შინაარსზე გადასვლა

წრეწირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიბრტყის მიერ კონუსის კვეთით მიღებული გეომეტრიული ფიგურები: წრეწირი, ელიფსი, პარაბოლა, ჰიპერბოლა
წრეწირი

წრეწირი — ჩაკეტილი ბრტყელი წირი, რომლის ყველა წერტილი ერთი და იმავე მანძილითაა დაშორებული მოცემული წერტილიდან (წრის ცენტრი), ამასთან ეს წერტილი მდებარეობს იმავე სიბრტყეში, რომელშიც მდებარეობს წირი. R მონაკვეთს, რომელიც აერთიანებს წრეწირის ცენტრს მის ნებისმიერ წერტილთან, ეწოდება წრეწირის რადიუსი. წრეწირის სიგრძის ფარდობა მის დიამეტრთან მუდმივი სიდიდე და აღინიშნება ასოთი, , მისი სიგრძე განისაზღვრება ფორმულით

.

წრეწირის ნებისმიერი ორი წერტილის შემაერთებელ მონაკვეთს წრეწირის ქორდა ეწოდება. ყველაზე დიდი ქორდა დიამეტრია, თუმცა მისგან განსხვავებით დიამეტრი აუცილებლად გადის წრეწირის ცენტრზე. ორი რადიუსის მიერ ჩამოჭრილ ნაწილს - სექტორი ეწოდება, ხოლო ქორდის მიერ ჩამოჭრილს კი სეგმენტი. ჩვენ შეგვიძლია წრეწირში ჩავხაზოთ სხვადასხვა ფიგურები, თუმცა იმისათვის რომ იგი ჩახაზულად ჩაითვალოს, აუცილებელია მისი ყველა წვერო ეხებოდეს წრეწირს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]