ასტროიდი
იერსახე
ასტროიდი (ასტრო... და ბერძ. eidos [სახე]) — ბრტყელი წირი, რომელსაც აღწერს წრეწირის ნებისმიერი P წერტილი მასზე ოთხჯერ დიდი რადიუსის უძრავ წრეწირზე შიგნით უსრიალოდ გორვის დროს. ასტროიდი ეკუთვნის ჰიპოციკლოიდებსა და ეპიციკლოიდებს. თუ კოორდინატთა ღერძები ასტროიდის წვეროებზე გადის, მაშინ მის განტოლებას შემდეგი სახე ექნება: , სადაც a უძრავი წრეწირის რადიუსია. ასტროიდის მიერ შემოსაზღვრული ფართობი უდრის უძრავი წრის ფართობის 3/8-ს, ხოლო მისი სიგრძე — ამ წრეწირის ექვსმაგ რადიუს. ასტროიდის ნებისმიერ წერტილზე გავლებული მხების მიერ კოორდინატთა ღერძებთან გადაკვეთით მიღებული მონაკვეთის სიგრძე მუდმივია და უდრის a-ს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 647.