შინაარსზე გადასვლა

სუის დინასტია

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სუის დინასტია (ჩინ.: ; 581618) — ჩინური დინასტია, რომელმაც ხანგრძლივი პრობლემების შემდეგ გააერთიანა ქვეყანა. განახორციელა სოციალურ-პოლიტიკური რეფორმები და მსხვილი სამშენებლო პროექტები.

დინასტიის დაარსება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

IIIVI საუკუნეების პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე ძნელია ჩინეთის ისტორიაში. ხანის დინასტიის დაცემის (220) და იმპერიის დაშლის შემდეგ სახელმწიფო ეკონომიკის მხრივ ძლიერ შესუსტდა. ბევრი უძველესი ქალაქი დანგრეული იყო, ქვეყნის ჩრდილოეთმა სოფლის მეურნეობაში დეგრადირება განიცადა.

დროთა განმავლობაში ტაბგაოების „ბარბაროსული“ დინასტია, ჩრდილოეთ ვეი უმაღლეს ფარგლებში გაჩინელდა, მისი საბრძოლო მასა დასუსტდა. შეიქმნა საშიშროება თურქული სახანოს ლაშქარი შეჭრილიყო ჩინეთში. VI საუკუნის ბოლოს ჩრდილოეთ ჩინეთის სახელმწიფოში ჩრდილოეთ ჭოუს (ვეის მემკვიდრეობით) მმართველობაში მოსვლა შეძლეს ჩინელმა და გაჩინელებულმა თურქმნა არისტოკრატებმა იანგ ჯიანის მეთაურობით. უმრვალესობა ჩინელის ფეოდალურ ფარგმენტაციასთან უარყოფითი რეაქციის გამო, ასევე არისტოკრატთა ნების გარე მტრებისა და შიდა ეკონომიკური პრობლემების კონსოლიდაციის შესახებ, იანგმა და მისმა მომხრეებმა შეძლეს გაცილებით ადვილად მიეღწიათ ქვეყნის გაერთიანებისთვის . 581 წელს იანგ ჯიანი სახელით ვენ-დი ახალი სუის დინასტიის იმპერატორად გამოაცხადეს. 300-ზე მეტი წლის განმავლობაში ის გახდა პირველი მმართველი რომლის ძალაუფლებაც მთელ ჩინეთზე ვრცელდებოდა.

სოციალურ-ეკონომიკური რეფორმები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთის ათვისება ნაკლები სისხლისღვრითა და ნგრევით იყო მიღწეული - სამხრეთის ეკონომიკა (ჩრდილოეთიდან განსხვავებით მონეტიზირებული) აღმოჩნდა მნიშვნელოვან ფაქტორად იმპერიის განვითარებისთვის. სტაბილურობის გამო, ქალქებში ვაჭრობამ იწყო განვითარება, წარმოიქმნა სავაჭრო და ბეჭვდითი კლანები. გადასახადების დაკლებით და სახელმწიფო მონოპოლიების გაუქმებით იანგ ჯიანმა იზრუნა ვაჭრობის და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე მომავალში. 583-ში მიღებული იყო ახალი კანონები, მეტად გამარტივებული.

თუმცა 604 წელს იმპერატორი მოკლული იყო საკუთარი შვილის იანგ გუანის მიერ, რის შემდეგაც მან დაიკავა ტახტი იანგ-დის სახელით. იანგ გუანმა მნიშვნელოვნად მოახდინა რადიკალიზაცია და გაამკაცრა სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა. გლეხთა მიწის ნაკვეთები შემცირებულიყო, ხოლო გადასახადები გაზრდილიყო, თანაც მათი უმრავლესობა იყენებოდა სახაზინოში და არა ადგილობრივი საჭიროებებისთვის. იანგ გუანი ცდილობდა კიდევ უფრო მოეხდინა მართველობის ცენტრალიზება ჩინეთში და სხვებისთვის დარჩენილი ძალაუფლება საბოლოოდ წაერთმია. მეორეს მხრივ, იანგ გუანი მხარს უჭერდა კულტურასა და მეცნიერებას, შემოიტანა გამოცდები სახელმწიფო თანამდებობებისთვის და გააძლიერა საჯარო მოხელეთა პოზიციები მებრძოლეებზე.

უმსხვილესი პროექტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად ხანმოკლე არსებობისა, დინასტია სუიმ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაგებობები დატოვა, რომელმაც ჩინეთს საკმაო სარგებელი და მნიშვნელობა მოუტანა. ყველაზე მნიშვნელოვნად შეიძლება ჩაითვალოს იმ დროისათვის დანგრეული ჩინეთის დიდი კედლის საფუძვლიანი რეკონსტრუქია; დიდი (საიმპერატორო) არხის გაყვანა —  XIX საუკუნის ბოლომდე წარმოადგენდა მსოფლიოში უდიდეს ხელოვნურ საწყლოსნოს და ასევე ლოიანში სასახლის ანსაბლის მშენებლობა — ახალი იმპერიის დედაქალაქი, რომელიც ბრწყინავდა თავის მშვენიერებით.

სასახლის კომპლექსის მშენებლობისას შრომობდა ორ მილიონამდე ადამიანი, დიდი კედელის რეკონსტრუქციაზე და საიმპერატორო არხის გაყვანაზე - ერთ-ერთი მილიონი. ფართოდ გამოიყენებოდა ნახევრად მონა გლეხების შრომა.

დიდმა საიმპერატორო არხმა შეაერთა მდინარე იანძი და ხუანხე, მდიდარი ნაყოფიერი სამხრეთი და ბარბაროსული ეპოქის შემდეგ აღორძინებული ჩრდილოეთი. ის გახდა უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზა ჩინეთის შიგნით, მთავარი სატრანსპორტო არტერია მარცვლების გადასატანად.

დინასტია სუის პოლიტიკა ხასიათდება მრავალრიცხოვანი ომებით, რომელთაც ჩინელი მეთაურები ახორციელებდნენ მთავარი გზით, კორეის ნახევარკუნძულის სახელმწიფოებსა და ჩრდილოეთ ტომების წინააღმდეგ, ასევე თურქული სახანოების დაპირისპირებით.

ლიაონინის ნახევარკუნძულის ათვისებით 612-ში, სახელმწიფო სილასთან ერთად სუისური ჩინეთი ფაქტობრივად კორეული სახელმწიფოების პექჩე და კოგურიოს წინააღმდეგ გამოვიდა. ორი წლის შემდეგ ომი შედეგების გარეშე დასრულდა.

იმ დროის ჩინეთის სერიოზული მოწინააღმდეგე თურქული სახანო იყო.

დინასტიის დასასრული

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

617 წელს იანგ-გუანის ერთ-ერთმა ნათესავმა, მოახდინა გადატრიალება სიდიდითა და მნიშვნელობით ქვეყნის მესამე ქალაქში - ტაიუანში. მალევე მეამბოხეებმა თურქულენოვანი ტომების დახმარებით აიღეს დედაქალაქი ჩანგიანი. იანგ გუანი გარბოდა სამხრეთში და მოკლული იყო საკუთარი დაცვით. ლი იუანმა გამოაცხადა თანგის დინასტიის დაარსების შესახებ. სუისური ჩინეთის დამხობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აღმოსავლეთ - თურქულმა სახელმწიფომ.

სუის დინასტიამ ითამაშა გადამწყვეტი როლი ჩინეთის გაერთიანებაში ოთხსაუკუნოვანი დეგრადაციისა და დაშლის პერიოდის შემდეგ. სუის დინასტიის იმპერატორებმა შეძლეს შეენარჩუნებინათ ქვეყნის ერთობა, გაეძლიერებინათ მისი მდგომარეობა, რეალიზება მოეხდინათ გრანდიოზული პროექტებისთვის და ასევე ჩინეთის ყველა ფენის საზოგადოებაში თავიდან დაებადათ ეროვნული ღირსების გრძნობა, ნდობა და სტაბილურობა. სუის დინასტიამ გზა გაუხსნა შემდგომ განვითარებას თანგის და სუნის დინასტიებში.

წოდების სახელი საკუთარი სახელი მმართველობის წლები ქრონოლოგია
ისტორიულად მეტად გავრცელებული ფორმა: „სუი“ + წოდების სახელი
ვენ-დი
文帝 Wéndì
იანგ ჯიანი
楊堅 Yáng Jiān
581—604
  • კაიჰუანგი (開皇 Kāihuáng) 581—600
  • ჟენშოუ (仁壽 Rénshòu) 601—604
იანგდი
煬帝 Yángdì
იანგ გუანი
楊廣 Yáng Guǎng
605—617
გონგდი
恭帝 Gōngdì
იანგ იოუ
楊侑 Yáng Yòu
617—618
  • ინინგი (義寧 Yìníng) 617—618

იანჭოუში, ჰანძანის კვარტალში, ჩინელი არქეოლოგების მიერ აღმოჩენილია იმპერატორ იანგ-დის საფლავი. ასევე აღმოჩენილია სპილენძისა და ნეფრიტის ნივთები[1].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. В Китае найдена могила императора-тирана из династии Суй (2013-04-14). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-15. ციტირების თარიღი: 2013-04-14.