა, უნივერსიტეტი და ა.შ., ხოლო მათი მოვალეობაა ბეჯითად შეისწავლონ ყველაფერი ანუ აქტიურად მიიღონ შესასწავლი მასალა. მე-20 საუკუნიდან დაიწყო იმის გაცნობიერება, რომ წარმატებული სწავლისათვის გადამწყვეტი ფაქტორია შინაგანი მოტივაცია. ამის შესაბამისად მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში სხვადასხვა ქვეყნებში დაიწყო სწავლების სისტემის რეფორმირება. თუმცა ამ ტენდენციებს ბევრი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა, რომელთა აზრით ზედმეტმა თავისუფლებამ ჩამოაყალიბა სამომხმარებლო მიდგომა განათლების პროცესისადმი. გლობალიზაციის პროცესი კაცობრიობას სტიმულს აძლევს, რათა ხელახლა იქნეს გააზრებული აღზრდისა და განათლების მთელი სისტემა.
მთელი ისტორიის განმავლობაში ყველა ახალ ეტაპზე კაცობრიობა მუდმივად გამოთქვამდა უკმაყოფილებას განათლებაში შექმნილი მდგომარეობითა და სვამდა საკითხს- როგორი უნდა იყოს განათლება დღეს და როგორ უნდა ვითარდებოდეს იგი ხვალინდელი დღის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ძიების პროცესი ისევე როგორც თვით კაცობრიობის განვითარება განუწყვეტელია, რეფორმისტული იდეებით გატაცებულებს კი უმეტეს შემთხვევაში გვავიწყდება, არა განათლების „სუბიექტი“ თუ „ობიექტი“ არამედ პიროვნება რომლის გამოც და რომლისთვისაც საერთოდ შეიქმნა ეს სისტემა - ბავშვი, მოსწავლე.
დაწყებითი განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტერმინის სათანადო განმარტების მიზნით, კომიტეტი (ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი) ხელმძღვანელობს მსოფლიო დეკლარაციით- განათლება ყველასათვის, რომელიც აცხადებს: „დაწყებითი სასკოლო განათლება არის ოჯახის გარეთ ბავშვებისათვის საბაზო განათლების უზრუნველყოფის ძირითადი სისტემა. დაწყებითი განათლება უნდა იყოს საყოველთაო და ითვალისწინებდეს საზოგადოების კულტურას, მოთხოვნებსა და შესაძლებლობებს“. გაეროს ბავშვთა ფონდის პოზიცია ასეთია, რომ: „დაწყებითი განათლება საბაზისო განათლების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია“.
საგანმანათლებლო დაწესებულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სკოლამდელი განათლება:
- საშუალო განათლება: სკოლა, გიმნაზია, ლიცეუმი, კოლეჯი.
- უმაღლესი განათლება: ინსტიტუტი, უნივერსიტეტი, აკადემია.
- განათლების ალტერნატიული დაფინანსება საქართველოში: განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საგანმანათლებლო საინფორმაციო შემეცნებითი შემოქმედებითი პორტალი დაარქივებული 2011-08-31 საიტზე Wayback Machine.
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაარქივებული 2017-10-10 საიტზე Wayback Machine.
- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირი (განათლების არაკომერციული დაკრედიტების და სტუდენტთა დასაქმების პროგრამა) დაარქივებული 2012-02-04 საიტზე Wayback Machine.
- ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ვიკიპედიის განათლების კატეგორიის რუკა (ინგ.) დაარქივებული 2008-03-17 საიტზე Wayback Machine.
- WikEd დაარქივებული 2008-07-04 საიტზე Wayback Machine.
- ფორმალური განათლების ენციკოლოპედია
- პრაქტიკული მონაცემების თეორია დაარქივებული 2011-09-02 საიტზე Wayback Machine.