შინაარსზე გადასვლა

ორჰან ფამუქი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ორჰან ფამუქი
თურქ. Ferit Orhan Pamuk
დაბადების თარიღი 7 ივნისი, 1952(1952-06-07)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] (72 წლის)
დაბადების ადგილი სტამბოლი, თურქეთი
საქმიანობა მწერალი[10] , რომანისტი, სცენარისტი, ესეისტი, ჟურნალისტი და სამეცნიერო მუშაკი
ენა თურქული ენა
მოქალაქეობა  თურქეთი
ალმა-მატერი Istanbul University Faculty of Communications, სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი, სტამბოლის რობერტის კოლეჯი და სტამბოლის უნივერსიტეტი
პერიოდი 2011
ჟანრი ავტობიოგრაფია და ესე
Magnum opus თეთრი ციხე-სიმაგრე, შავი წიგნი, ახალი ცხოვრება, მე მქვია წითელი, თოვლი, სტამბოლი: მოგონებები და ქალაქი, უმანკოების მუზეუმი, ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები და Nights of Plague
ჯილდოები ნობელის პრემია ლიტერატურაში[11] [12] , საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი[13] , გერმანიის წიგნის ვაჭრობის მშვიდობის პრემია[14] , პრემია საუკეთესო უცხოური წიგნისათვის, Independent Foreign Fiction Prize, International Antalya Golden Orange Film Festival Award for Best Original Screenplay, გრინცანე კავურის პრემია, International Dublin Literary Award, მედიჩის პრემია უცხოური ლიტერატურისათვის, Premiul Ovidius, ნორმან მაილერის პრემია, ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, Ricarda-Huch-Preis, honorary doctor of Sofia University, honorary doctorate from the American University of Beirut, honorary doctorate of the University of Tirana, იელის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[15] [16] , honorary doctor of Saint Petersburg State University, Erdal Öz Literature Award, Deutsch-Türkischer Freundschaftspreis და Q126416268?[17]
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა
საიტი orhanpamuk.net

ფერით ორჰან ფამუქი (თურქ. Ferit Orhan Pamuk, დ. 7 ივნისი, 1952, სტამბოლი) — თურქული პოსტმოდერნისტული ლიტერატურის წამყვანი მწერალი-რომანისტი. საკუთარ სამშობლოში უზომოდ პოპულარული მწერლის მკითხველთა რიცხვი დღითიდღე იზრდება მთელ მსოფლიოში. მისი, როგორც ევრაზიის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი თანამედროვე რომანისტის ნამუშევრები თარგმნილია ორმოცზე მეტ ენაზე. მიღებული აქვს წამყვანი თურქული და საერთაშორისო ლიტერატურული ჯილდოები. 2006 წლის 12 ოქტომბერს ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა ლიტერატურის დარგში — თურქეთის პირველი მოქალაქე, რომელიც ნობელის პრემიას იღებს.

ფამუქი შეძლებულ ოჯახში დაიბადა, მამამისი ინჟინერი იყო. სტამბოლის ამერიკული სასწავლებლის რობერტ კოლეჯის დამთავრების შემდეგ, ოჯახის ზემოქმედებით ის სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე აბარებს, თუმცა სამ წელიწადში ის უნივერსიტეტს თავს ანებებს და წერას იწყებს. 1977-ში ფამუქი სტამბოლის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტს ამთავრებს. 22-დან 30 წლამდე, დედასთან ერთად ცხოვრობს და წერს თავის პირველ რომანს.

1982 წლის 1 მარტს ფამუქმა ეილინ ტურეგენზე იქორწინა, 1991-ში შეეძინათ ქალიშვილი რუია[18]. 1985-1988 წლებში ასწავლიდა ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც მისი მეუღლე სწავლობდა. ამავე პერიოდში, ფამუქი იყო მიწვეული წევრი აიოვას უნივერსიტეტში. ამის შემდეგ, ის ისევ სტამბოლში ბრუნდება, სადაც დღემდე ცხოვრობს. 2001-ში წყვილი განქორწინდა.

2006 წლიდან ორჰანი კვლავ კოლუმბიის უნივერსიტეტში მუშაობს მიწვეული პროფესორის თანამდებობაზე. ამჟამად, თანამშორმლობს უნივერსიტეტის კომიტეტთან გლობალურ საკითხებში და ატარებს შეხვედრებს ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ენებისა და კულტურის განყოფილებაზე, ასევე კოლუმბიის უნივერსიტეტის ხელოვნებათა სკოლაში.

ფამუქი სრული დატვირთვით წერას 1974 წლიდან იწყებს. მისმა პირველმა რომანმა „წყვდიადი და სინათლე“ (თურქ. Karanlık ve Işık) 1979 წელს მილიეთ პრესის ნოველის კონკურსში გამარჯვება გაიყო მეორე ფინალისტ მწერალ მეჰმეთ ეროღლისთან. ამავე ნოველამ, რომელიც გამოიცა სათაურით „ბატონი ჯევდეთი და მისი ვაჟები“ (Cevdet Bey ve Oğulları) 1982 წელს ორჰან ქემალის ლიტერატურული ჯილდო დაიმსახურა. რომანში მოცემულია ერთი შეძლებული ოჯახის სამი თაობის ცხოვრება სტამბოლის ნიშანთასის უბანში, სადაც ფამუქი გაიზარდა.

ფამუქს ადრინდელი ნამუშევრებისთვის კრიტიკოსთა რამდენიმე ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის 1984 წლის მადარალის ლიტერატურული ჯილდო მისი მეორე ნოველისთვის „ჩუმი სახლი“ (Sessiz Ev) და 1991 წლის Prix de la Découverte Européenne მისი ნოველის ფრანგული თარგმანისთვის. მისმა ისტორიულმა ნოველამ „თეთრი კოშკი“ (Beyaz Kale) 1990 წელს მიიღო აშშ-ის დამოუკიდებელი ჯილდო საუკეთესო საზღვარგარეთული რომანისთვის, რამაც საზღვარგარეთ მისი რეპუტაცია კიდევ უფრო გაზარდა. იმ დღეს ნიუ-იორკ ტაიმზის წიგნების განხილვამ ის ასე მოიხსენია: „აღმოსავლეთით ახალი ვარსკვლავი ამოსულა — ორჰან ფამუქი“.

ამის შემდეგ, ადრინდელი ნატურალისტური ნამუშევრებისგან განსხვავებით, ფამუქი პოსტმოდერნიზმით იწყებს ცდებს. საერთო აღიარება შედარებით გვიან მოდის, თუმცა მისი 1990 წლის რომანი „შავი წიგნი“ (Kara Kitap) თურქული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და გიყიდვადი წიგნი გახდა, სიუჟეტის კომპლექსურობისა და მდიდარი ლექსიკის წყალობით. 1992 წელს ის წერს ტექსტს კინოფილმისთვის „ფარული სახე“ (Gizli Yüz) „შავი წიგნის“ ნაწარმოების მიხედვით, რომელიც დაიდგა თურქი რეჟისორი ომერ კავურის მიერ.

1995 წელს გამოცემულმა ფამუქის მეოთხე რომანმა „ახალი ცხოვრება“ (Yeni Hayat) თურქეთში სენსაცია მოახდინა და თურქეთის ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაყიდვადი წიგნი გახდა. ამ დროისთვის ფამუქი უკვე ცნობილი პიროვნება იყო, ქურთთა პოლიტიკური უფლებების დაცვის წყალობით. ამავე წელს ფამუქი სხვა ავტორთა ჯგუფთან ერთად მიცემულ იქნა სამართალში თურქეთის მთავრობის მიერ ქურთი მოსახლეობის დისკრიმინაციისთვის კრიტიკის გამო.

ფამუქი წერისას

ფამუქის საერთაშორისო რეპუტაცია იზრდება 2000 წელს მისი შემდგომი რომანის „მე მქვია წითელი“ (Benim Adım Kırmızı) გამოცემის შემდეგ. რომანში ერთმანეთში გადახლართულია მისტერია, სიყვარული და ფილოსოფიური გამოცანები მე-16 საუკუნის სტამბოლის გარემოში. მასში აღწერილია 1591 წლის ცხრა თოვლიანი დღე სულთან მურათ III-ის მმართველობის დროს, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის არსებული მწვავე დაპირისპირების ფონზე. რომანი „მე მქვია წითელი“ თარგმნილ იქნა 24 ენაზე და 2003 წელს დაიმსახურა საერთაშორისო ლიტერატურის ყველაზე პრესტიჟული პრიზი — დუბლინის „იმპაკ“ ჯილდო (IMPAC Dublin Award).

ფამუქის ბოლო ნამუშევარია „თოვლი“ (Kar, 2002), რომელშიც თანამედროვე თურქეთში ისლამიზმისა და ვესტერნიზმის კონფლიქტია წარმოსახული. ნიუ-იორკ ტაიმზმა ეს რომანი 2004 წლის ათ საუკეთესო წიგნთა შორის დაასახელა.

ფამუქის წიგნებისთვის დამახასიათებელია ეროვნული თვითგამორკვევის კრიზისი გამოწვეული ევროპულ და ისლამურ ღირებულებათა შორის კონფლიქტის გამო. თემა თანამედროვე მკითხველისთვის შეიძლება ერთგვარად გამაღიზიანებელიც კი იყოს, მაგრამ ფამუქისეული მოვლენების კომპლექსურ განვითარებას, დამაინტრიგებელ სიუჟეტებსა და ხასიათთა სიღრმეს აღტაცებაში მოვყავართ ხოლმე.

  • Cevdet Bey ve Oğulları (ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟები), რომანი, სტამბოლი: Karacan Yayınları, 1982
  • Sessiz Ev (მდუმარე სახლი) , რომანი, სტამბოლი: Can Yayınları, 1983
  • Beyaz Kale (თეთრი კოშკი), რომანი, სტამბოლი: Can Yayınları, 1985
  • Kara Kitap (შავი წიგნი), რომანი, სტამბოლი: Can Yayınları, 1990
  • Gizli Yüz (საიდუმლო სახე), კინოსცენარი, სტამბოლი: Can Yayınları, 1992 [1]
  • Yeni Hayat (ახალი ცხოვრება), რომანი, სტამბოლი: İletişim Yayınları, 1995
  • მე მქვია წითელი (Benim Adım Kırmızı), რომანი, სტამბოლი: İletişim Yayınları, 1998
  • Öteki Renkler (სხვა ფერები), ესსეები, სტამბოლი: İletişim Yayınları, 1999
  • თოვლი (Kar), რომანი, სტამბოლი: İletişim Yayınları, 2002
  • İstanbul: Hatıralar ve Şehir (სტამბოლი: მოგონებები და ქალაქი), მემუარები, სტამბოლი: Yapı Kredi Yayınları, 2003
  • Masumiyet Müzesi (უმანკოების მუზეუმი), რომანი, სტამბოლი: İletişim Yayınları, 2008
  • რომანი - Yabanci kadin ( უცხო ქალი )

საინტერესო ცნობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
  2. SNAC — 2010.
  3. Encyclopædia Britannica
  4. Discogs — 2000.
  5. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. The Fine Art Archive — 2003.
  7. AlKindi
  8. Babelio — 2007.
  9. Munzinger Personen
  10. The Fine Art Archive — 2003.
  11. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/2006/
  12. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  13. Le Nobel de littérature turc Orhan Pamuk décoré de la Légion d'honneur // Le Nouvel ObsRF: 2012. — ISSN 0029-4713
  14. https://www.friedenspreis-des-deutschen-buchhandels.de/alle-preistraeger-seit-1950/2000-2009/orhan-pamuk
  15. Orhan Pamuk'a Yale Üniversitesi'nden onursal doktor unvanı // Zaman — 2010.
  16. Citations for Recipients of Honorary Degrees at Yale University 2010 // Yale Daily Bulletinიელის უნივერსიტეტი, 2010.
  17. tweet — 2006.
  18. სახელი რუია (თურქ. Rüya) ნიშნავს ოცნებას
  19. BBC NEWS
ბიოგრაფიების პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ბიოგრაფიებზე.