შინაარსზე გადასვლა

კონაკრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
კონაკრი
Conakry
ქვეყანა გვინეის დროშა გვინეა
შიდა დაყოფა Ratoma, Dixinn, Matam, Kaloum, Kassa Island და Matoto
კოორდინატები 9°31′00″ ჩ. გ. 13°42′00″ დ. გ. / 9.51667° ჩ. გ. 13.70000° დ. გ. / 9.51667; -13.70000
ფართობი 450 კმ²
ცენტრის სიმაღლე 13 მეტრი
მოსახლეობა 1 548 500 კაცი (2009)
სასაათო სარტყელი UTC+1
კონაკრი — გვინეა
კონაკრი

კონაკრი (ფრანგ. Conakry) — გვინეის დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქი. მდებარეობს ატლანტის ოკეანის სანაპიროზე და წარმოადგენს გვინეის ეკონომიკურ, ფინანსურ და კულტურულ ცენტრს. 2009 წლის მონაცემებით მოსახლეობა 1 548 500 ადამიანს შეადგენს.[1] თავდაპირველად ქალაქი კუნძულ ტომბოზე მდებარეობდა, მაგრამ შემდეგ გაფართოვდა და კალუმის ნახევარკუნძულიც მოიცვა.

კონაკრის მოსახლეობის ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია, თუმცა აშშ-ის აფრიკის საქმეთა სამსახურის მონაცემებით ის 2 მილიონამდე უნდა აღწევდეს.[2] ამ შემთხვევაში, კონაკრიში თავს იყრის გვინეის მოსახლეობის მეოთხედი.

ლეგენდის თანახმად, ქალაქის სახელი მომდინარეობს სახელ „კონადან“, რომელიც ბაგას ხალხის ერთ მეღვინეს ერქვა, დამატებული სიტყვა „ნაკრი“ კი სოსოს ენაზე „სხვა ნაპირს“ ნიშნავს.[3]

ქალაქი მას შემდეგ დაარსდა, რაც 1887 წელს ბრიტანელებმა კუნძული ტომბო ფრანგებს დაუთმეს. მანამდე, 1885 წელს მისი მოსახლეობა 500-მდე ადამიანს ითვლიდა. 1904 წელს კონაკრი საფრანგეთის გვინეის დედაქალაქი გახდა და როგორც საექსპორტო პორტი მალე აყვავდა. ექსპორტზე ძირითადად ქვეყნის შიდა ნაწილიდან გამოგზავნილ მიწისთხილს გზავნიდა.

გვინესი დამოუკიდებლობის მომენტისთვის, 1958 წელს, კონაკრის მოსახლეობა 50 000 ადამიანი იყო. 1980 წელს ამ რიცხვმა 600 000-ს მიაღწია.[4] მიუხედავად იმისა, რომ მისი შედარებით იზოლირებული მდებარეობა ქვეყნის დანარჩენი ნაწილისგან კოლონიზატორებს ხელს აძლევდა, დამოუკიდებლობის შემდეგ დაბრკოლება გახდა ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის.[5]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. [1] (2009 estimate)
  2. "Background Note: Guinea". Bureau of African Affairs, U.S. Department of State, January 2007. Retrieved 24 February 2007; World Gazetteer[მკვდარი ბმული], Retrieved 16 June 2008
  3. Histoire de Conakry დაარქივებული 2006-06-25 საიტზე Wayback Machine. – (ფრანგული)
  4. Patrick Manning. Francophone Sub-Saharan Africa, 1880–1995, Cambridge (1998)
  5. For the urban infrastructure and its history, see M. Dian DIALLO. Street Addressing And Basic Services In Conakry, Guinea. Presented at the Urban Forum/ World Bank – Washington, D.C. – 2–4 April 2002.