შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

ფერენც (ფრანც) ლისტირომანტიზმის ეპოქის უნგრელი კომპოზიტორი, ვირტუოზი პიანისტი და პედაგოგი. ექვს ათწლეულზე მეტ დროში შექმნილი ნამუშევრებით, იგი მიიჩნევა თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ნაყოფიერ კომპოზიტორად და დღემდე პოპულარულია თანამედროვე საფორტეპიანო რეპერტუარში. ლისტმა, როგორც პიანისტმა, თავისი ვირტუოზული შესაძლებლობებით ევროპაში სახელი ადრეულ მეცხრამეტე საუკუნეში გაითქვა. იგი იმ დროისთვის უკვე მიიჩნეოდა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პიანისტად. 1830-იან და 1840-იან წლებში ლისტი ევროპაში კონცერტების ჩასატარებლად მოგზაურობდა და ხშირად ქველმოქმედებისთვის უკრავდა. ცხოვრების ამ პერიოდში, ლისტმა თავისი გამორჩეული შესრულებითა და ფიზიკური მიმზიდველობით რეპუტაცია შეიქმნა. მისმა თაყვანისმცემლებმა გამოავლინეს ისტერიული ქმედებებისა და რეაქციის ფენომენი, ლისტომანია, რაც მისი წინამორბედი ვირტუოზების შემთხვევაში არასდროს მომხდარა. როდესაც ადრეული შემსრულებლები მხოლოდ ზედა კლასს ემსახურებოდნენ, ლისტმა მოიზიდა უმეტესწილად უბრალო ადამიანებისგან შემდგარი აუდიტორია. ლისტი მეგობრობდა და მფარველობდა თავისი დროის მრავალ კომპოზიტორს. ლისტი ახალი გერმანული სკოლის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი იყო. მისმა ვრცელმა და მრავალფეროვანმა ნამუშევრებმა გავლენა იქონია მის თანამედროვეებზე და განჭვრიტა XX საუკუნის იდეები და მიმართულებები. ლისტის მუსიკალურ წვლილს შორისაა: სიმფონიური პოემა, თემატური ტრანსფორმაციის შემუშავება, როგორც მუსიკალური ფორმის ექსპერიმენტების ნაწილი, და რადიკალური ინოვაციები ჰარმონიაში. ლისტი ასევე მიიჩნევა მუსიკალური იმპრესიონიზმის მამად.

დღის სტატია

ვარშავის არსენალის აღება
ვარშავის არსენალის აღება

პოლონეთის აჯანყება (1830-1831) — ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყება მეფის რუსეთის წინააღმდეგ (1830 წ. 29 ნოემბერი - 1831 წ. ოქტომბერი).

აჯანყება დაიწყო პოლონეთის სამეფოში და გავრცელდა ლიტვაში, დასავლეთ ბელარუსსა და მარჯვენა ნაპირის უკრაინის ტერიტორიებზე. მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა შლიახტა იყო. აჯანყება დააჩქარა ცნობამ, იმპერატორ ნიკოლოზ I-ის გადაწყვეტილების შესახებ, გაეგზავნა პოლონეთის ჯარი საფრანგეთში რევოლუციური გამოსვლების ჩასახშობად. აჯანყების მომზადების ინიციატივა ხელში აიღო ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ, რომელიც 1829 წელს ვარშავაში, პოლონელი ოფიცრების წრეში, პოდხორუნჟების სკოლაში შეიქმნა (ე. წ. „პოდხორუნჟების შეთქმულება“).

სიახლეები

გინტაუტას პალუცკასი

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


29 ნოემბერი — ამ დღეს...

სკ ბარსელონას სამკერდე ნიშანი.
სკ ბარსელონას სამკერდე ნიშანი.
  • 1580 : სერ ფრენსის დრეიკი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობიდან ინგლისში დაბრუნდა.
  • 1830 : რუსეთის მმართველობის წინააღმდეგ ნოემბრის აჯანყება დაიწყო პოლონეთში.
  • 1877 : ტომას ედისონმა მისი ფონოგრაფი წარუდგინა საზოგადოებას პირველად.
  • 1890 : იაპონიაში ძალაში შევიდა მეიძის კონსტიტუცია და პირველი დიეტი შეიკრიბა.
  • 1899 : ესპანური საფეხბურთო კლუბიბარსელონა(გერბი სურათზე) დაარსდა.
  • 1945 : იუგოსლავიის ფედერალური სახალხო რესპუბლიკა გამოცხადდა.
  • 1982 : გაეროს გენერალური ასამბლეის „რეზოლუცია 37/37“ საბჭოთა კავშირს ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას აიძულებს.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი