შინაარსზე გადასვლა

F-15 Eagle

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
F-15 Eagle
აშშ-ის ს.ს.ძ.-ის F-15C ვაშინგტონის თავზე
ფუნქცია საჰაერო უპირატესობის გამანადგურებელი
წარმოება McDonnell Douglas
Boeing IDS
პირველი გაფრენა 27 ივლისი, 1972
წარდგენა 9 იანვარი, 1976
სტატუსი აქტიური
მომხმარებლები აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები
რაოდენობა F-15A/B/C/D/J/DJ: 1,198[1]
ღირებულება F-15A/B: 27.9 მილიონი აშშ-ის დოლარი (1998)
F-15C/D: 29.9 მილიონი აშშ-ის დოლარი (1998)
ვარიანტები F-15E Strike Eagle
F-15 STOL/MTD
F-15SE Silent Eagle

McDonnell Douglas (ახლა უკვე Boeing) F-15 Eagle — ორ ძრავიანი, ყველანაირ ამინდზე გათვლილი ტაქტიკური გამანადგურებელი, დაპროექტებული საჰაერო უპირატესობის მოსაპოვებლად. იგი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ თანამედროვე გამანადგურებლად, ჩატარებული 100-ზე მეტი საჰაერო ორთაბრძოლიდან არცერთი არ წაუგია.[2][3] წინადადებათა მიმოხილვის შემდეგ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა შეარჩია McDonnell Douglas-ის დიზაინი 1967 წელს, რათა თანხვედრაში მოსულიყო მათ მოთხოვნებთან საჰაერო უპირატესობის გამანადგურებელთან დაკავშირებით. Eagle-მა პირველი გაფრენა 1972 წლის ივლისში განახორციელა, ხოლო შეიარაღებაში 1976 წელს მიიღეს. F-15-ის შეიარაღებაში დატოვებას აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები 2025 წლამდე აპირებს.[4]

1970-იანების შემდეგ Eagle-ის ექსპორტირება მოხდა ისრაელში, იაპონიასა და საუდის არაბეთში. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად F-15 გათვალისწინებული იყო საჰაერო უპირატესობის გამანადგურებლად, მან დაამტკიცა თავისი კონსტრუქციის მოქნილობა ნებისმიერ ამინდში ბრძოლის საწარმოებლად. მოგვიანებით განვითარდა მისი გაუმჯობესებული ვარიანტი F-15E Strike Eagle და შეიარაღებაში მიიღეს იგი 1989 წელს.

  1. Davies and Dildy 2007, გვ. 249.
  2. Davies and Dildy 2007, გარეკანის შიდა მხარე.
  3. Spick 2000, გვ. 127.
  4. ჯონ ა. ტირპაკი. Making the Best of the Fighter Force. Air Force magazine, მარტი 2007.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=F-15_Eagle&oldid=4680930“-დან