შინაარსზე გადასვლა

შვეიცარია

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შვეიცარიის კონფედერაცია
ლათ. Confoederatio Helvetica
გერმ. Schweizerische Eidgenossenschaft
ფრანგ. Confédération suisse
იტალ. Confederazione Svizzera
შვეიცარია
შვეიცარიის
დროშა გერბი
დევიზი: (ტრადიციული)
„Unus pro omnibus, omnes pro uno“ (ლათინურად)
„ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის“
ჰიმნი: Swiss Psalm
შვეიცარიის მდებარეობა
დედაქალაქი
46°57′ ჩ. გ. 7°27′ ა. გ. / 46.950° ჩ. გ. 7.450° ა. გ. / 46.950; 7.450
ოფიციალური ენა
აღიარებული ეროვნული ენები რეტორომანული ენა
ეთნიკური ჯგუფები (2019)
რელიგია
ეთნოქორონიმი ქართ. შვეიცარიელი
ინგლ. Swiss,
გერმ. Schweizer(in),
ფრანგ. Suisse(sse),
იტალ. svizzero/svizzera or იტალ. elvetico/elvetica,
რეტორმ. Svizzer/Svizra
მთავრობა ფედერაციული რესპუბლიკა
 -  ფედერალური საბჭო
 -  ფედერალური კანცლერი ვოლტერ ტურნერი
საკანონმდებლო ორგანო ფედერალური ასამბლეა
 -  ზედა პალატა კანტონთა საბჭო
 -  ქვედა პალატა ეროვნული საბჭო
ისტორია
 -  დაფუძნება დაახლ. 1300(ტრადიციულად 1 აგვისტო 1291) 
 -  ვესტფალიის ზავი 24 ოქტომბერი 1648 
 -  რეფორმირება 7 აგვისტო 1815 
 -  ფედერაციად გარდაქმნა 12 სექტემბერი 1848 
ფართობი
 -  სულ 41 285 კმ2 (132-ე)
 -  წყალი (%) 4.34 (2014)
მოსახლეობა
 -  შეფასება 8 570 146 (99-ე)
 -  2015 აღწერა 8 327 126
 -  სიმჭიდროვე 188 კაცი/კმ2 (65-ე)
მშპ (მუპ) 2020 შეფასება
 -  სულ $584 მილიარდი[1]
 -  ერთ სულ მოსახლეზე $67,557[1] (მე-9)
მშპ (ნომინალი) 2020 შეფასება
 -  სულ $749 მილიარდი[1] (20-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $86,673[1] (მე-2)
ჯინი (2018)29.7[2]
დაბალი · მე-19
აგი (2019) 0.955[3]
ძალიან მაღალი · მე-2
ვალუტა შვეიცარიული ფრანკი (CHF)
სასაათო სარტყელი CET (UTC+1)
 -  ზაფხული (DST) CEST (UTC+2)
თარიღის ფორმატი დდ.თთთ.წწწწ
(დღე, თვე, წელი)
მოძრაობა მარჯვენა
სატელეფონო კოდი +41
მფარველი წმინდანი ფლუს წმინდა ნიკოლოზი (St Nicholas of Flüe)
ISO 3166 კოდი CH
ინტერნეტ-დომენი .ch, .swiss

შვეიცარია (გერმ. die Schweiz, ფრანგ. la Suisse, იტალ. Svizzera, რეტორმ. la Svizra, ოფიციალურად შვეიცარიის კონფედერაცია (ლათ. Confoederatio Helvetica, გერმ. Schweizerische Eidgenossenschaft, ფრანგ. Confédération suisse, იტალ. Confederazione Svizzera, რეტორმ. Confederaziun svizra) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო. მდებარეობს დასავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში.[4] არის ფედერალური რესპუბლიკა 26 კანტონით, რომლის ფედერალური ხელისუფლება დედაქალაქ ბერნშია განთავსებული.[5][6] სამხრეთით ესაზღვრება იტალია, დასავლეთით - საფრანგეთი, ჩრდილოეთით - გერმანია, ხოლო აღმოსავლეთით ავსტრია და ლიხტენშტეინი. გეოგრაფიულად იყოფა შვეიცარიის ზეგანის, ალპებისა და იურის მთების ტერიტორიებად, რომელთა საერთო ფართობი 41,285 კმ2-ია; აქედან ხმელეთი 39,997 კმ2 მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიის უდიდესი ტერიტორია ალპებს უკავია, მოსახლეობა დაახლოებით 8.5 მილიონია, რომლის დიდი ნაწილი პლატოზეა კონცენტრირებული. ზეგანზე ვხვდებით ქვეყნის უდიდეს ქალაქებსა და ეკომონიკურ ცენტრებს, რომელთა შორისაა ციურიხი, ჟენევა და ბაზელი; აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენს მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის ძირითად ადგილსამყოფელს (ფიფა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მეორე უდიდესი ოფისი, საერთაშორისო დასახლებების ბანკი); ზეგანის ტერიტორიაზეა განლაგებული შვეიცარიის მთავარი საერთაშორისო აეროპორტებიც.

შვეიცარიის კავშირი ჩამოყალიბდა შუა საუკუნეების გვიან პერიოდში, ავსტრიისა და ბურგუნდიის წინააღმდეგ წარმატებული სამხედრო სერიის შედეგად. საღვთო რომის იმპერიამ შვეიცარიის დამოუკიდებლობა ფორმალურად 1648 წელს, ვესტფალიის ზავით აღიარა. შვეიცარიის დაფუძნების დოკუმენტად ითვლება 1291 წლის ფედერალური ქარტია; აღნიშნული დღე შვეიცარიის ეროვნულ დღედ არის გამოცხადებული. XVI საუკუნის რეფორმირების შემდეგ, შვეიცარია ინარჩუნებს ნეიტრალიტეტის ძლიერ პოლიტიკას; 1815 წლიდან შვეიცარია საერთაშორისო ომებში არ იბრძვის, ხოლო გაერთიანებული ერების ორგანიზაციას 2002 წლამდე არ უერთდებოდა. მიუხედავად ამისა, ქვეყანა აქტიურად აწარმოებს საგარეო მოლაპარაკებებს და ხშირად არის ჩართული მსოფლიოში მშვიდობის მისაღწევად ორგანიზებულ ღონისძიებებში.[7] არის მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე ცნობილი ჰუმანიტარული ორგანიზაციის, წითელი ჯვრის დაფუძნების ადგილი; აგრეთვე, მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის (მაგალითად, ჟენევაში მდებარე გაეროს მეორე უდიდესი ოფისის) ადგილსამყოფელი. არის თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის დამფუძნებელი წევრი, მაგრამ არაა ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა: ევროპის კავშირი, ევროპის ეკონომიკური ტერიტორია, ევროზონა. თუმცა, იგი ორმხრივი ხელშეკრულებით, არის შენგენის ზონისა და ერთიანი ევროპული ბაზრის წევრი.

ოფიციალური — შვეიცარიის კონფედერაცია. ეროვნული — Schweiz; Schweizerische Eidgenossenschaft (გერმანულად); Suisse; Confederation suisse (ფრანგულად); Confederazione Svizzera (იტალიურად); Confederaziun Svizera (რეტორომანულად). ქვეყნის ინგლისური დასახელება Switzerland მომდინარეობს სიტყვიდან Switzer რომელიც შვეიცარიელების მოძველებული ვარიანტია და გამოიყენებოდა XVI-XIX საუკუნეებში[8], რომელიც თავის მხრივ ძველგერმანულ სიტყვას Schweitz-ს უკავშირდება (მისი მნიშვნელობაა „ჭაობი“) და ერთ-ერთ იმ კანტონს ეწოდება, რომელიც შვეიცარიის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. ტოპონიმი პირველად 972 წელს ზემო ძველგერმანულ ენაში მოიხსენიება როგორც Suittes რაც ნიშნავს ადგილს რომელიც უნდა დაიწვას და შეესაბამება ტყის მასივს რომელიც გადაიწვა მშენებლობებისთვის.[9] სახელი შემდგომში მთელს კანტონზე განივრცო, ხოლო 1499 წელს შვაბიური ომის შემდეგ სახელი მთელს კონფედერაცია ეწოდა.[10][11]

ახალი ლათინური სახელწოდება, Confederatio Helvetica, 1848 წელს შვეიცარიის როგორც ფედერალური სახელმწიფოს ჩამოყალიბების შემდეგ წარმოიქმნა, ეს დასახელება ნაპოლეონური ჰელვეციის რესპუბლიკიდან მოდიოდა. დსახელება გამოსახული ფედერალურ სასახლეზე და ოფიციალურ გერბზე გამოიყენებოდა 1902 წლამდე და 1948 წლის შემდეგ.[12] ჰელვეცია ჰელვეტების გალური ტომისგან მომდინარეობს, რომლების შვეიცარიის ზეგანზე რომაულ პერიოდამდე ცხოვრობდნენ. ჰელვეცია შვეიცარიელებისთვის წარმოადგენს ეროვნული პერსონიფიკაციას, ქვეყნის ამჟამინდელი კოდი CH სწორედ მისი ძველი ოფიციალური სახელწოდებიდანაა ნაწარმოები - Confederatio Helvetica.

შვეიცარიას არ აქვს ოფიციალური დედაქალაქი. ბერნი არის ოფიციალურად Bundesstadt (გერმ. ფედერალური ქალაქი), და არა Bundeshauptstadt (გერმ. ფედერალური დედაქალაქი). ბერნში არის ფედერალური მთავრობა, რაც მას ხდის დე ფაქტო დედაქალაქად.

1648 წელს საღვთო რომის იმპერიას გამოეყო რამდენიმე კანტონი, რომელთაც დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნეს. 1815 წელს შვეიცარიამ გამოაცხადა მუდმივი ნეიტრალიტეტი და არ მონაწილეობდა არც ერთ ომში.

შვეიცარია
შვეიცარიის ფიზიკური რუკა (გერმანულად)

ქვეყანა მდებარეობს ცენტრალურ ევროპაში. ფართობი — 41,285 კმ.2[13] მოსახლეობა დაახლოებით 8 მილიონია, ხოლო საშულო სიმჭიდროვე კვადრატულ კილომეტრზე 195 მცხოვრებია.[13][14] ქვეყნის შედარებით მთიანი სამხრეთ ნახევარი ჩრდილოეთთან შედარებით ნაკლებად არის დასახლებული.[13] უდიდეს კანტონაში, გრაუბიუნდენში, მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე 27 მცხოვრები/კმ.2-მდე ეცემა.[15]

შვეიცარია განთავსებულია ჩრდილოეთის 45° და 48° პარალელებსა და აღმოსავლეთის 5° და 11° მერიდიანებს შორის. იგი შედგება სამი ძირითადი ტოპოგრაფიულ ტერიტორისგან: სამხრეთით მდებარე შვეიცარიის ალპები, შვეიცარიის ზეგანი ანუ ცენტრალური ზეგანი და დასავლეთით მდებარე იურის მთები. ალპები მაღალი მთების ერთგვარი ჯაჭვია და მას ქვეყნის სამხრეთ-ცენტრალური ნაწილი, მთლიანი ფართობის დაახლოებით 60%, უკავია. შვეიცარიელების უმრავლესობა შვეიცარიის ზეგანის ტერიტორიაზე ცხოვრობს. შვეიცარიის ალპების მაღალ ხეობებში ბევრი მყინვარი მდებარეობს, რომელთა საერთო ფართობია 1,063 კმ 2-ია. აღნიშნული მყინვარებიდან იღებს სათავეს ქვეყნის რამდენიმე ძირითადი მდინარე; მათ შორისაა: რაინი, ინი, ტიჩინო, რონა. ჰიდროგრაფიული ქსელი მოიცავს ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში მტკნარი წყლის უმსხვილეს რესურსებს, რომელთა შორისაა ჟენევის ტბა (ფრანგულად le Lac Léman in French), კონსტანსას ტბა (გერმანულად ცნობილი როგორც ბოდენის ტბა) და ლაგო-მაჯორე. შვეიცარიაში სულ 1,500-ზე მეტ ტბას ვხვდებით, რაც ევროპის სუფთა წყლის მარაგის 6%-ია. ტბები და მყინვარები მოიცავს ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 6%-ს. უდიდესი ტბა არის შვეიცარიის დასავლეთით მდებარე ჟენევის ტბა, რომელიც საფრანგეთის საზღვარზე მდებარეობს. ბოდენის ტბა სიდიდით მეორეა ქვეყანაში და ჟენევის ტბის მსგავსად, ქვეყნის ავსტრიისა და გერმანიის საზღვრებთან მდებარეობს.

მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, ლიხტენშტაინი, იტალია. მათგან ყველაზე გრძელი საზღვარი მას აქვს იტალიასთან 741 კმ. ყველაზე მოკლე ლიხტენშტინთან 41 კმ. შვეიცარიის უგრძესი მდინარეა რაინი, რომელიც შვეიცარიის ტერიტორიაზე გაედინება 375 კმ-ზე. უდიდესი მყინვარია ალეჩის მყინვარი, ბერნის ალპები, სიგრძით 24,7 კმ. მნიშვნელოვანი უღელტეხილებია: სენ-გოტარდი - 2108 მ სიმაღლეზე; ლეპონტინის ალპებზე, შვეიცარიის სამხრეთში, სენ-ბერნარი, 2469 მ სიმაღლეზე მდებარეობს შვეიცარიის და იტალიის საზღვარზე.

შვეიცარიის ტერიტორიაზე მდებარე მთებიდან 48 მათგანის სიმაღლე ზღვის დონიდან 4,000 მეტრს აღემატება.[13] 4,634 მეტრი სიმაღლის მონტე-როზა ქვეყნის უმაღლესი მთაა, თუმცა ყველაზე ცნობილად ხშირად მატერჰორნი (4,478 მეტრი) მიიჩნევა. ორივე მათგანი პენინის ალპებში, ვალეს კანტონში, იტალიის საზღვართან მდებარეობს. ღრმა მყინვარული ლაუტერბრუნენის ხეობის ზემოთ, ბერნის ალპების ტერიტორია, რომელიც მოიცავს 72 ჩანჩქერს, ცნობილია მწვერვალებით: იუნგფრაუთი, ეიგარითა და მენხით. ქვეყნის სამხრეთ-აღოსავლეთით მდებარე ენგადინის ხეობა, რომელიც მოიცავს გრაუბიუნდენის კანტონის სან-მორიცის ტერიტორიას, აგრეთვე ცნობილი ადგილია; მეზობლად მდებარე ბერნინის ალპების უმაღლესი მწვერვალი არის 4,049 მეტრი სიმაღლის ბერნინა.[13]

შვეიცარიის შედარებით დასახლებულ ადგილს, რომელსაც ქვეყნის მთლიანი ფართობის 30% უკავია, შვეიცარიის ზეგანი ეწოდება. აქ ვხვდებით უფრო ღია და ბორცვებიან პეიზაჟებს, რომლებიც ნაწილობრივ ტყით, ნაწილობრივ საძოვრებით, ან ბოსტნეულისა და ხილის მინდვრებითაა დაფარული. ამ მხარეში მდებარეობს ქვეყნის უდიდესი ტბები და ქალაქები.[13]

ქვეყანაში ვხვდებით ორ ანკლავს: ბუსინგენი, რომელიც გერმანიას ეკუთვნის, და იტალიის კუთვნილებაში მყოფი კამპიონ დ'იტალია.[16] თავად შვეიცარიას ექსკლავი არ გააჩნია.

სახელმწიფო სისტემა - ფედერაციული საპარლამენტო რესპუბლიკა. სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი (46+200 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

26 კანტონი (canton; cantone; kanton). შვეიცარიის კანტონები ლინგვისტური არეალების მიხედვით:

მოსახლეობის სიმჭიდროვე შვეიცარიაში (2019)
უცხოელთა პროცენტული რაოდენობა შვეიცარიაში (2019)

2018 წელს შვეიცარიის მოსახლეობამ 8.5 მილიონს ოდნავ გადააჭარბა. სხვა განვითარებული ქვეყნების მსგავსად, შვეიცარიის მოსახლეობა ინდუსტრიული პერიოდის განმავლობაში სწრაფად გაიზარდა; 1800-1990 წელბში მოსახლეობა 4-ჯერ მეტი გახდა და ზრდას ახლაც განაგრძობს. ევროპის უმეტესი ნაწილის მსგავსად, შვეიცარიაშიც დგას ზედმეტად ასაკოვანი საზოგადოების პრობლემა; ქვეყანას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხნიერი საზოგადოება ჰყავს (საშუალო ასაკი 42.5 წელია).[17]

2019 წლის მონაცემებით, ქვეყანაში მცხოვრები უცხოელები მთლიანი მოსახლეობის 25,2%-ს წარმოადგენენ, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია განვითარებულ ქვეყნებში. მათი უმეტესობა (64%) ევროპის კავშირის ან თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის წევრი ქვეყნებიდანაა.[18] უცხოელთა ყველაზე დიდ ეთნიკურ ჯგუფს ქმნიან იტალიელები (მთლიანი მოსახლეობის 15.6); შემდეგ მოდის გერმანელები (15.2%); მათ მოსდევენ ემიგრანტები პორტუგალიიდან (12.7%), საფრანგეთიდან (5.6%), სერბეთიდან (5.3%), თურქეთიდან (3.8%), ესპანეთიდან (3.7%) და ავსტრიიდან (2%). შრი-ლანკიდან ჩამოსული ემიგრანტები, რომელთა უმეტესობა ყოფილი ტამილელი ლტოლვილია, ქვეყანაში აზიური წარმოშობის უდიდეს ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ.[18]

გარდა ამისა, 2012 წლის მონაცემებით, მუდმივი 15-წელზე უფროსი მოსახლეობის 34.7%-ს ემიგრანტული ფესვები ჰქონდა. აღნიშნული მოსახლეობის მესამედი ფლობდა შვეიცარიის მოქალაქეობას.

სახელმწიფო ენები შვეიცარიაში (2016): [19]

შვეიცარიას აქვს ოთხი სახელმწიფო ენა: ძირითადი გერმანულია (2016 წლის მონაცემებით საუბრობდა მოსახლეობის 62.8%), ფრანგული (22.9%), რომელზეც ძირითადად ქვეყნის დასავლეთით საუბრობენ, და იტალიური (გავრცელებულია სამხრეთ ნაწილში; საუბრობს მოსახლეობის 8.2%).[20][19] მეოთხე სახელმწიფო ენა, რეტორომანული, არის რომანული ენა, რომელზეც სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე გრაუბიუნდენის სამენოვანი კანტონის ადგილობრივი მოსახლეობა საუბრობს.

2016 წელს, ენები, რომელბზეც სახლში ყველაზე ხშირად საუბრობა 15 წელზე უფროსი მოსახლეობა, არის შვეიცარიული გერმანული, ფრანგული, სტანდარტული გერმანული (10.6%) და იტალიური (8.5%). აღსანიშნავია შემდეგი ენებიც: ინგლისური (5.0%), პორტუგალიური (3.8%), ალბანური (3.0%), ესპანური (2.6%), და სერბული და ხორვატული (2.5%). მოსახლეობის 6.9%-მა განაცხადა, რომ ისინი სხვადასხვა ენებზე საუბრობენ სახლში.[21] 2014 წელს მუდმივი მოსახლეობის თითქმის ორმა მესამედმა (64.4%) აღნიშნა, რომ რეგულარულად საუბრობენ ერთზე მეტ ენაზე.[22]

შვეიცარიას ოფიციალური სახელმწიფო რელიგია არ გააჩნია, თუმცა უმეტესი კანტონა (ჟენევისა და ნევშატელის გარდა) აღიარებს ოფიციალურ ეკლესიას: რომის კათოლიკურ ეკლესიას ან შვეიცარიის რეფორმირებულ ეკლესიას.

შვეიცარიელების უპირატესი რელიგია ქრისტიანობაა (2016-2018 წლებში მოსახლეობის 67%, ხოლო შვეიცარიის მოქალაქეების 75%), რომელიც შემდეგ მიმდინარეობებად იყოფა: რომის კათოლიკური ეკლესია (მოსახლეობის 35.8%), შვეიცარიის რეფორმირებული ეკლესია (23.8%), სხვა პროტესტანტული ეკლესიები (2.2%), აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესია (2.5%), და სხვა ქრისტიანული მიმდინარეობები. აღსანიშნავია ემიგრანტების მიერ შექმნილი ისლამური რელიგიური ჯგუფიც, რომელიც მოსახლეობის 5.3%-ს შეადგენს. მთლიანი მოსახლეობის 26.3%-ს არცერთ რელგიურ მიმდინარეობასთან ჰქონდა კავშრი (ათეისტები, აგნოსტიცისტები და სხვები).

2000 წლის აღწერის მონაცემებით, სხვა ქრისტიანულ უმცირესობათა ჯგუფებს მიეკუთვნებოდა: ნეო-პიეტიზმი (0,44%), ორმოცდაათიანელობა (0.28%), მეთოდიზმი (0.13%), ახალი სამოციქულო ეკლესია (0.45%), იეჰოვას მოწმეები (0.28 %), სხვა პროტესტანტული ეკლესიები (0.20%), ძველი კათოლიკური ეკლესია (0.18%), სხვა ქრისტიანული დენომინაციები(0.20%). არა-ქრისტიანულ რელიგიებში შედის: ინდუიზმი (0.38%), ბუდიზმი (0.29%), იუდაიზმი (0.25%) და სხვები (0.11%); მოსახლეობის 4.3%-მა გამოკითხვაში მონაწილეობა არ მიიღო.

რესურსები - ჰიდროენერგია, საშენი ხე-ტყე, მარილი. ერთობლივი ეროვნული პროდუქტი - 305 მლრდ $. ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 40 630 $. ექსპორტი - მანქანათმშენებლობის პროდუქცია, ქიმიკატები, საათები, კვების პროდუქტები, შოკოლადი. ვალუტა - შვეიცარიული ფრანკი (CHF). შვეიცარიის ეკონომიკა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ბაზრის ეკონომიკაა. სერვის-სექტორმა მოახდინა მნიშვნელოვანი ეკონომიკური როლი, განსაკუთრებით შვეიცარიის საბანკო ინდუსტრია და ტურიზმი. შვეიცარიის ეკონომიკა პირველ რიგში მსოფლიოში 2014 წლის ინოვაციური ინდექსის და 2017 გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშშია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, 2016 წლისთვის შვეიცარია ლიხტენშტეინისა და ლუქსემბურტის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მესამე ქვეყანაა, ხოლო ნორვეგიასთან ერთად მხოლოდ სამი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ერთ სულ მოსახლეზე ეშპ 70,000 აშშ დოლარს შეადგენს.

შუა საუკუნეების ქალაქები ბერნი, ჟენევა, ლუცერნი, ბაზელი; ალპებისა და ლემანის ტბის რაიონები.

თხილამურებითა და სნოუბორდით სრიალი და ალპინიზმი შვეიცარიაში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობებია; ქვეყნის ბუნება ამგვარი საქმიანობისთვის განსაკუთრებით შესაფერისია.[23] ზამთრის სპორტის სახეობებში ვარჯიში XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან, სან-მორიცში ბობსლეის გამოგონებით, დაიწყო.[24] პირველი სათხილამურო მსოფლიო ჩემპიონატები მურენსა (1931) და სან-მორიცში (1934) გაიმართა. სან-მორიცმა აგრეთვე უმასპინძლა ზათრის მეორე (1928) და მეხუთე (1948) ოლიმპიურ თამაშებს. ყველაზე წარმატებულ მოთხილამურეებსა და მსოფლიოს ჩემპიონებს შორის არიან პირმინ ზურბრიგენი და დირიერ კუჩე.

შვეიცარიაში ყველაზე ყურებად სპორტის სახეობებს შორის არის: ფეხბურთი, ყინულის ჰოკეი, ალპური სრიალი, „Schwingen“ და ჩოგბურთი.[25] ფეხბურთისა და ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ორგანიზაციების, ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციისა (FIFA) და ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის (IIHF) სათაო ოფისები ციურიხშია განთავსებული. ფაქტობრივად, საერთაშორისო სპორტული ფედერაციების მრავალი სხვა სათაო ოფისი მდებარეობს შვეიცარიაში. მაგალითად, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC), IOC-ის ოლიმპიური მუზეუმისა და სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს სათაო ოფისები ქალაქ ლოზანაში მდებარეობს.

ჩვეიცარიამ უმასპინძლა 1954 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატს, და ავსტრიასთან ერთად 2008 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს. ქვეყნის პროფესიონალური საფეხბურთო ლიგა არის შვეიცარიის სუპერლიგა. შვეიცარიაში მდებარეობს ზღვის დონიდან 2000 მეტრი სიმაღლეზე განთავსებული Ottmar Hitzfeld Stadium, რომელიც ევროპის ყველაზე მაღლა მდებარე სტადიონია.[26]

ბევრი შვეიცარიელი უყურებს ყინულის ჰოკეისაც და ქვეყნის ეროვნული 12 გუნდიდან ერთ-ერთს გულშემატკივრობს; აღნიშნული ლიგა დასწრების მხრივ ქვეყნის პირველი სპორტული ლიგაა. 2009 წელს, შვეიცარიამ IIHF მსოფლიო ჩემპიონატს მეათედ უმასპინძლა. ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ორჯერ, 2013 და 2018 წლებში გახდა. ქვეყანაში მდებარე მრავალი ტბა მას ნაოსნობის კუთხით მიმზიდველ ადგილად აქცევს. შვეიცარიის უდიდესი ტბა, ჟენევა, არის ნაოსნობის გუნდ Alinghi-ის ადგილსამყოფელი; აღიშნული კლუბი იყო პირველი ევროპული კლუბი, რომელმაც ამერიკის თასი 2003 წელს მოიგო და ამ ტიტულს 2007 წლამდე იცავდა. ჩოგბურთი სულ უფრო პოპულარული სახეობა ხდება; შვეიცარიელ მოთამაშეებს, როგორიცაა მარტინა ჰინგისი, როჯერ ფედერერი და სტანისლას ვავრინკა, მრავალი დიდი სლემი აქვთ მოგებული.

ტრადიციულ სპორტის სახეობებში შედის ჭიდაობა, იგივე „Schwingen“. ეს ძველი ტრადიციაა სოფლის ცენტრალურ კანტონებიდან და საზოგადოების ნაწილი მას ეროვნული სპორტის სახეობად თვლის. კიდევ ერთი ადგილობრივი შვეიცარიული სპორტი არის ჰორნუსენი, რომელიც ბეისბოლისა და გოლფის ნაზავია.[27] სტეინსტოსენი არის ქვის სროლის შვეიცარიული ვარიანტი, სადაც ერთმანეთს მძიმე ქვეის სროლაში ეჯობრებიან.

  • Church, Clive H. (2004) The Politics and Government of Switzerland. Palgrave Macmillan. ISBN 0-333-69277-2.
  • Dalton, O.M. (1927) The History of the Franks, by Gregory of Tours. Oxford: The Clarendon Press.
  • Fahrni, Dieter. (2003) An Outline History of Switzerland. From the Origins to the Present Day. 8th enlarged edition. Pro Helvetia, Zürich. ISBN 3-908102-61-8
  • von Matt, Peter: Das Kalb vor der Gotthardpost. Zur Literatur und Politik in der Schweiz. Carl Hanser Verlag, München, 2012, ISBN 978-3-446-23880-0, S. 127–138.
  • Historical Dictionary of Switzerland (2002–). Published electronically and in print simultaneously in three national languages of Switzerland.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 World Economic Outlook Database, October 2019. საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ციტირების თარიღი: 29 ივლისი 2020
  2. Gini coefficient of equivalised disposable income – EU-SILC survey. Eurostat. ციტირების თარიღი: 20 October 2019
  3. Human Development Report 2019 en (PDF). გაეროს განვითარების პროგრამა (10 დეკემბერი 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-30. ციტირების თარიღი: 10 დეკემბერი 2019
  4. Berner, Elizabeth Kay; Berner, Robert A. (22 April 2012). Global Environment: Water, Air, and Geochemical Cycles – Second Edition (en). Princeton University Press. ISBN 978-1400842766. 
  5. Georg Kreis: Federal city in German, French and Italian in the online Historical Dictionary of Switzerland, 20 March 2015.
  6. Holenstein, André (2012). "Die Hauptstadt existiert nicht". UniPress – Forschung und Wissenschaft an der Universität Bern (scientific article) (in German). Berne: Department Communication, University of Berne. 152 (Sonderfall Hauptstatdtregion): 16–19. doi:10.7892/boris.41280. Als 1848 ein politisch-administratives Zentrum für den neuen Bundesstaat zu bestimmen war, verzichteten die Verfassungsväter darauf, eine Hauptstadt der Schweiz zu bezeichnen und formulierten stattdessen in Artikel 108: «Alles, was sich auf den Sitz der Bundesbehörden bezieht, ist Gegenstand der Bundesgesetzgebung.» Die Bundesstadt ist also nicht mehr und nicht weniger als der Sitz der Bundesbehörden.
  7. (5 August 2005) Swiss Constitutional Law. Kluwer Law International, გვ. 28. ISBN 978-9041124043. 
  8. OED Online Etymology Dictionary etymonline.com. Retrieved on 2009-06-25
  9. Room, Adrian. Placenames of the World. London: MacFarland and Co., Inc., 1997.
  10. Switzerland, the Catholic Encyclopedia newadvent.org. Retrieved on 2010-01-26
  11. On Schwyzers, Swiss and Helvetians, Federal Department of Home Affairs, bar.admin.ch დაარქივებული 2010-08-05 საიტზე Wayback Machine. . Retrieved on 2010-01-26
  12. Marco Marcacci, Confederatio helvetica (2002), Historical Lexicon of Switzerland.
  13. 13.0 13.1 13.2 13.3 13.4 13.5 Swiss Geography. Presence Switzerland, Federal Department of Foreign Affairs. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 October 2014. ციტირების თარიღი: 12 October 2014.
  14. search.ch / Tamedia. Map of Switzerland with route planner [map]. Cartography by TomTom, swisstopo, osm. Retrieved on 27 March 2015.
  15. STAT-TAB: Die interaktive Statistikdatenbank German, French. Swiss Federal Statistical Office. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 სექტემბერი 2012. ციტირების თარიღი: 12 October 2014.
  16. Enclaves of the world დაარქივებული 18 September 2009 საიტზე Wayback Machine. enclaves.webs.com. Retrieved on 15 December 2009
  17. "World Factbook EUROPE : SWITZERLAND", The World Factbook, 12 July 2018, https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/sz.html. წაკითხვის თარიღი: 2 აგვისტო 2020 დაარქივებული 15 May 2020[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები თარგი:PD-notice
  18. 18.0 18.1 Migration and integration – Data, indicators, Nationality, Foreign permanent resident population by nationality, 2012 English, German, French, Italian. Swiss Federal Statistical Office, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 December 2013. ციტირების თარიღი: 22 December 2013.
  19. 19.0 19.1 "Sprachen / Lingue / Lingue" (official site) (in German, French, and Italian). Neuchâtel, Switzerland: Swiss Federal Statistical Office FSO. 28 March 2018. Retrieved 5 December 2018.
  20. CC 101 Federal Constitution of the Swiss Confederation of 18 April 1999, Art. 4 National languages. The federal Council (1 January 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ივნისი 2016. ციტირების თარიღი: 5 December 2018
  21. Die am häufigsten üblicherweise zu Hause gesprochenen Sprachen der ständigen Wohnbevölkerung ab 15 Jahren – 2012–2014, 2013–2015, 2014–2016 de, fr, it (XLS). Swiss Federal Statistical Office FSO (28 March 2018). ციტირების თარიღი: 5 December 2018
  22. Personen nach Anzahl Sprachen, die sie regelmässig verwenden – 2014 de, fr, it. Swiss Federal Statistical Office FSO (5 October 2016). ციტირების თარიღი: 5 December 2018
  23. Sport in Switzerland დაარქივებული 16 September 2010 საიტზე Wayback Machine. europe-cities.com. Retrieved on 14 December 2009
  24. A brief history of bobsleigh დაარქივებული 13 May 2011 საიტზე Wayback Machine. fibt.com. Retrieved on 2 November 2009
  25. Meist gesehene Sendungen SRF seit 2011 de. SRF (1 July 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 July 2016. ციტირების თარიღი: 13 June 2016.
  26. „The world's most amazing football pitches – in pictures“. The Guardian. Guardian News and Media Limited. 8 June 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 July 2014. ციტირების თარიღი: 9 June 2014.
  27. Hornussen swissroots.org. Retrieved on 25 January 2010