Are You Experienced
Are You Experienced | ||||
---|---|---|---|---|
ბრიტანული გამოცემის გარეკანი | ||||
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 12 მაისი, 1967 | |||
ჩაიწერა | 23 ოქტომბერი, 1966 – 4 აპრილი, 1967 | |||
სტუდია | De Lane Lea, CBS და Olympic Studios, ლონდონი | |||
ჟანრი | როკი, ფსიქოდელიური როკი, მძიმე როკი, ბლუზი, რიტმ-ენდ-ბლუზი, ეისიდ-როკი | |||
ხანგრძლივობა | 40:12 | |||
ლეიბლი | Track | |||
პროდიუსერი | ჩეს ჩენდლერი | |||
The Jimi Hendrix Experience — ქრონოლოგია | ||||
| ||||
ალტერნატიული გარეკანი | ||||
ჩრდილოეთ ამერიკული გამოცემა |
Retrospective reviews | |
---|---|
მიმოხილვების ქულები | |
წყარო | რეიტინგი |
AllMusic | [1] |
Blender | [2] |
Down Beat | [3] |
Encyclopedia of Popular Music | [4] |
PopMatters | 10/10[5] |
Q | [6] |
The Rolling Stone Album Guide | [7] |
Are You Experienced — ინგლისურ-ამერიკული როკ-ჯგუფ The Jimi Hendrix Experience-ის სადებიუტო სტუდიური ალბომი. გამოვიდა 1967 წელს და უმალვე კომერციული და კრიტიკული წარმატება ჰქონდა. იგი ითვლება როკ-მუსიკის ერთ-ერთ საუკეთესო სადებიუტო ალბომად. აღსანიშნავია ჯგუფის წამყვანი გიტარისტის, ჯიმი ჰენდრიქსის სიმღერების შექმნისადმი და ელექტრონული გიტარის ჟღერადობისადმი ნოვატორული მიდგომა, რომელმაც ჩამოაყალიბა ახალი მიმდინარეობდა ფსიქოდელიურ მუსიკაში და მძიმე როკში.
1966 წლის შუა პერიოდისთვის ჰენდრიქსისთვის რიტმ-ენდ-ბლუზის სფეროში მხარდამჭერი გიტარისტის სახით გამოსვლა შემოსავლის წყარო არ ყოფილა. მას შემდეგ, რაც უამბეს ჩეს ჩენდლერზე, რომელმაც The Animals დატოვა და დაინტერესებული იყო შემსრულებლების მენეჯმენტით და პროდიუსერობით, ჰენდრიქსმა მასთან და The Animals-ის ყოფილ მენეჯერ მაიკლ ჯეფერისთან კონტრაქტი გააფორმა. ოქტომბრის ბოლოს, მას შემდეგ, რაც Decca Records-ისგან უარი მიიღო, The Experience-მა კონტრაქტი Track-თან გააფორმა, ახალ ლეიბლთან, რომელსაც მართავდნენ The Who-ს მენეჯერები კიტ ლამბერტი და კრის სტემპი.
Are You Experienced და სინგლები, რომლებიც მანამდე გამოიცა, ჩაიწერა ხუთთვიან პერიოდში, 1966 წლის ოქტომბრიდან 1967 წლის აპრილამდე. ალბომი დაასრულეს 16 სესიის განმავლობაში, ლონდონის სტუდიებში De Lane Lea Studios, CBS და Olympic. იგი გაერთიანებულ სამეფოში გამოვიდა 1967 წლის 12 მაისს და ჩარტში 33 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა, მეორე პოზიციაზე მოხვედრით. აშშ-ში დისკი 23 აგვისტოს, Reprise Records-ზე გამოვიდა და Billboard 200-ის მეხუთე პოზიციამდე ავიდა. ჩარტში იგი 106 კვირის განმავლობაში დარჩა, აქედან 27 კვირა საუკეთესო 40-ეულში გაატარა. აშშ ვერსიაში მოხვდა ჰენდრიქსის კარგად ცნობილი სიმღერები, მათ შორის - The Experience-ის პირველი სამი სინგლი, ბრიტანული გამოცემიდან ამოღებული, მაგრამ ბრიტანეთში პოპულარული „Purple Haze“, „Hey Joe“ და „The Wind Cries Mary“.
2005 წელს Rolling Stone-ის „ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის“ სიაში ალბომმა #15 პოზიცია დაიკავა. ამავე გამოცემის „ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერის“ სიაში ჯგუფის სიმღერებმა შემდეგი ადგილები გაინაწილეს - „Purple Haze“ (17), „Foxy Lady“ (153), „Hey Joe“ (201) და „The Wind Cries Mary“ (379). იმავე წელს Are You Experienced მოხვდა კონგრესის ბიბლიოთეკის მიერ არჩეული 50 საუკეთესო ალბომის სიაში, კულტურული მნიშვნელობის საფუძველზე და შეტანილი იქნა ეროვნული ჩანაწერების რეესტრში. რუბენ ჯექსონი, მწერალი და არქივარიუსი (ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტი) წერდა: „იგი კვლავ აღსანიშნავი ალბომია, მასში აღრეული როკით, რიტმ-ენდ-ბლუზით, ბლუზით ...მუსიკალური ტრადიციით. მან შეცვალა მუსიკის სინტაქსი ...ჩემი აზრით, ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც ჯეიმზ ჯოისის „ულისეს“.“[8]
სიმღერების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Are You Experienced-ის 1967 წელს გამოცემის შემდეგ, გამოვიდა ალბომის ექვსი ვერსია, სიმღერების სხვადასხვა სიებით.[9] 1997 წლისთვის აშშ და ბრიტანულ ვერსიებში შედიოდა 17 სიმღერა, მათ შორის, ისეთები, რომლებიც არ გამოსულა ალბომის ორიგინალური ბრიტანულ/საერთაშორისო გამოცემებზე ან ჩრდილოეთ ამერიკაში გამოცემულ ვერსიებში. ამ გამოცემებში აგრეთვე შეტანილია The Experience-ის პირველი სამი სინგლი - „Stone Free", „51st Anniversary“ და „Highway Chile".[9]
ორიგინალური ბრიტანული და საერთაშორისო გამოცემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყველა სიმღერის ავტორი — ჯიმი ჰენდრიქსი.
მხარე 1 | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Foxy Lady“ | 3:22 |
2. | „Manic Depression“ | 3:46 |
3. | „Red House“ | 3:44 |
4. | „Can You See Me“ | 2:35 |
5. | „Love or Confusion“ | 3:17 |
6. | „I Don't Live Today“ | 3:58 |
მხარე 2 | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
7. | „May This Be Love“ | 3:14 |
8. | „Fire“ | 2:47 |
9. | „Third Stone from the Sun“ | 6:50 |
10. | „Remember“ | 2:53 |
11. | „Are You Experienced?“ | 4:17 |
ორიგინალური ჩრდილოეთ ამერიკული გამოცემა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყველა სიმღერის ავტორი — ჯიმი ჰენდრიქსი, გარდა მითითებულისა.
მხარე 1 | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
1. | „Purple Haze“ | 2:46 |
2. | „Manic Depression“ | 3:46 |
3. | „Hey Joe“ (ბილი რობერტსი) | 3:23 |
4. | „Love or Confusion“ | 3:15 |
5. | „May This Be Love“ | 3:14 |
6. | „I Don't Live Today“ | 3:55 |
მხარე 2 | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
7. | „The Wind Cries Mary“ | 3:21 |
8. | „Fire“ | 2:34 |
9. | „Third Stone from the Sun“ | 6:40 |
10. | „Foxy Lady“ | 3:15 |
11. | „Are You Experienced?“ | 3:55 |
პერსონალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯიმი ჰენდრიქსი — ვოკალი, გიტარები
- ნოელ რედინგი — ბასი; ბეკ-ვოკალი „Foxy Lady“, „Fire“ და „Purple Haze“
- მიჩ მიჩელი — დასარტყმელი საკრავები; ბეკ-ვოკალი „I Don't Live Today“ და „Stone Free“
დამატებითი პერსონალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Breakaways — ბეკ-ვოკალები „Hey Joe“
- ჩეს ჩენდლერი — პროდიუსერი
- დეივ სიდლი — ხმის ინჟინერი „Manic Depression“, „Can You See Me“, „Love or Confusion“, „I Don't Live Today“, „Fire“, „Remember“, „Hey Joe“, „Stone Free“, „Purple Haze“, „51st Anniversary“ და „The Wind Cries Mary“
- ედი კრამერი — ხმის ინჟინერი „The Wind Cries Mary“, „Are You Experienced?“ და „Red House"; დამატებითი ხმის ინჟინერი სიმღერებში „Love or Confusion“, „Fire“, „Third Stone from the Sun“ და „Highway Chile“
- მაიკ როსი — ხმის ინჟინერი „Foxy Lady“, „Red House“ და „Third Stone from the Sun“
სერტიფიცირებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეგიონი | სერტიფიცირება | გაყიდვები |
---|---|---|
იტალია (FIMI)[10] sales since 2009 |
ოქრო | 50 000* |
გაერთიანებული სამეფო (BPI)[11] sales since 1997 |
ოქრო | 100 000^ |
აშშ (RIAA)[12] | 5× პლატინა | 5 000 000^ |
^გაყიდვების მონაცემები მხოლოდ სერტიფიცირებაზე დაყრდნობით (გაყიდული პარტიები) |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ უნტერბერგერი, რიჩი. Are You Experienced? – Jimi Hendrix. AllMusic. ციტირების თარიღი: მარტი 21, 2014.
- ↑ კრისტგოუ, რობერტ (დეკემბერი 2005). „Back Catalogue: Jimi Hendrix“. Blender. ნიუ-იორკი. ციტირების თარიღი: მარტი 27, 2013.
- ↑ „Review: Are You Experienced“. Down Beat. ჩიკაგო: 61. აგვისტო 1997. ციტირების თარიღი: მარტი 27, 2013.
- ↑ ლარკინი, კოლინ (2006). Encyclopedia of Popular Music. Oxford University Press, გვ. 249. ISBN 0-19-531373-9.
- ↑ Murphy, Sean. (მარტი 11, 2010) God Is Not Dead: The Jimi Hendrix Re-Issues. PopMatters. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 21, 2013. ციტირების თარიღი: აგვისტო 9, 2015.
- ↑ „Review: Are You Experienced“. Q. ლონდონი: 136. დეკემბერი 1993. ციტირების თარიღი: მარტი 27, 2013.
- ↑ Evans, Paul; Brackett, Nathan (ნოემბერი 2, 2004) „Jimi Hendrix“, The New Rolling Stone Album Guide, 4th, Simon & Schuster, გვ. 374–75. ISBN 0-7432-0169-8. ციტირების თარიღი: მარტი 21, 2014.
- ↑ The Psychedelic Debut of Jimi Hendrix. NPR (ნოემბერი 18, 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-14. ციტირების თარიღი: მარტი 27, 2013.
- ↑ 9.0 9.1 Doggett 2004, pp. 6–11.
- ↑ Italian album certifications – Jimi Hendrix – Are You Experienced იტალიურად (PDF). იტალიის მუსიკალური ინდუსტრიის ფედერაცია.
- ↑ British album certifications – Jimi Hendrix – Are You Experienced. ბრიტანეთის ფონოგრამების მწარმოებლების ასოციაცია. შეიყვანეთ Are You Experienced ველში Search. აირჩიეთ Title ველში Search by. შეიყვანეთ album ველში By Format. დააწკაპუნეთ ღილაკზე Go
- ↑ American album certifications – Jimi Hendrix – Are You Experienced. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Album, და ბოლოს - SEARCH
|