ჰარარე
დედაქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ჰარარე ინგლ. Harare | |||||
| |||||
ქვეყანა | ზიმბაბვე | ||||
პროვინცია | ჰარარეს პროვინცია | ||||
კოორდინატები | 17°51′50″ ს. გ. 31°01′47″ ა. გ. / 17.86389° ს. გ. 31.02972° ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | ბერნარდ მანიენიენი | ||||
დაარსდა | 1890 | ||||
ადრეული სახელები | სოლსბერი | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1935 | ||||
ფართობი | 960600000 კვადრატული მეტრი | ||||
ცენტრის სიმაღლე | 1490 მ | ||||
მოსახლეობა | 1 485 231 კაცი (2012) | ||||
აგლომერაცია | 2 123 132 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 4 | ||||
ოფიციალური საიტი | hararecity.co.zw | ||||
ჰარარე (ინგლ. Harare) — ზიმბაბვეს დედაქალაქი. ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. ქვეყნის კულტურული და ინდუსტრიული ცენტრი.
2012 წლის აღწერით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს — 1 485 231 ადამიანს[1][2][3][4], გარეუბნებით — 2 123 132 ადამიანი (2012 წელი). 1982 წლამდე ერქვა სოლსბერი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დიდი ბრიტანეთის სავაჭრო კომპანიის მიერ გაგზავნილმა რაზმმა ქალაქი დააარსა 1890 წლის 12 სექტემბერს, როგორც სამხედრო ბაზა და უწოდეს პორტ-სოლსბერი – გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ლორდ სოლსბერის პატივსაცემად. დასახლება ძირითადად ვითარდებოდა, როგორც სავაჭრო ცენტრი ბეირასკენ (პორტი მოზამბიკში) გზაზე. სოლსბერის ფორტი მუნიციპალიტეტად გამოცხადდა 1897 წელს, ხოლო ქალაქის სტატუსი მიიღო 1935 წელს.
სოლსბერი იყო როდეზიის და ნიასალენდის ფედერაციის დედაქალაქი 1953 წლიდან 1963 წლის ჩათვლით. 1965 წლის 11 ნოემბერს იან სმიტის მთავრობის მიერ დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქალაქი გახდა სამხრეთ როდეზიის დედაქალაქი. სამხრეთ როდეზიაში ომის შედეგად 1980 წლის 18 აპრილს თეთრკანიანი უმცირესობის რეჟიმი დაემხო და სოლსბერი, რომელსაც 1982 წელს დაერქვა ჰარარე, გახდა ზიმბაბვეს რესპუბლიკის დედაქალაქი.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰარარეს კლიმატი — სუბტროპიკული მაღალმთიანია, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 1490 მეტრ სიმაღლეზე. ამინდს ჰარარეში გააჩნია სამი გამოკვეთილი ქვესეზონი: წვიმიანი სეზონი (ნოემბერი-აპრილი), გრილი, მშრალი სეზონი (მაისი-აგვისტო), როდესაც იშვიათად სუსხიც კი დგება და ცხელი, მშრალი სეზონი (სექტემბერი-ოქტომბერი). წლის საშუალო ტემპერატურაა +18 °C, ხოლო ყველაზე ცივი თვის საშუალო ტემპერატურაა (ივლისი) +14 °C. ყველაზე თბილი თვეა ნოემბერი, რომლის საშუალო ტემპერატურაა +22 °C.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რობერტ მუგაბეს რეჟიმმა და 1990-იანი წლების ბოლოს არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია კატასტროფული შედეგები ქალაქის ეკონომიკაზე და ინფრასტრუქტურაზე. მაღალია უმუშევრობის და დამნაშავეობის დონე. ქალაქის ცენტრში რამდენიმე კვარტლის გარდა ნაგვის გატანა და ავტოგზების შეკეთება არ ხორციელდება, განადგურებულია წყლის და ელექტრომომარაგების ცენტრალიზებული სისტემები, არ მუშაობს კანალიზაცია. 2005 წელს მთავრობამ ჩაატარა თვითნაკეთი ბარაკების დანგრევისა და იქ მაცხოვრებელი ხალხის გასახლების ოპერაცია; ეს აქცია დაგმო გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ.
ჰარარე სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ არაერთხელ იქნა აღიარებული, როგორც ცხოვრებისათვის ყველაზე ცუდი დედაქალაქი მსოფლიოში (მათ შორის 2009 და 2011 წლებში ჟურნალ ეკონომისტის მიერ).
დამეგობრებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
სემ ნუიომას ქუჩის სამხრეთი ხედი
-
ანგლიკანური კათედრალი
-
პირველი ქუჩა
-
პარლამენტის შენობების გასწვრივ
-
ჰარარეს ცენტრალური სადგური
-
ისტგეიტის ცენტრი
-
ფრესკა ეროვნული გმირების მემორიალზე
-
ეროვნული გმირების მემორიალი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2008-07-03 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|