შინაარსზე გადასვლა

რონალდო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: კრიშტიანუ რონალდუ.
რონალდო
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა
დაბადების
თარიღი
18 სექტემბერი, 1976 (1976-09-18) (48 წლის)
სიმაღლე 183 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1990–1991 სოციალ რამოსი
1991–1993 სან-კრისტოვანი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1993
1994–1996
1996–1997
1997–2002
2002–2007
2007–2008
2009–2011
კრუზეირო
პსვ
ბარსელონა
ინტერი
რეალ მადრიდი
მილანი
კორინთიანსი
34
46
37
68
127
20
52
(34)
(42)
(34)
(49)
(83)
(9)
(29)
ეროვნული ნაკრები
1994–2011 ბრაზილია 98 (62)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 1 ივნისი, 2013 (UTC)
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 1 ივნისი, 2013 (UTC)

რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა (პორტ. Ronaldo Luís Nazário de Lima; 18 სექტემბერი, 1976) — ყოფილი ბრაზილიელი ფეხბურთელი. ფეხბურთის სპეციალისტებისა და გულშემატკივრების მიერ მიჩნეულია მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად.[1] ბრაზილიელს ორჯერ აქვს მოგებული ოქროს ბურთი1997 და 2002 წლებში. რონალდო ზინედინ ზიდანთან ერთად, ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც სამჯერ აქვს მოგებული ფიფა-ს წლის ფეხბურთელის ჯილდო და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩება. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 83-ე ადგილზე დასახელდა.[2] ბრაზილიური ფეხბურთის მუზეუმის დიდების დარბაზის წევრი.[3]

სახელი რონალდო ექიმ რონალდო ვალენტეს პატივსაცემად დაარქვეს. მისი და — იონე და ძმა — ნელინიო კი მას „დადადოს“ ეძახიან.[4]

ბევრი ვარსკვლავის მსგავსად, რონალდოც ღარიბ–ღატაკ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. მამამისი ნელიო ნაზარიო დე ლიმა იმხანად სატელეფონო კომპანია „ტელირში“ მუშაობდა, დედა სონი დოს სანტოს ბარატა კი პიცერიაში დამლაგებელი იყო. ოთხი წლის ასაკში რონალდომ მამისგან სანუკვარი საჩუქარი – ტყავის ბურთი მიიღო და მას შემდეგ ის ბურთის გარეშე აღარავის უნახავს. ბიჭუნას მოზრდილები ახლოს არ იკარებდნენ და მას ისღა დარჩენოდა, თავის საყვარელ ტყავის ბურთთან განმარტოვებულიყო... რონალდოს სკოლა არასოდეს იზიდავდა, მას ქუჩაში ყოფნა ერჩივნა. გავიდა დრო, რონალდო ყოველდღიურად საოცარი მონდომებით ვარჯიშობდა – პასებს, დარტყმებს ამუშავებდა. თავს არ ზოგავდა. მისგან რაკეტასავით სწრაფი, ნებისმიერი ეზოს გუნდისთვის სასურველი ფეხბურთელი დადგა.

1988 წელს რონალდომ თავის პირველ გუნდში „ვალკუერეში“ დაიწყო თამაში. რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვეოთ, ის მეკარე იყო. თუმცა, მეკარის ხელთათმანებზე მეტად მას თავდასხმაში თამაში იზიდავდა და რადგან გოლების გატანის შნოც აღმოაჩნდა, მწვრთვნელებმა კარი სხვას ჩააბარეს. მალე რონალდოს ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი დადგა. ეს „ვასკო და გამასთან“ მატჩში მოხდა. „ვალკუერემ“ მეტოქე რონალდოს გოლების წყალობით დაამარცხა. ეს ამბავი გუნდ „სოციალ რამოსის“ ხელმძღვანელს არ გამოპარვია, რომელმაც ფეხბურთელის დედის წინააღმდეგობის მიუხედავად, მისი გადაბირება მოახერხა.

პირველმა დიდმა წარმატებამაც არ დააყოვნა. რონალდო ქვეყნის 17–წლამდე ასაკის ბავშვთა ნაკრებში მოხვდა და კოლუმბიაში გამართულ სამხრეთ ამერიკის ჭაბუკ ნაკრებთა ჩემპიონატის საუკეთესლ ფეხბურთელი გახდა. საერთაშორისო არენაზე ასეთი შთამბეჭდავი დებიუტის შემდეგ ფეხბურთელი მისმა მფლობელებმა – პიტამ და მარტინსმა, რომლებსაც იგი 7500 დოლარად ჰყავდათ ნაყიდი, „კრუზერიოს“ 50 000 დოლარად მიჰყიდეს.

წარმატებული კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰოლანდიურ „პსვ-ში“ გადასვლა რონალდოს კარიერაში უდავოდ დიდი ნახტომი იყო. „პსვ–ს“ მენეჯერს, არნესენს, ხოტბა შეასხეს, ყოჩაღ თქვენ, ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი რომ აღმოაჩინეთო. ამაზე არნესენმა განაცხადა, რონალდოს შეძენას ტყუილად მილოცავთ, ასეთ ნიჭიერ ფორვარდს ბებიაჩემიც კი დაინახავდაო. რონალდო კომპანია „ნაიკმაც“ შენიშნა და სპონსორად მოევლინა, არადა, მანამდე სულ რაღაც ერთი წლის წინ ბრაზილიელს „ნაიკის“ ბუცების შესაძენი ფულიც კი არ ჰქონდა.

1996 წელს რონალდო ამერიკაში, ატლანტის ოლიმპიადაზე გაემგზავრა. ბრაზილიის ნაკრები მესამე ადგილზე გავიდა,რონალდო კი გუნდის რიგებში ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა. შედეგად, ფეხბურთელის შეძენით კატალონიური „ბარსელონა“ დაინტერესდა და რონალდო 20 მილიონ დოლარად კატალონიაში გაემგზავრა.

„ბარსასთან“ რონიმ მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა, პარალელურად „ნაიკმაც“ სასწრაფოდ მიიღო ზომები. ბრაზილიელის სპონსორობას ხომ უკვე ბევრი ცნობილი ფირმა ნატრობდა. იმ პერიოდიდან მსოფლიოში „რონალდომანია“ დაიწყო.

„ინტერმა“, მილანმა და იტალიამ რონალდო პირველივე დღიდან შეიყვარა. სერია ა–ში შესრულებული მეორე ჰეთ–თრიკის შემდეგ, ფანებმა რონალდოს „ფენომენი“ შეარქვეს. პირველ „ინტერულ“ სეზონში მან უამრავი ჯილდო მოიპოვა: ოქროს ბუცი, ოქროს ბურთი და ფიფა-ს წლის ფეხბურთელის ტიტული.

მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატზე რონალდო ბრაზილიის ნაკრების მთავარი იმედი იყო.

კორეა–იაპონიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც მეტად სკანდალური გამოდგა, ბრაზილიის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. რონალდომ თავისი შესანიშნავი თამაშის წყალობით ყველა განაცვიფრა და 8 გატანილი გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

რეალ მადრიდი — მილანი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ რონალდო „რეალ მადრიდში“ გადავიდა. „სამეფო კლუბმა“ მისი შეძენა 50 მილიონად შეძლო. „რეალში“ რონალდომ ოთხი შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. 2006 წლის მუნდიალზე მან კიდევ ერთხელ გაიბრწყინა, 3 გოლი გაიტანა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში გატანილი 15 გატანილი გოლით. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ „რეალში“ არცთუ წარმატებით თამაშობდა, ამიტომ 2007 წლის თებერვალში 7,5 მილიონის სანაცვლოდ „მილანში“ გადავიდა და გოლების გატანაც დაიწყო.

ბრაზილიის დროშა კრუზეირო
  • მინეიროს ჩემპიონატი: 1994
  • ბრაზილიის თასი: 1993
ნიდერლანდების დროშა პსვ ეინდჰოვენი
ესპანეთის დროშა ბარსელონა
იტალიის დროშა ინტერი მილანი
ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი
ბრაზილიის დროშა კორინთიანსი
ბრაზილიის დროშა ბრაზილია

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Top 100 Greatest Ever Footballers. soccerlens.com
  2. Placar's 100 Craques do Século · In November 1999, Placar (Brazil) published a list of the best 100 players of all time, ranked from 1 to 100 · 23 დეკემბერი, 2015. Karel Stokkermans for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 1 სექტემბერი, 2019.
  3. Museu do Futebol II. Anjos barrocos. Portuguese. Fut Pop Clube (17 მაისი, 2009). ციტირების თარიღი: 15 იანვარი, 2020.
  4. Ronaldo to the rescue· ციტატა: „...On the register of births in Madureira, Rio De Janeiro, his name is Ronaldo Luiz Nazario Lima. His team mates at Inter Milan call him "Ronie". As a little boy, his parents Sonia and Nelia called him "Dadado" because of his comical inability to pronounce his own name. Fans from rival sides have already dubbed him "Pee-In-The-Bed" for reasons explained later. The Italian media are more charitable, dubbing him "The Phenomenon".“ 30 აგვისტო, 1997. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 17 იანვარი, 2020. წყარო: The Irish Times. წაკითხვის თარიღი: 17 იანვარი, 2020.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 „Ronaldo Is Set to Announce His Retirement Tomorrow, Leaving Us Great Memories“. Bleacher Report. ციტირების თარიღი: 15 სექტემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  6. "Ronaldo given route back by Corinthians". The Independent. ციტირების თარიღი: 15 სექტემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  7. The Guardian (4 მარტი, 2004). The FIFA 100. FIFA today published Pele's list of the 100 greatest living footballers. Compiled to mark the 100th anniversary of the Fifa's foundation, the list is so good it actually contains 125 names. theguardian.com. წაკითხვის თარიღი: 17 იანვარი, 2020.
  8. BBC Sport (4 მარტი, 2004). Pele's list of the greatest. These are the 125 players selected by Brazilian legend Pele to mark Fifa's 100th anniversary. Brazil: Cafu, Carlos Alberto, Djalma Santos, Falcao, Nilton Santos, Junior, Pele, Rivaldo, Rivelino, Roberto Carlos, Romario, Ronaldinho, Ronaldo, Socrates, Zico. news.bbc.co.uk. წაკითხვის თარიღი: 17 იანვარი, 2020.
  9. Marcelo Leme de Arruda (6 მარტი, 2004). Pelé's Choice of 125 Living Players. As part of its Centennial commemorations (1904–2004), FIFA asked Pelé to list the 100 best players (still alive) of all-time, comprised of 50 players still in activity and 50 players from the past. Understandably (given that misproportion), Pelé decided to add more players from the past and came up with 125 players in the end, 50 active and 75 retired (but alive) ones. Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. RSSSF. წაკითხვის თარიღი: 14 იანვარი, 2020.
  10. BBC Sport (4 მარტი, 2004). Fifa names greatest list. Pele has revealed his list of the 125 greatest living players at Fifa's centenary gala in London on Thursday. news.bbc.co.uk. წაკითხვის თარიღი: 17 იანვარი, 2020.
  11. Best Football Players Ever (4 მარტი, 2004). FIFA 100 – list of the 125 greatest living footballers in 2004 created by Pelé for FIFA´s 100th anniversary. The FIFA 100 is a list of the 125 greatest living footballers in 2004 created by Pelé for FIFA´s 100th anniversary. Pele had been asked to select 50 retired players and 50 active players to get a list of 100 players, which would refer to the FIFA´s 100th anniversary. However Pelé found it too difficult to select just 50 former footballers so the list would eventually get to 125 players from which 75 former players. bestfootballplayersever.com დაარქივებული 2018-08-06 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 17 იანვარი, 2020.