შინაარსზე გადასვლა

ნეჰები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნეჰები — ეგვიპტელი ფარაონი წინადინასტიურ პერიოდში. ნეჰები მართავდა ნილოსის დელტას სავარაუდოდ ძვ. წ. IV ათასწლეულის ბოლოს. მიეკუთვნება ნულოვან დინასტიას[1]. მისი სახელი ცნობილია მხოლოდ პალერმოს ქვიდან, რომელზეც ჩამოწერილია ქვემო ეგვიპტის ფარაონების სია. ისტორიულ წყაროებში ნეჰების შესახებ სხვა არანაირი მტკიცებულება არ მოგვეპოვება[2]. მისი სახელი ითარგმნება, როგორც „გუთანთან დაკავშირებული“[3].

  • Schneider Thomas. Lexikon der Pharaonen. — Düsseldorf: Albatros, 2002. — 327 S. — ISBN 3-491-96053-3.
  • Ludwig D. Morenz. Bild-Buchstaben und symbolische Zeichen: Die Herausbildung der Schrift der hohen Kultur Altägyptens. — Fribourg: Academic Press, 2004. — 373 S. — ISBN 3-7278-1486-1.
  1. J. H. Breasted, History of Egypt from the Earliest Time to the Persian Conquest, 1909, p.36
  2. Thomas Schneider: Lexikon der Pharaonen. S. 181.
  3. Ludwig David Morenz: Bild-Buchstaben und symbolische Zeichen. S. 209.