შინაარსზე გადასვლა

დარიო ფო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დარიო ფო
იტალ. Dario Fo
დაბადების თარიღი 24 მარტი, 1926(1926-03-24)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14]
დაბადების ადგილი Sangiano[8] [15] ან Leggiuno[13]
გარდაცვალების თარიღი 13 ოქტომბერი, 2016(2016-10-13)[16] [3] [4] [5] [6] [7] [8] [11] [12] [13] (90 წლის)
გარდაცვალების ადგილი Luigi Sacco Hospital[16] ან მილანი[17]
დასაფლავებულია მილანის მონუმენტური სასაფლაო[5]
საქმიანობა თეატრის რეჟისორი[11] [18] , თეატრის მსახიობი[15] , სცენარისტი[11] , კომპოზიტორი[11] , დრამატურგი[11] [18] [17] [14] , კინომსახიობი, ილუსტრატორი[11] [15] , მხატვარი[11] [18] [15] , პოეტი, სცენოგრაფი[18] , სატირიკოსი, მწერალი[11] [17] , კოსტიუმების დიზაინერი, მსახიობი[19] [13] [17] , ვიზუალური არტისტი[19] , რეჟისორი[13] [17] , stage author[13] , Nobel Prize winner[17] და theater director[17]
მოქალაქეობა  იტალია[17]
ალმა-მატერი Brera Academy
ჟანრი კომედია
Magnum opus Archangels Don't Play Pinball, Mistero Buffo, Accidental Death of an Anarchist, Can't Pay? Won't Pay!, Trumpets and Raspberries, Elizabeth: Almost by Chance a Woman, The Pope and the Witch და The Two-Headed Anomaly
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[20] [21] [8] [15] , სონინგის პრემია, Orden al Mérito Docente y Cultural Gabriela Mistral, honorary citizen of Palermo, ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[22] , Premio Cinearti La chioma di Berenice და honorary doctor of the Sorbonne Nouvelle University[23] [24]
მეუღლე ფრანკა რამე[17]
შვილ(ებ)ი Jacopo Fo
ნათესავ(ებ)ი Alessandro Fo და Laura Fo
ხელმოწერა
საიტი dariofo.it

დარიო ლუიჯი ანგელო ფო ( დ. 24 მარტი, 1926 - გ. 13 ოქტომბერი, 2016 ) — იტალიელი მსახიობი, დრამატურგი, კომიკოსი, მომღერალი, თეატრის რეჟისორი, სცენის დიზაინერი, სიმღერების ავტორი, მხატვარი, პოლიტიკური კამპანიის ორგანიზატორი იტალიის მემარცხენე ფრთისათვის და 1997 წლის ნობელის პრემიის მფლობელი ლიტერატურის დარგში. [25] იგი იყო „ყველაზე ფართოდ შესრულებადი თანამედროვე დრამატურგი მსოფლიო თეატრში“. [26] მისი დრამატული ნაწარმოების უმეტესი ნაწილი იმპროვიზაციაზეა დამოკიდებული და მოიცავს თეატრის „არალეგიტიმური“ ფორმების გაჯანსაღებას, მაგალითად ისეთების, როგორებიცაა გიულარი [27] და უფრო ცნობილი, კომედია დელ არტე ძველ იტალიურ სტილში. [28]

მისი პიესები ითარგმნა 30 ენაზე და შესრულდა მთელ მსოფლიოში, მათ შორის არგენტინაში, ჩილეში, ირანში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, რუმინეთში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სამხრეთ კორეაში, ესპანეთში, შრი-ლანკაში [29] შვედეთში, დიდ ბრიტანეთში [30] და იუგოსლავიაში. [31] [32] 1960-იანი, 1970-იანი და 1980-იანი წლების ნამუშევრებში ასახულია მკვლელობის, კორუფციის, ორგანიზებული დანაშაულის, რასიზმის, რომანულ-კათოლიკური თეოლოგიისა და ომის კრიტიკა. 1990-იან და 2000-იან წლებში მან მიიღო მონაწილეობა ფორცა იტალიას და მისი ლიდერის სილვიო ბერლუსკონის შესახებ პამფლეტების წერაში, ხოლო, 2010 წლის სამიზნეებში შედიოდა ბანკები ევროპული კრიზისის დროს. ასევე, 2010-იან წლებში იგი გახდა ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის მთავარი იდეოლოგი. ეს იყო ანტისაბჭოთა პარტია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბეპე გრილო. [33] ხშირად მის წევრებს მოიხსენიებენ, როგორც „ოსტატს“.

1997 წელს ნობელის პრემიამ „საერთაშორისო აღიარება მოუტანა ფოს, როგორც XX საუკუნის მსოფლიო თეატრის მთავარ ფიგურას“. [34] [35] ის ფლობდა და მართავდა თეატრალურ კომპანიას. ფო იყო ათეისტი. [36]

ადრეული ცხოვრება და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფო, რომელიც იყო უფროსი შვილი, დაიბადა ლომბარდიაში, ვარეზეს პროვინციასთან ახლოს, ლაგო-მაჯორეს აღმოსავლეთ სანაპიროზე. მისი უმცროსი ძმა, ფულვიო, გახდა თეატრის ადმინისტრატორი. მათი უმცროსი და, ბიანკა ფო გარამბოისი, მწერალი. მათმა დედამ, პინა როტა ფომ, გლეხის წარმომავლობით, დაწერა წიგნი ომებს შორის ტერიტორიის ანაზღაურების შესახებ, Il paese delle rane ( ბაყაყების მიწა , 1978). მათი მამა, ფელიჩე, იტალიის სახელმწიფო რკინიგზის სადგურის ოსტატი იყო და ოჯახი ხშირად შვეიცარიის საზღვრის გასწვრივ გადადიოდა საცხოვრებლად, როდესაც ფელიჩე ახალ პოსტზე მუშაობას იწყებდა. ფელიჩე იყო სოციალისტი, ასევე მსახიობი იბსენის ნამუშევრებში. მონაწილეობდა მსახიობთა თეატრში. [37] ფომ სიუჟეტები ააგო დედის, ბაბუის და ლომბარდიელი მეთევზეების მონათხრობებისგან. იმ ადგილებს შორის, სადაც ფო ადრეული წლების განმავლობაში ცხოვრობდა, იყო პორტო ვალტრავაგლია, მინის დამამზადებელი კოლონია. მისი თქმით, იტალიაში მცხოვრები შეშლილი ხალხის ყველაზე მაღალი პროცენტი სწორედ იქ ცხოვრობდა. [38]

1942 წელს ფო მილანში გადავიდა საცხოვრებლად, ბრერას აკადემიაში. [38] თუმცა, მეორე მსოფლიო ომში ფო შეუერთდა მუსოლინის ფაშისტურ არმიას. წლების შემდეგ, ფომ არ უარყო ეს კავშირი: მან ეს გააკეთა იმისთვის, რომ მისი ოჯახი გამოირჩეოდა ანტიფაშისტური დამოკიდებულებით და ფო დაეხმარა მამამისს ლტოლვილებისა და მოკავშირე ჯარისკაცების გადაყვანაში. მათ ლომბარდიელები გლეხებად შენიღბეს და გადაიყვანეს შვეიცარიაში. ფიქრობენ რომ, მისი მამა ასევე დაეხმარა ებრაელ მეცნიერებს, მალულად გადასულიყვნენ შვეიცარიაში. [39] ომის დასრულებისთანავე ფო შეუერთდა საზღვაო ძალების საზენიტო დივიზიას. [40]

ომის შემდეგ ფო დაბრუნდა ბრერას აკადემიაში, ასევე ჩაატარა არქიტექტურული კვლევები მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. მან წამოიწყო დისერტაცია რომაული არქიტექტურის შესახებ, მაგრამ მალევე იმედი გაუცრუვდა და საბოლოო გამოცდებამდე შეწყვიტა სწავლა. მას ჰქონდა ნერვული დარღვევა. ექიმმა უთხრა, რომ დრო დაეთმო ისეთი საქმიანობისთვის რაც სიამოვნებას მოგვრიდა. [41] ექიმის დანიშნულების შესაბამისად, მან ხატვა დაიწყო და ჩაერთო პიკოლის თეატრის (მცირე თეატრების) მოძრაობაში, რომელშიც მან დაიწყო იმპროვიზირებული მონოლოგების წარდგენა. [42]

იგი თავის მხატვრულ შემოქმედებაზე გავლენის მომხდენად მიიჩნევდა ბოლოკოს, ბრეხტის, ჩეხოვს, დე ფილიპოს, გრამსკის, მაიაკოვსკის, მოლიერის, შოუს და სტრეჰლერის. [43] [44] [45]

1950 წელს ფომ დაიწყო თანამშრომლობა ფრანკო პარენტთან ერთად და მონაწილეობდა რადიო მსახიობების მიერ შესრულებულ მრავალფეროვან შოუებში 1954 წლამდე. [46]

დარიო ფო და ფრანკა რამე ახალშობილ შვილ ჯაკოპოსთან ერთად.

ფომ გაიცნო ფრანკა რამე, ქალიშვილი თეატრალური ოჯახიდან. ისინი დაქორწინდნენ 1954 წლის 24 ივნისს. მათ შეეძინათ ვაჟი, ჯაკოპო (დ. 31 მარტი, 1955 წ.), რომელიც ასევე გახდა მწერალი. [47]

1962 წელს ფომ დაწერა მრავალფეროვანი შოუ, კანცონისსიმა, RAI– სთვის და ასევე, იყო შოუს რეჟისორი. ფომ სურდა, შეექმნა ისეთი შოუ რომელიც განსხვავებული იქნებოდა ტელევიზიის ადრეული ნამუშევრებისგან. კანცონისსიმამ წარმოადგინა სატირული სიმღერები და ესკიზები, რომლებიც ასახავდნენ მუშათა კლასების ცხოვრებას. ამასთან, ეს ხშირად იყო ცენზურის დაცვით. [48] კანცონისსიმამ პოპულარობა მოიპოვა და მიიზიდა მილიონობით მაყურებელი. რამე ამტკიცებდა, იტალიის ქალაქებში ტაქსის მძღოლები ხშირად ამბობდნენ, რომ მაუწყებლობის დროს მათ მუშაობა არ ჰქონდათ, რადგან ყველა შოუს უყურებდა. [49] [50]

1970 წელს ფომ და რამემ დაიწყეს თავიანთი მესამე თეატრალური ჯგუფი, Collettivo Teatrale "La Comune" მუსიკოს პაოლო ციარჩისა და ადმინისტრატორის ნანი რიკორდის მონაწილეობით. [51]

1973 წლის მარტში ხუთმა ფაშისტმა, რომლებიც ზოგიერთი ჭორის თანახმად, მილანის კარაბინიერი მაღალჩინოსნების მითითებით მოქმედებდნენ, გაიტაცეს რამე. მათ გააუპატიურეს, სცემეს, დაწვეს სიგარეტებით, დასერეს და პარკში დატოვეს დარიოს მეუღლე. [52] [53] ფომ და რამემ განაგრძეს გასტროლები ლომბარდიასა და ვენეტოს გარშემო მთელი წლის განმავლობაში. [54]

დარიო ფო ვენეციაში, 1985 წ.

1975 წელს ფო პირველად დასახელდა ნობელის პრემიაზე. მან იდეა აბსურდულად მიიჩნია: „მე გავხდი ცნობილი... ეს ნობელის ბიზნესი ნამდვილი კომედიაა. წარმომიდგენია გარკვეული სახელმწიფო მოხელეების, მაგისტრატებისა და პოლიტიკოსების სახე, რომლებსაც მე ვიცნობ. ისინი დიდი ტკივილის ფასად ცდილობენ, რომ გამაჩუმონ და ხელბორკილებით დამიჭირონ, შვედები კი მოდიან და ათამაშებენ ასეთ ხრიკს. . . [პრიზის მიღება] იქნებოდა, როგორც ჩემს ერთ პიესაში მსახიობობა.“ [34] [55]

1980 წელს შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ფოს და რამეს წარმოდგენა დაბლოკეს იტალიის თეატრის ფესტივალზე, მოქმედება, რომელიც შედარებულია ბერტოლტ ბრეხტთან, ჩარლი ჩაპლინთან და გაბრიელ გარსია მარკესთან. ამავე წლის მაისში ნიუ-იორკში ჩატარებულ „დარიოს ფოს და ფრანკა რამეს საღამოს“ დაესწრნენ ართურ მილერი, ბერნარდ მალამოდი, რიჩარდ ფორმანი და მარტინ სკორსეზე. [56]

ის მიუთითებდა ისეთი თემებისკენ, როგორებიცაა შიდსი, სპარსეთის ყურის ყურის ომი და გენური ინჟინერია. [57] ფოს შესრულებით ვიდეოჩანაწერიც არსებობს. [58]

1995 წლის 17 ივლისს ფომ გადაიტანა ინსულტი. იგი სწრაფად გამოჯანმრთელდა და დაუბრუნდა კარიერას 1996 წლის 24 მარტს, 70-ე დაბადების დღეს. [59]

1997 წლის 9 ოქტომბერს შვედეთიდან გამოიგზავნა განცხადება, რომ ფოს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში. დარიო ფო გახდა პირველი იტალიელი, რომელიც შეარჩიეს 1975 წელს ეუჟენიო მონტალეს შემდეგ და პირველი იტალიელი დრამატურგი, რომელიც შეარჩიეს 1934 წელს ლუიჯი პირანდელოს შემდეგ. [60] შვედეთის აკადემია თავის ციტატაში აფასებს მას, როგორც მწერალს „რომელიც მეტოქეობას უწევს შუა საუკუნეების მოხეტიალეებს ავტორიტეტთა გამათრახებაში და იცავს ჩაგრულთა ღირსებას“. როდესაც ფომ შეიტყო ნობელის პრიზის მიღების შესახებ, იგი 20 წლის სატელევიზიო ვარსკვლავ ამბრა ანგიოლინისთან ერთად იმყოფებოდა მანქანაში. ჟურნალისტი იწერდა ინტერვიუს, როდესაც ფოს ჩაუარა მანქანამ, რომელზეც იყო წარწერა „დარიო, შენ მოიგე ნობელის პრემია!“. დარიოს ემოციები აღბეჭდილია ვიდეოში. [61]

განცხადება შოკისმომგვრელი გახდა როგორც იტალიელებისთვის, ისე არაიტალიელებისთვის.[62]

განსაკუთრებით სასტიკი იყო რეაქცია ინგლისურენოვანი სამყაროდან. ინგლისურენოვანი ქვეყნების წარმომადგენლებმა ფოს ნამუშევარი განიხილეს, როგორც არასასურველი და მოძველებული, რომელიც 1970–იან და 1980–იან წლებს მიეკუთვნებოდა. [26]

დაჯილდოებისას ფომ წარმოადგინა სპეციალურად შედგენილი ნაწარმოები სახელწოდებით Contra jogulatores obloquentes (მოხეტიალეთა არარელევანტური მოხსენების წინააღმდეგ). ნაწარმოები შეიცავდა რამდენიმე ნახატს, რომლებიც მოგვიანებით აღწერეს, როგორც „უდავოდ ყველაზე ბრწყინვალე თეატრალური და კომიკური გამოსვლა, რაც კი ოდესმე უნახავს შვედეთის აკადემიას.“ [34]

2016 წელს მილანის საავადმყოფოში, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა დარიო ფო მწვავე რესპირატორული დაავადებით.

  • d'Arcangeli, Luciana, Pagliaro, Annamaria, (eds.) „Dario Fo & Franca Rame. Beyond the Rules“, Spunti e Ricerche, Volume 31, 2016, published in 2017.
  • d'Arcangeli, Luciana, 'Madness in the Theatre of Dario Fo and Franca Rame’, in Forum Italicum, Spring 2005, pp. 138–165.
  • Emery, Ed, (ed.), Research Papers on the Theatre of Dario Fo and Franca Rame: Proceedings of the International Conference on the Theatre of Dario Fo and Franca Rame, Cambridge, 28–30 April 2000, London and Sydney, Red Notes, 2002.
  • Fo, Dario (2016). More Tricks of the Trade. Methuen. ISBN 978-0-413-77783-6. 
  • Mitchell, Tony (1999). Dario Fo: People's Court Jester (Updated and Expanded). London: Methuen. ISBN 0-413-73320-3. 

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Deutsche Nationalbibliothek Record #118534114 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  4. 4.0 4.1 Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
  5. 5.0 5.1 5.2 Find a Grave — 1996.
  6. 6.0 6.1 Discogs — 2000.
  7. 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  9. The Fine Art Archive — 2003.
  10. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 11.5 11.6 11.7 11.8 BeWeB
  12. 12.0 12.1 Munzinger Personen
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 13.5 https://theaterencyclopedie.nl/wiki/index.php?curid=4271
  14. 14.0 14.1 Olomouc City Library regional database
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 15.4 OPAC SBN
  16. 16.0 16.1 È morto Dario FoTorino: Italiana Editrice, 2016. — ISSN 1122-1763
  17. 17.0 17.1 17.2 17.3 17.4 17.5 17.6 17.7 17.8 Catalog of the German National Library
  18. 18.0 18.1 18.2 18.3 The Fine Art Archive — 2003.
  19. 19.0 19.1 Czech National Authority Database
  20. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1997/
  21. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  22. https://cavavub.be/nl/eredoctoraten
  23. https://www.sorbonne.fr/doctor-honoris-causa-de-paris-iii/
  24. http://www.univ-paris3.fr/les-docteurs-honoris-causa-de-la-sorbonne-nouvelle--90298.kjsp
  25. Mitchell 1999, p. 3
  26. 26.0 26.1 Mitchell 1999, p. xiii
  27. Mitchell 1999, p. 4
  28. Mitchell 1999, pp. 91–92
  29. „Prasanna brings ‘Debiddo’“.
  30. Dario Fo - complete guide to the Playwright, Plays, Theatres, Agent. doollee.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ოქტომბერი 2016. ციტირების თარიღი: 14 October 2016.
  31. Mitchell 1999, p. 65
  32. Mitchell 1999, p. 101
  33. M5S: arrivato Grillo, sotto il palco anche Dario Fo - Genova la Repubblica.it. genova.repubblica.it. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 14 October 2016.
  34. 34.0 34.1 34.2 Mitchell 1999, p. xiv
  35. The Nobel Prize in Literature 1997. Nobelprize (7 October 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 თებერვალი 2012. ციტირების თარიღი: 7 October 2010.
  36. Dario Fo, Il paese dei mezaràt, Feltrinelli, Milano, 2004
  37. Mitchell 1999, p. 47
  38. 38.0 38.1 Mitchell 1999, p. 49; Mitchell's book spells it "Portoaltravaglia". ** The correct name is Portovaltravaglia, as it's where the Val Travaglia (Travaglia Valley) meets the lake **
  39. Duval Smith, Alex (14 October 2005). „A Nobel Calling: 100 Years of Controversy“. ციტატა: „1997: As a young man, the author of Accidental Death of an Anarchist was conscripted into Mussolini's army towards the end of the war, but escaped and hid in an attic ... His father played a key role in the Resistance during the Second World War, smuggling Jewish scientists into Switzerland.“
  40. Mitchell 1999, pp. 49–50
  41. Mitchell 1999, p. 50
  42. [1]
  43. Mitchell 1999, pp. 50–51; Strehler would later become Fo's chief rival in Milan, with Fo disagreeing with his interpretations of Brecht, though Brecht himself admired them.
  44. Mitchell 1999, p. 56. Fo declared Anton Chekhov and George Bernard Shaw to be his favourite playwrights in 1954.
  45. Mitchell 1999, p. 234. Fo declared Angelo Beolco (Ruzzante) and Molière to be his mentors: "both of them authors, actor-managers and directors of their own plays, who were treated with arrogance and contempt by the authorities and their literary lackeys, and hated because they used their stages to fight against hypocrisy and violence by making people laugh."
  46. Mitchell 1999, p. 52
  47. Mitchell 1999, p. 55
  48. Mitchell 1999, pp. 72–73
  49. Mitchell 1999, p. 73
  50. Mitchell 1999, pp. 74–75
  51. Mitchell 1999, p. 99
  52. Kuennecke, Beret (April 2002). „Resistance Takes Centre Stage“. Review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-13. ციტირების თარიღი: 2020-06-05. Review of 'Harlequins of the Revolution', Joseph Farrell, Methuen, which mentions the rape.
  53. Mitchell 1999, p. 122
  54. Mitchell 1999, pp. 123–124
  55. Mitchell 1999, p. 139
  56. "Dario Fo met un tigre dans son théâtre", Jean-Pierre Thiollet, Le Quotidien de Paris, 2 December 1980.
  57. Mitchell 1999, p. 203
  58. Mitchell 1999, p. 214
  59. Mitchell 1999, p. 226
  60. Mitchell 1999, p. 204
  61. Mitchell 1999, p. 229
  62. Gumbel, Andrew (10 October 1997). „Nobel Prize: Dario Fo, the showman, wins Nobel literature prize“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ნოემბერი 2018. ციტირების თარიღი: 22 March 2013.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დარიო_ფო“-დან