ჰეგემონია
ჰეგემონია — სიტუაცია, რომელშიც ერთი სახელმწიფო პოლიტიკურად, ეკონომიკურად თუ სამხედრო პოტენციალით სჭარბობს სხვა სახელმწიფოებს და კონტროლს ამყარებს მათზე. [1] [2] [3] [4] [5] ძველ საბერძნეთში (ძვ. წ. VIII საუკუნე - ძვ.წ. VI საუკუნე), ჰეგემონია ნიშნავდა ერთი ქალაქ-სახელმწიფოს პოლიტიკურ-სამხედრო ბატონობას სხვა ქალაქ-სახელმწიფოებზე. [6] დომინანტი სახელმწიფო ცნობილია, როგორც ჰეგემონი . [7] XIX საუკუნეში ცნება ჰეგემონია გავრცელდა, რათა აღეწერათ "სოციალური ან კულტურული უპირატესობა ან აღმასვლა; ერთი ჯგუფის მიერ გაბატონება საზოგადოებაში". მოგვიანებით, ეს ტერმინი გამოყენებულ იქნა შემდეგი დეფინიციით: "ჯგუფი ან რეჟიმი, რომელიც საზოგადოებაში არაჯეროვან გავლენას ახდენს". [8] ასევე, იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი ქვეყნის გეოპოლიტიკური და კულტურული დომინანტობის განსამარტად სხვა ქვეყანაზე, საიდანაც რეალურად წარმოიშვა ტერმინი ჰეგემონიზმი, რასშიც დიდი ძალების ევროპული ჰეგემონიის დამყარებას გულისხმობდნენ აზიასა და აფრიკაში .
კულტურულ იმპერიალიზმში, ლიდერი სახელმწიფო დაქვემდებარებულ სახელმწიფოებს კარნახობს საშინაო პოლიტიკასა და მის სოციალურ ხასიათს, რომლებიც ჰეგემონიური გავლენის სფეროა. ის განსაზღვრავს მხარდაჭერილი მთავრობის ან პირდაპირ, მის მიერ დანიშნული მთავრობის მეშვეობით.
საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში, ჰეგემონია გულისხმობს (i) დიდი მატერიალური ასიმეტრიის მდგომარეობას ერთი სახელმწიფოს სასარგებლოდ, რომელსაც აქვს (ii) საკმარისი სამხედრო ძალა სისტემურად დაამარცხოს ნებისმიერი პოტენციური კონკურენტი სისტემაში, (iii) აკონტროლებს ნედლეულის მარაგებს, (ბუნებრივი რესურსები, კაპიტალი და ბაზრები) (iv) აქვს კონკურენტული უპირატესობა დამატებული ღირებულების საქონლის წარმოებაში, (v) ქმნის იდეოლოგიას, რომელიც ასახავს ამ სტატუს კვოს. და (vi) ფუნქციურად განსხვავდება სისტემის სხვა სახელმწიფოებისგან, რადგან მოსალოდნელია, რომ უზრუნველყოს გარკვეული საზოგადოებრივი საქონელი, როგორიცაა უსაფრთხოება, ან კომერციული და ფინანსური სტაბილურობა. [9]
კულტურული ჰეგემონიის მარქსისტული თეორია, რომელიც ასოცირდება ანტონიო გრამშთან, არის მოსაზრება, რომ მმართველ კლასს შეუძლია მოახდინოს მანიპულირება საზოგადოების ფასეულობათა სისტემასა და ზომებზე, რათა მათი ხედვა იქცეს მსოფლიო შეხედულებად ( Weltanschauung ): ტერი ეგლეტონის სიტყვებით. ”გრამში ჩვეულებრივ სიტყვა ჰეგემონიას იყენებს, როცა გულისხმობს მმართველ ძალას, რომელსაც აქვს ძალაუფლება თავის დაქვემდებარებულებზე.” [10] ავტორიტარული მმართველობისგან განსხვავებით, კულტურული ჰეგემონია "არის ჰეგემონიური მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასზე დაზარალებულები ასევე თანხმდებიან მის ბოროტებაზე და განიცდიან საკუთარ თავზე მის ყველა ცუდ გამოვლინებას". [11]
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოსტ–კლასიკური ლათინური სიტყვა ჰეგემონია (1513 ან უფრო ადრე) და ბერძნული სიტყვა ἡгеμονία hēgemonía, ნიშნავს „ავტორიტეტს, წესს, პოლიტიკურ უზენაესობას“, რომელიც უკავშირდება სიტყვას leaderγεμών hēgemōn „ლიდერს“. [12]
ისტორიული მაგალითები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძვ.წ. 8 საუკუნიდან პირველ საუკუნემდე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბერძნულ-რომაულ სამყაროში მე -5 საუკუნის ევროპის კლასიკურ ანტიკური ქალაქ-სახელმწიფო სპარტა იყო პელოპონესის კავშირის ჰეგემონი (მე-6 დან მე-4 საუკუნეებში) და მეფე ფილიპე II მაკედონელი იყო კორინთის კავშირის ჰეგემონი ძვ.წ 337 წელს (მეფობა მან გადასცა თავის ვაჟს, ალექსანდრე დიდს). ანალოგიური იყო ათენის როლი ხანმოკლე დელიანთა კავშირში. (ძვ. წ. 478–404). [13] ძვ. წ. 550 –330 წწ. სპარსეთის აქემენიდების სუპერ რეგიონალურმა იმპერიამ გაბატონება დაიწყო ამ რეგიონალურ ჰეგემონიებში მისი დაშლამდე.
ისეთი ძველი ისტორიკოსები, როგორებიც არიან ჰეროდოტე (ქრისტეს შობიდან დაახლოებით 484-425 წლები). ქსენოფონტი (დაახლოებით 431-354 წლები ქრსიტეს შობამდე) და ეფორი ( ძვ.წ 400-330 წლები) პირველად გამოიყენეს ტერმინი hēgemonía თანამედროვე ჰეგემონიის გაგებით. [14]
ძველ აღმოსავლეთ აზიაში, ჩინური ჰეგემონია არსებობდა გაზაფხულის და შემოდგომის პერიოდში (ძვ. წ. 770–480), როდესაც აღმოსავლეთ ჟოს დინასტიის დასუსტებამ ხუთი ჰეგემონის ავტონომია გამოიწვია და შედარებითი დამოუკიდებლობა გამოიწვია. მათ მართავდნენ ფეოდალები და შესაბამისად, ჟოს დინასტია იძულებული გახდა უარი ეთქვა იმპერიაზე და სახელმწიფო მოწყობო ყოფილიყო დაქვემდებარებულ სახელმწიფოებზე დამყარებული. [15]
ახ.წ. 1–14 საუკუნეებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]I და II საუკუნეების ევროპაში გაბატონებული იყო Pax Romana ან იგივე რომის სამყარო, რომელშიც იყო ჰეგემონური მშვიდობა. ის დაარსდა იმპერატორ ავგუსტუსის მიერ და თან ახლდა სასტიკი სამხედრო კამპანიები. [16]
VII საუკუნიდან მე -12 საუკუნემდე, ომაიანთა სახალიფო და მოგვიანებით აბასიანთა სახალიფო გაბატონდნენ იმ უზარმაზარ ტერიტორიებზე, რომლებსაც ისინი მართავდნენ, ხოლო სხვა სახელმწიფოები, როგორიცაა ბიზანტიის იმპერია, იხდიდნენ ხარკს. [17]
VII საუკუნეში, ჰარშა იყო დიდი იმპერიის მმართველი ჩრდილოეთ ინდოეთში ახ. წ 606–დან 647 წლამდე. მან ჩრდილოეთის დიდი ნაწილი თავის ჰეგემონიის ქვეშ მოაქცია. მან ამჯობინა ქვეყანა არ ემართა, როგორც ცენტრალურ მთავრობას, არამედ გაათვისუფლა დაპყრობილი მეფეები და დიდი კმაყოფილება და პატივისცემა". [18]
მე-9 საუკუნის ბოლოდან და ადრეულ მე-11 საუკუნეში, იმპერია იმართებოდა კარლოს დიდის მიერ და მას ჰქონდა მიღწეული ჰეგემონიას ევროპაში საფრანგეთზე, იტალიასა და ბურგუნდიაზე ბატონობით. [19]
XIV საუკუნის განმავლობაში, არაგონის გვირგვინი გახდა ჰეგემონი ხმელთაშუა ზღვაში. [20]
მე-15 – მე-19 საუკუნეებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პორტუგალია 1494 წლიდან 1580 წლამდე ( იტალიის ომების დასრულება ესპანეთ–პორტუგალიის კავშირთან). ვიხილეთ პორტუგალიის დომინანტობა.
ესპანეთი 1516 წლიდან 1659 წლამდე (ჩარლზ I–ის აღზევება პირინეის ხელშეკრულებით). ესპანეთი დომინირება უკავშირდება ევროპის ბრძოლებსა და გლობალური ლიდერობის მოპოვებასა და ახალი სამყაროს კოლონიზაციას .
ნიდერლანდებმა 1580 წლიდან 1688 წლამდე ( უტრეხტის 1579 წლის ხელშეკრულება ხაზს უსვამს ჰოლანდიის რესპუბლიკის ბრწყინვალე რევოლუციას. უილიამ ორენჯის ჩამოსვლა ინგლისში) მოიპოვა ჰეგემონია ჰოლანდიური კრედიტისა და ფულის კონტროლის საფუძველზე.
ბრიტანეთი 1688 - 1792 წლებში (დიდებული რევოლუცია ნაპოლეონის ომებამდე ). ბრიტანული ტექსტილისა და ზღვებზე ბატონობის საფუძველზე. ბრიტანეთი 1815 - 1914 წლებში ( ვენის კონგრესი, პირველი მსოფლიო ომი). ბრიტანული ინდუსტრიული უზენაესობისა და სარკინიგზო მაგისტრალების საფუძველზე.
მე-20 საუკუნე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XX საუკუნის დასაწყისი, ისევე როგორც მე -19 საუკუნის ბოლო, ხასიათდებოდა რამდენიმე დიდი ძალით, მაგრამ არა გლობალური ჰეგემონიით. I მსოფლიო ომმა შეასუსტა იმპერიული ძალაუფლების ძლიერი მხარე - დიდი ბრიტანეთი, მაგრამ ასევე გააძლიერა შეერთებული შტატები და შედარებით მცირედ, იაპონია. ორივე ამ სახელმწიფოს მთავრობამ პოლიტიკის გატარება დაიწყო მათი გავლენის სფეროების რეგიონალურ დონეზე გასაფართოებლად. აშშ-მა ლათინური ამერიკაში და იაპონიამ აღმოსავლეთ აზიაში. საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, საბჭოთა კავშირი და მოგვიანებით ნაცისტური გერმანია (1933-1945) იყვნენ ის სახელმწიფოები, რომელთაგან ყველამ შეინარჩუნა იმპერიალისტური პოლიტიკა. მათი პოლიტიკა დაფუძნებულია გავლენის სფეროებზე, ან ტერიტორიის დაპყრობის მცდელობაზე. ამის მიუხედავად, ვერავინ მიაღწია გლობალური ჰეგემონიური ძალაუფლების სტატუსს. [21]
21-ე საუკუნე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წარმოდგენილია მრავალი პერსპექტივა იმის შესახებ თუ რამდენად იყო ან არის აშშ ჰეგემონი ცივი ომის დასრულების შემდეგ. ამერიკელი პოლიტოლოგები ჯონ მეარსაიმერი და ჯოზეფ ნეი ამტკიცებენ, რომ აშშ არ არის ნამდვილი ჰეგემონი, რადგან მას არც ფინანსური და არც სამხედრო რესურსები არ აქვს იმისთვის, რომ ეწოდოს სათანადო, ფორმალური, გლობალური ჰეგემონია. [22] თავის მხრივ, ანა კორნელია ბეიერი, თავის წიგნში, ანტიტერორიზმის შესახებ, ამტკიცებს, რომ გლობალური მმართველობა ამერიკული ხელმძღვანელობის პროდუქტია და მას აღწერს, როგორც ჰეგემონიურ მმართველობას. [23] უფრო მეტიც, ნატოს შიგნით, შეერთებული შტატები რჩება ჰეგემონიურ ძალად, რაც ალიანსის საგარეო ღირებულების პროფილის ცვლილებაში ჩანს. [24]
საფრანგეთის სოციალისტი პოლიტიკოსი უბერ ვედრინი 1999 წელს აშშ აღწერს, როგორც ჰეგემონსა და სუპერ ძალას, რადგან ის ცალმხრივად ახორციელებს სამხედრო ქმედებები მსოფლიოში. [25]
პენტაგონის სტრატეგი, ედუარდ ლუთვაკი, რომის იმპერიის დიდ სტრატეგიაში [26] აღწერს სამ სტადიას, სადაც პირველი არის ჰეგემონიური, რომელსაც მსოდევს იმპერიული. მისი აზრით, ტრანსფორმაცია საბედისწერო აღმოჩნდა და საბოლოოდ გამოიწვია რომის იმპერიის დაცემა. მისი წიგნი საინტერესო რჩევებს აძლევს ვაშინგტონს, რომ გააგრძელონ მიმდინარე ჰეგემონიური სტრატეგია და თავი შეიკავონ იმპერიის დამყარებისაგან.
2006 წელს, ავტორი ჟუ ჟიქენი ირწმუნებოდა, რომ ჩინეთი უკვე არის მსოფლიო ჰეგემონიისკენ მიმავალ გზაზე და ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ძალაუფლების მშვიდობიანი განაწილება აშშ-სა და ჩინეთს შორის. [27]
დამატებითი საკითხავი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ანდერსონი, პერი (2017). H-Word: ჰეგემონიის პერიფერია. ლონდონი: ვერსო.
- Beyer. Counterterrorism and International Power Relations: The EU, ASEAN and Hegemonic Global Governance.
- DuBois. „Hegemony, Imperialism and the Construction of Religion in East and Southeast Asia“. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - Hopper (2007). Understanding Cultural Globalization. Hopper (2007). Understanding Cultural Globalization. Hopper (2007). Understanding Cultural Globalization.
- Hegemony: Studies in Consensus and Coercion. Hegemony: Studies in Consensus and Coercion. Hegemony: Studies in Consensus and Coercion.
- Joseph. Hegemony: A Realist Analysis. Joseph. Hegemony: A Realist Analysis. Joseph. Hegemony: A Realist Analysis.
- Larsen. NATO's Democratic Retrenchment: Hegemony After the Return of History. Larsen. NATO's Democratic Retrenchment: Hegemony After the Return of History. Larsen. NATO's Democratic Retrenchment: Hegemony After the Return of History.
- Slack. Stuart Hall: Critical Dialogues in Cultural Studies.
- Schenoni. Oxford Research Encyclopedia of International Studies.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- "Hegemony" . ენციკლოპედია Britannica . 13 (მე -11 რედ.). 1911. გვ. 208.
- Hegemonism ჰეგემონია საიტზე Curlie
- მაიკ დორშერი, დოქტორი, ჰეგემონია ინტერნეტი: სიმძლავრის, კულტურისა და კომპიუტერების მშვიდი კონვერგენცია
- ჰეგემონია და დამალული პერსადერები - უჩვეულო გრძნობის ძალა
- პარაგ ხანანა, დაემშვიდობე ჰეგემონიას
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Schenoni, Luis L.. Oxford Research Encyclopedia of International Studies. OREIS. Oxford University Press and International Studies Association, LLC (2019).
- ↑ Oxford English Dictionary
- ↑ Hegemony. Oxford Advanced American Dictionary. Dictionary.com, LLC (2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-03. ციტირების თარიღი: 2020-05-20.
- ↑ Hegemony. Merriam-Webster Online. Merriam-Webster, Inc. (2014).
- ↑ Hegemony. American Heritage Dictionary. Houghton Mifflin Harcourt (2014).
- ↑ (1994) The Columbia Encyclopedia. Columbia University Press. ISBN 0-231-08098-0.
- ↑ Oxford English Dictionary: "A leading or paramount power; a dominant state or person"
- ↑ Oxford English Dictionary: Def's 2a and 2b.
- ↑ Schenoni (2018). The Argentina-Brazil Regional Power Transition.
- ↑ Terry Eagleton, Ideology: An Introduction (London: Verso, 1991).
- ↑ Laurie, Timothy. „Masculinity Studies and the Jargon of Strategy: Hegemony, Tautology, Sense“. ციტირების თარიღი: 2016-02-24.
- ↑ Oxford English Dictionary.
- ↑ Encyclopædia Britannica, "Greeks, Romans, and barbarians (from Europe, history of)": "Fusions of power occurred in the shape of leagues of cities, such as the Peloponnesian League, the Delian League, and the Boeotian League. The efficacy of these leagues depended chiefly upon the hegemony of a leading city (Sparta, Athens, or Thebes)"
- ↑ Wickersham, JM., Hegemony and Greek Historians, Rowman & Littlefield, 1994, p. 1 - "The hēgemonia of greatest interest in Herodotus is the supreme command of the Greek coalition against Xerxes."
- ↑ Encyclopædia Britannica, "Ch'i": "As a result, Ch'i began to dominate most of China proper; in 651 BC it formed the little states of the area into a league, which was successful in staving off invasions from the semibarbarian regimes to the north and south. Although Ch'i thus gained hegemony over China, its rule was short-lived; after Duke Huan's death, internal disorders caused it to lose the leadership of the new confederation"
- ↑ Parchami, A., Hegemonic Peace and Empire: The Pax Romana, Britannica and Americana, Routledge, 2009, p. 32.
- ↑ al-Tabari, The History of al-Tabari
- ↑ Encyclopædia Britannica, "Harsha"
- ↑ Story, J. Charlemagne: Empire and Society, Manchester University Press, 2005, p. 193.
- ↑ The Crown of Aragon: A Singular Mediterranean Empire. ISBN 978-90-04-34960-5
- ↑ Hitchens, Christopher (2002). Why Orwell Matters. New York: Basic Books, გვ. 86–87. ISBN 0-465-03049-1.
- ↑ Nye, Joseph S., Sr. (1993). Understanding International Conflicts: An Introduction to Theory and History. New York: HarperCollins, გვ. 276–77. ISBN 0-06-500720-4.
- ↑ Beyer, Anna Cornelia (2010). Counterterrorism and International Power Relations. London: I. B. Tauris. ISBN 978-1-84511-892-1.
- ↑ NATO's Democratic Retrenchment: Hegemony After the Return of History
- ↑ Reid, JIM., Religion and Global Culture: New Terrain in the Study of Religion and the Work of Charles H. Long, Lexington Books, 2004, p. 82.
- ↑ The Grand Strategy of the Roman Empire: From the First Century AD to the Third, (Baltimore: Johns Hopkins University Press, 1976).
- ↑ Zhiqun. US-China relations in the 21st century : power transition and peace.