BBC
იერსახე
მედიის სახეობა: | მაუწყებლობა |
---|---|
დაფუძნდა: | 1922 |
მფლობელი: | ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია |
შტაბ-ბინა: | ლონდონი |
ფორმატი: | ტელე/რადიო/ინტერნეტი |
გავრცელება: | მსოფლიო |
საიტი: | bbc.co.uk bbc.com |
BBC (ინგლ. The British Broadcasting Corporation; ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია) — მსოფლიოში უმსხვილესი სამაუწყებლო კორპორაცია 20,950-მდე თანამშრომლით მსოფლიოში[1] და 4 მილიარდი გირვანქა სტერლინგი წლიური ბიუჯეტით. შტაბ-ბინა მდებარეობს ლონდონში, დიდი ბრიტანეთი.
დაარსდა 1922 წელს, როგორც შპს ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია. 1927 წელს ის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, მაგრამ დამოუკიდებელი კორპორაცია გახდა. კორპორაცია ქმნის პროგრამებს, ამზადებს საინფორმაციო გამოშვებებს და გადასცემს მათ ტელევიზიის, რადიოსა და ინტერნეტის საშუალებით. BBC-ის თავისი მისია შემდეგნაირად აქვს ჩამოყალიბებული: „ინფორმაციის მიწოდება, განათლება და გართობა“.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ BBC Full Financial Statements 2015/16. BBC Annual Report and Accounts 2015/16. BBC (July 2016). ციტირების თარიღი: 25 მაისი, 2017.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: