შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

სლოვიანსკის ალყა — უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია დონეცკის ოლქის ქალაქ სლოვიანსკის დასაბრუნებლად პრორუსი აჯანყებულებისგან, რომლებმაც ქალაქი 2014 წლის 12 აპრილს დაიპყრეს. უკრაინელებმა სლოვიანსკი 2014 წლის 5 ივლისს, არტილერიისგან დაბომბვისა და მძიმე ბრძოლების შემდეგ, დაიბრუნეს. ბრძოლები სლოვიანსკში იყო პირველი დიდი სამხედრო შეტაკება პრორუს სეპარატისტებსა და უკრაინის სამთავრობო ძალებს შორის 2014 წლის ომის პირველ ეტაპზე. 2014 წლის 12 აპრილს, უკრაინის რევოლუციის შემდეგ, კალაშნიკოვის ავტომატებით შეიარაღებულმა ნიღბიანმა მამაკაცებმა დაიკავეს ქალაქის ადმინისტრაციის შენობა. ამ ადამიანებმა, რომლებიც დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშით თავს პრორუს მებრძოლებად აცხადებდნენ, შემდგომში მოიპოვეს კონტროლი დანარჩენ სლოვიანსკზე და დაიწყეს მისი გამაგრება. სეპარატისტების ქმედებაზე საპასუხოდ უკრაინის მთავრობამ შექმნა ანტიტერორისტული ოპერაციების ზონა (ATO) და წამოიწყო კონტრშეტევების სერია მეამბოხეების წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია დაპირისპირება და ძალადობრივი შეტაკებები. როდესაც ქალაქში დაძაბულობა გაიზარდა, აჯანყებულებმა დაიწყეს ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ტყვედ აყვანა, რამაც გამოიწვია მძევლების კრიზისი. 18 აპრილს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „სლოვიანსკი რჩება ყველაზე ცხელ წერტილად რეგიონში“. 20 აპრილს, მემარჯვენე სექტორს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ოლექსანდრ ტურჩინოვმა გასცა აჯანყებულთა მიერ კონტროლირებადი სატელევიზიო ანძის დივერსიის მოწყობის ბრძანება, რასაც მოჰყვა პირველი საბრძოლო დანაკარგები. ივნისისთვის ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 40% გაიქცა. 5 ივლისს, მას შემდეგ რაც ამბოხებულებმა დონეცკში დაიხიეს, უკრაინამ ქალაქი დაიბრუნა.

დღის სტატია

ეგნატე ნინოშვილი
ეგნატე ნინოშვილი
ეგნატე ნინოშვილი (ნამდვილი გვარი ინგოროყვა; დ. 17 თებერვალი, 1859, ყელა ― გ. 12 მაისი, 1894, ჩანჩეთი) — XIX საუკუნის ქართველი მწერალი. ეგნატე ნინოშვილის სამწერლო მოღვაწეობა სულ შვიდიოდე წლით (1887 - 1894) შემოიფარგლა. ეგნატე ნინოშვილის თხზულებების უმრავლესობა იბეჭდებოდა გაზეთ ივერიაში, ასევე სხვა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: კვალი, მოამბე, თეატრი და სხვ. ცალკე წიგნად გამოიცა მისი მოთხრობები: „სიმონა“ და „ქრისტინე“ (1892).

დღის სურათი

სიახლეები

სემ ნუიომა

მიმდინარე: საქართველოს საპროტესტო აქციები; რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


17 თებერვალი — ამ დღეს...

ჯორდანო ბრუნო
ჯორდანო ბრუნო
  • 1600 : ჰელიოცენტრიზმისა და სამყაროს უსასრულობის მქადაგებელი იტალიელი ფილოსოფოსი ჯორდანო ბრუნო (სურათზე) რომაულმა ინკვიზიციამ ერეტიკოსობის ბრალდებით კოცონზე დაწვა.
  • 1904 : იტალიელი კომპოზიტორი ჯაკომო პუჩინისMadama Butterfly“ პრემიერაზე ლა სკალაში, მილანი, კრიტიკოსებმა უარყოფითად შეაფასეს, რის გამოც მას ოპერის გადაწერა მოუხდა.
  • 1947 : რადიოსადგურმა ამერიკის ხმამ სსრკ-ის ტერიტორიაზე გადაცემათა ტრანსლაცია დაიწყო.
  • 1979 : ჩინეთის არმია ვიეტნამში შეიჭრა. დაიწყო ჩინეთ-ვიეტნამის ომი.
  • 1996 : პენსილვანიის ქალაქ ფილადელფიაში მსოფლიო ჩემპიონი გარი კასპაროვი საჭადრაკო მატჩში ამარცხებს სუპერკომპიუტერ „დიპ-ბლუს“ (Deep Blue).
  • 2003 : ლონდონის საავტომობილო საცობების გადასახადი ძალაში შევიდა .
  • 2008 : კოსოვო სერბეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი