შინაარსზე გადასვლა

ბლუზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბესი სმითი, ერთ-ერთი ადრეული ბლუზის მომღერალი

ბლუზიმუსიკის ფორმა და მუსიკალური ჟანრი, წარმოშობილი აფრო-ამერიკულ გაერთიანებებში, კერძოდ - აშშ-ს სამხრეთით, XIX საუკუნის ბოლოს. წარმოიშვა სპირიჩუელებიც, სამუშაო სიმღერების, გალობებისა და სხვა მუსიკალური ფორმებისგან.[1] მოგვიანებით ასევე შერეული იქნა სხვა ჟანრებთან, რომელთა შორის აღსანიშნავია ჯაზი, რითმ ენდ ბლუზი და როკ-ენ-როლი.

ბლუზის სამშობლო ამერიკის შეერთებული შტატებია და მისი პირველი შემსრულებლები აფროამერიკელები იყვნენ. ამიტომ მას ხანდახან შავკანიანების ფოლკ მუსიკასაც უწოდებენ.

სავარაუდოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში ეს მუსიკალური სტილი წარმოიშვა ინგლისური და შოტლანდიური ბალადების, შავკანიანთა შრომის სიმღერების შერწყმით.

ბლუზის ძირითადი მონახაზი როგორც წესი, 12 ტაქტიანია. ტიპური ინსტრუმენტები, რომლებიც გამოიყენება ბლუზის შესრულებისას: გიტარა, ფორტეპიანო, ჰარმონიკა, ბასი, ჩასაბერებიდან - საყვირი, საქსოფონი, ტრომბონი და დასარტყმელი საკრავები.

მელოდიურად ბლუზის განმასხვავებელი ნიშანია დადაბლებული მესამე, მეხუთე და მეშვიდე საფეხურების გამოყენება, ამას უწოდებენ „blue ნოტებს“.

რაც შეეხება ტექსტს, თავდაპირველად მარტო ერთხაზიანი იყო, რომელიც მეორდებოდა სამჯერ, რათა წრე შეკრულიყო (AAA ფორმა ეწოდება). შემდეგ უფრო სტანდარტული გახდა ორი ხაზის გამეორება და მესამე-განსხვავებული, დასკვნის სახით (AAB). ძირითადად ბლუზი ისე იმღერებოდა, რომ ნახევრად რითმული ლაპარაკი ჟღერდა, ნახევრად კი - მელოდია. თავდაპირველად ბლუზის ძირითადი თემა იყო დარდის, უკმაყოფილების გამოხატვა არსებული რეალობის მიმართ.

ბლუზის პირველ შემრსულებლებს შორის არიან რობერტ ჯონსონი, ბრმა უილი ჯონსონი, ჰენრი ტომასი და სხვები.

  • Barlow, William (1993). „Cashing In“. Split File: African Americans in the Mass Media: 31.
  • Bransford, Steve. "Blues in the Lower Chattahoochee Valley" Southern Spaces 2004
  • Clarke, Donald (1995). The Rise and Fall of Popular Music. St. Martin's Press. ISBN 978-0-312-11573-9. 
  • (1993) რედ. Lawrence Cohn: Nothing But the Blues: The Music and the Musicians. Abbeville Publishing Group (Abbeville Press, Inc.). ISBN 978-1-55859-271-1. 
  • Dicaire, David (1999). Blues Singers: Biographies of 50 Legendary Artists of the Early 20th Century. McFarland. ISBN 978-0-7864-0606-7. 

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. The Evolution of Differing Blues Styles. How To Play Blues Guitar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-18. ციტირების თარიღი: 2008-08-11.