შინაარსზე გადასვლა

Simon & Garfunkel

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Simon & Garfunkel

დუეტი 1982 წელს
ბიოგრაფია
აგრეთვე ცნობილი როგორც Tom & Jerry (1956–1958)
წარმოშობა ფორესტ-ჰილზი, კუინზი, ნიუ იორკი, აშშ
ჟანრ(ებ)ი ფოლკ როკი[1]
აქტიური
  • 1956–1958
  • 1963–1970
  • 1972
  • 1975–1977
  • 1981–1984
  • 1990
  • 1993
  • 2003–2005
  • 2007–2010
ლეიბლ(ებ)ი Columbia
ყოფილი წევრები
საიტი simonandgarfunkel.com
Simon & Garfunkel ვიკისაწყობში

Simon & Garfunkelამერიკული დუეტი, რომელშიც შედიოდნენ პოლ საიმონი და არტ გარფანკლი. 1956—1958 წლებში მათი სახელი იყო Tom & Jerry და დუეტმა ჩაწერა რამდენიმე წარუმატებელი კომპოზიცია. 1965 წელს, ახალი სახელით, მათ წარმატება მოიპოვეს სიმღერით „The Sounds of Silence“.

დუეტი ცნობილია ორიგინალური ვოკალური ორხმიანი ჰარმონიებით და გიტარაზე დაფუძნებელი ბალადებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ორ მუსიკოსს შორის ხშირად ჰქონდა ადგილი დავას და კამათს, რაც მათ ალბომებზეც აისახა. მათი უკანასკნელი ალბომის Bridge Over Troubled Water ჩაწერა ამის გამო რამდენიმეჯერ შეფერხდა.

წლების განმავლობაში დუეტი დაშლილი იყო, მაგრამ სამჯერ გაერთიანდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1981 წლის ცნობილი კონცერტი ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში, რომელსაც 500.000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო[2][3] .

სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Richie Unterberger. Simon & Garfunkel – All Music Guide. AllMusic. ციტირების თარიღი: 22 სექტემბერი, 2014.
  2. Rebecca Raber. (19 სექტემბერი, 2011) Hive Five: Big Concerts With Big Draws. MTV. ციტირების თარიღი: 3 აპრილი, 2015
  3. Dwyer, Jim. (23 ივლისი, 2008) Great Lawn: A Bubble of History Bursts. New York Times.