ხალებიანი ირემი
იერსახე
ხალებიანი ირემი ლათ. Cervus nippon | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მამრი | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Cervus nippon | ||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 3.1 | ||||||||||||
|
ხალებიანი ირემი (ლათ. Cervus nippon) — ირმისებრთა ოჯახის ჩლიქოსანი ძუძუმწოვარი. მოზრდილი მამლის სხეულის სიგრძეა 173-180 სმ, მასა 117-131 კგ. დედალი შედარებით მომცროა. ხალებიანი ირემი ზამთრობით მურა ნაცრისფერია, ზაფხულობით - ღია წითური, მუცელი და კუდის ძირის არე თეთრი აქვს, ტანზე რიგებად განლაგებული მრავალრიცხოვანი ხალები აყრია. გავრცელებულია ჩინეთში, კორეაში, იაპონიაში. ხალებიანი ირმები მცირე ჯგუფებად ცხოვრობენ ტყეში, კარგად ცურავენ. იკვებებიან ბალახეულით, ფოთლებით. მაკეობის ხანგრძლივობა 7,5 თვეა. ცოცხლობენ 11-14 წელი. აკლიმატიზებულია ევროპაში, კავკასიაში და სხვ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რ. ავალიანი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 417-418.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხალებიანი ირემი ახალ ზელანდიაში დაარქივებული 2015-05-10 საიტზე Wayback Machine.
- ხალებიანი ირემი დაარქივებული 2009-02-14 საიტზე Wayback Machine.
- www.fishinghuntinginfo.com ხალებიანი ირემი ახალ ზელანდიაში.