შინაარსზე გადასვლა

ფიყჰი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ისლამის თემები

ისლამი

რწმენები

ალაჰი · ღმერთის ერთსახოვნება
მაჰმადი · ისლამის წინასწარმეტყველები

პრაქტიკა

შაჰადა · სალათი
მარხვა · ქველმოქმედება · ჰაჯი · ქა'აბა

წერილები და კანონები

ყურანი · სუნა · ჰადისი
კანონები · გზა · წერილთა განმარტებანი · სუფიზმი

ისტორია და ლიდერები

ისტორიის ქრონოლოგია
აჰლ ალ-ბაითი · საჰაბა
სუნიზმი · შიიზმი
მართლმორწმუნე ხალიფები · იმამები

კულტურა და საზოგადოება

მოძღვრებაარქიტექტურახელოვნება
კალენდარიბავშვებიდემოგრაფია
დღესასწაულებიმეჩეთებიფილოსოფია
პოლიტიკამეცნიერებაქალები

ისლამი სხვა რელიგიებთან კონტაქტში

ქრისტიანობა · იუდაიზმი
ინდუიზმი · სიქჰიზმი · ჯაინიზმი

იხილეთ მეტი

კრიტიკა · ისლამოფობია
ისლამური ტერმინები

ისლამის პორტალი
      

ფიყჰი (არაბ. فقه; გაგება) — ისლამური სამართალი.

ფიყჰი შემდეგ ორ ნაწილად იყოფა:

  • ფიყჰ ალ–'იბადათ (არაბ. فقه العبادات; თაყვანისცემის ფიყჰი), რომელიც მოიცავს ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობის საკითხებს.[1]
  • ფიყჰ ალ–მუ'ამალათ (არაბ. فقه المعاملات; ფიყჰი ადამიანურ საქმეებთან დაკავშირებით), აქ მოქცეულია ყველაფერი დანარჩენი,[2] თუმცა ზოგჯერ აქედან გამოჰყოფენ ქორწინებისა (არაბ. فقه المناكحات; ფიყჰ ალ–მუნაქაჰათ) და სასჯელების (არაბ. فقه العقوبات; ფიყჰ ალ–'უყუბათ) საკითხებს.[3]

ფიყჰის მიმდინარეობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისლამური სამართალი უშვებს აზრთა სხვადასხვაობის არსებობას ფიყჰ ალ–მუ'ამალაათში. აქედან გამომდინარე არსებობს მაზჰაბები, რომლებიც ცნობენ ერთმანეთის კანონიერებას. მაგალითად ისლამის ძირითად მიმდინარეობაში, სუნიტურ ისლამში არის ხუთი მოქმედი – ჰანაფი, მალიქი, შაფი'ი, ჰანბალი, ზაჰირი და ოთხი ისტორიული – ავზა'ი, ლაისი, საური და ჯარირი – მაზჰაბი. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან სამართლებრივ საკითხებთან მიდგომისა და პრობლემის გადაჭრის მეთოდოლოგიით. ისინი ზოგჯერ სხვადასხვა წყაროებს მიმართავენ რაიმე სამართლებრივი კაზუსის გადასაჭრელად და შესაძლოა მათი გადაწყვეტილებები განსხვავდებოდეს.[4]

ფიყჰის უპირველესი წყაროებია ყურანი და სუნნა. შემდეგ კი მაზჰაბის მეთოდოლოგიის მიხედვით, მოდის სხვადასხვა საკითხები ისეთი სამართლებრივი საკითხების გადასაწყვეტად, რომელიც ყურანსა და სუნნაში კონკრეტულად მითითებული არ არის. მაგალითად ასეთი შეიძლება იყოს ყიასი – ანალოგიური მსჯელობა, ან იჯმა'ი – მუსლიმების საერთო შეთანხმება.

საქმეების კატეგორიზაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფიყჰში ყოველი ადამიანური საქმე დაყოფილია კატეგორიებად, რომლებიცაა:

  • ფარდი (არაბ. فرض‎) — სავალდებულო ყურანის საფუძველზე, მაგალითად ლოცვა. მის შესრულებაზე ჯილდოა, ხოლო განზრახ შეუსრულებლობაზე – სასჯელი (ამქვეყნიური ან იმქვეყნიური).[5]
  • ვაჯიბი (არაბ. واجب) — სავალდებულო სუნნის საფუძველზე, მაგალითად წვერის მოშვება. მის შესრულებაზე ჯილდოა, ხოლო განზრახ შეუსრულებლობაზე – სასჯელი.[6]
  • მუსთაჰაბბი (არაბ. مستحب) — მოსაწონი საქციელი, მაგალითად კბილების გაწმენდა მისვაქით. მის შესრულებაზე ჯილდოა, ხოლო შეუსრულებლობა სასჯელს არ ითვალისწინებს.[7]
  • მუბაჰი (არაბ. مباح) — ნეიტრალური საქციელი, მაგალითად სიარული. მასზე არც ჯილდოა და არც სასჯელი.[8]
  • მაქრუჰი (არაბ. مكروه) — მოუწონარი, საძულველი საქციელი. მაგალითად ცხოველის დაკვლა სხვა ცხოველების თვალწინ. მისგან თავის შეკავებაზე ჯილდოა, მაგრამ მისი გაკეთება სასჯელს არ ითვალისწინებს.[9]

ეს ოთხი კატეგორია ჰალალ (არაბ. حلال) დაშვებულ საქმეებში შედის.[10]

  1. Ибада დაარქივებული 2014-08-16 საიტზე Wayback Machine. Али-заде, А. А.; 2007
  2. Муамала დაარქივებული 2014-08-16 საიტზე Wayback Machine. Али-заде, А. А.; 2007
  3. Укуба დაარქივებული 2014-08-16 საიტზე Wayback Machine. Али-заде, А. А.; 2007
  4. Мазхаб დაარქივებული 2014-08-13 საიტზე Wayback Machine. Али-заде, А. А.; 2007
  5. Фард დაარქივებული 2014-12-10 საიტზე Wayback Machine. Али-заде, А. А.; 2007
  6. Ваджиб დაარქივებული 2014-12-05 საიტზე Wayback Machine. Али-заде, А. А.; 2007
  7. Мустахаб დაარქივებული 2014-08-13 საიტზე Wayback Machine. Али-заде, А. А.; 2007
  8. Мубах დაარქივებული 2014-08-13 საიტზე Wayback Machine. Али-заде, А. А.; 2007
  9. Макрух დაარქივებული 2014-12-10 საიტზე Wayback Machine. Али-заде, А. А.; 2007
  10. Халал დაარქივებული 2014-08-15 საიტზე Wayback Machine. Али-заде, А. А.; 2007
  11. Харам დაარქივებული 2014-08-13 საიტზე Wayback Machine. Али-заде, А. А.; 2007