ნოდირა
ნოდირა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1792[1] [2] |
დაბადების ადგილი | ანდიჟანი |
გარდაცვალების თარიღი | 1842[1] [2] |
გარდაცვალების ადგილი | კოკანდი |
საქმიანობა | პოეტი, საზოგადო მოღვაწე და მწერალი |
ენა | სპარსული ენა |
მოქალაქეობა | Khanate of Kokand |
მეუღლე | Muhammad Umar Khan |
შვილ(ებ)ი | Muhammad Ali Khan |
მოჰლაროიმი ( უზბეკ. Mohlaroyim, Моҳларойим , დ. 1792 – გ. 1842 ) — ასევე, ცნობილი საკუთარი გვარით ნოდირა, უზბეკი პოეტი და სახელმწიფო მოღვაწე. 1822 წლიდან იგი მუშაობდა კოკანდის სახანოს რეგენტად, მისი ვაჟის ბავშვობის დროს.
ნოდირა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ უზბეკ პოეტად. იგი წერდა პოეზიას უზბეკურ და სპარსულ ენებზე. ნოდირა სხვა ფსევდონიმებსაც იყენებდა, მაგალითად, კომილა და მაკნუნა. [3] მისი მრავალი დივანი შემორჩა და შედგება 10000-ზე მეტი ლექსისგან. [4]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნოდირა იყო მუჰამედ უმარ ხანის ცოლი, რომელიც მართავდა კოკანდის სახანოს 1810 წლიდან 1822 წლამდე, მის გარდაცვალებამდე. მათ შეეძინათ ორი ვაჟი - მუჰამედ ალი ხანი (დ. 1808 ) და სულთან მაჰმუდ ხანი. ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ნოდირა, 30 წლის ასაკში, გახდა კოკანდის დე ფაქტო მმართველი, ვინაიდან მისი 12 წლის ვაჟი, მუჰამედ ალი ხანი, მხოლოდ მოზარდი იყო, როცა ის ხანად დანიშნეს. იგი აგრძელებდა შვილის რეგენტობას და იყო მრჩეველი მთელი მისი მეფობის განმავლობაში. ის ასევე იყო მწერალი, რომელიც წერდა პოეზიას უზბეკურ და სპარსულ ენებზე. მისი ნამუშევარი შედგებოდა 10000 ჰემისტიკისგან .
მიუხედავად მისი მცდელობისა ჩაენერგა უფრო სოციალურად ლიბერალური ღირებულებები შვილში, მადალი გაიზარდა ექსპანსიონისტური პოლიტიკისადმი სიმპატიებით, რამაც გამოიწვია ომი მეტოქე ბუხარის საამიროსთან . ნოდირას პოეზია უგულებელყოფილი იყო ულამას მიერ და მიიჩნიეს „შეუსაბამოდ“. პოეტის ნაწერი ხშირად ააშკარავებდა ტაბუდადებულ თემებს და მისტიროდა იმ ტანჯულ ქალებს, რომლებიც ცხოვრობდნენ შუა აზიაში იმ პერიოდში. [3] [5]
იგი ჩამოახრჩვეს ბუხარას ემირ ნასრულა ხანის ბრძანებით 1842 წლის აპრილში შვილებთან ერთად კოკანდ-ბუხარას ომების დროს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნასრულა გაბრაზდა, რომ მან უარი თქვა მასთან ქორწინებაზე. [3] [6] [7] [8]
ხელოვნება და კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნადირას ინიციატივით აშენდა მედრესეები, აბანოები, სავაჭრო არკადები და სხვა საზოგადოებრივი შენობები 1824-1825 წლებში. ნადირამ ააშენა ორი მედრესე - დიდი სასაფლაოს (ჩალფაქის მედრესე) და მჭედელთა რიგის (მახლარ-აიიმ მედრესე) მახლობლად, ერთი ბავშვთა სახლი და მოხეტიალეთა თავშესაფარი. [9] პოეტი მუშრიფი მოგვითხრობს საკვებისა და ტანსაცმლის შესახებ, რომელსაც აწვდიდნენ მახლარ ოიმის მედრესეს მოსწავლეებს. მედრესეში სხვადასხვა წიგნები და ხელნაწერები იყო თავმოყრილი.
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1842 წელს მისი გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგ ნოდირა საბჭოთა ეპოქაში დაწინაურდა, როგორც უზბეკეთის სსრ ეროვნული გმირი და სარგებლობდა ისეთივე სტატუსით, როგორიც იყო სხვა მოკლული ქალები, მაგალითად როგორიცაა ნურხონ იულდაშევა . საზოგადოების თვალში ის მოწამე და ეროვნული გმირია და მისი დაბადებიდან 200 წლის შემდეგ, ახლად დამოუკიდებელი უზბეკეთის პირველ ეროვნულ საფოსტო მარკაზე გამოსახული იყო მისი პორტრეტი. [10] [11]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Swartz A. Open Library — 2007.
- ↑ 2.0 2.1 Faceted Application of Subject Terminology
- ↑ 3.0 3.1 3.2 Qodirova, Mahbuba. Nodira (1792-1842) uz. ციტირების თარიღი: 17 October 2014
- ↑ Nodira – Komila (1792-1842).
- ↑ Hanks, Reuel R. Central Asia: A Global Studies Handbook (en).
- ↑ Starr, S. Frederick Ferghana Valley: The Heart of Central Asia (en).
- ↑ Rahul, Ram March of Central Asia (en).
- ↑ Nodira Beg EN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-16. ციტირების თარიღი: 2018-06-11
- ↑ Кадырова, М. Надира. Очерк жизни и творчества. Т.,1967. с.39-40
- ↑ Grandpoohbah's Blog: Nodira Mohlaroyim. ციტირების თარიღი: 2017-12-22
- ↑ Nation-building in the Post-Soviet Borderlands: The Politics of National Identities.