შინაარსზე გადასვლა

კუნძული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუნძული ფერნანდუ-დი-ნორონია

კუნძულიხმელეთის მონაკვეთი, რომელიც ყოველი მხრიდან გარემოცულია ოკეანის, ზღვის, ტბის ან მდინარის წყლით. კონტინენტთან შედარებით მცირე ზომისაა. გვხვდება როგორც ცალკეული კუნძულები, ისე კუნძულთა ჯგუფები — არქიპელაგები.

ოკეანეებსა და ზღვებში განარჩევენ კონტინენტურ, გარდამავალი ზონისა და ოკეანურ კუნძულებს.

კონტინენტური კუნძულებია მაგალითად, გრენლანდია, კალიმანტანი, მადაგასკარი, რომლებიც კონტინენტის წყალქვეშა კიდის ფარგლებში ოკეანის ზედაპირზე ამოდიან და მკვიდრი ქანებით არიან ნაგები. ზოგი პატარა კუნძული ზვირთცემის აკუმულაციური მოქმედების შედეგადაც წარმოიქმნება.

გარდამავალი ზონის კუნძულები ძირითადად ვულკანური წარმოშობისაა, ზოგან მარჯნის კუნძულებია.

ოკეანური კუნძულები გავრცელებულია ოკეანის ფსკერის ფარგლებში და შუაოკეანურ ქედებზე. მდინარესა და ტბაში განასხვავებენ ნარიყითა და ეროზიის შედეგად წარმოქმნილ კუნძულებს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]