კა (ფარაონი)
იერსახე
კა ან სეჰენი — ეგვიპტის ნულოვანი დინასტიის ფარაონი. სავარაუდოდ, ზემო ეგვიპტეს მართავდა ძვ.წ. 32-ე საუკუნის პირველ ნახევარში, მაგრამ რამდენ ხანს - უცნობია. მისი სრული სახელი ჰორ-კა/სეჰენი ითარგმნება, როგორც „ტყუპისცალი“ ან „საზრდო“. მისი სახელის შემცველი არქეოლოგიური მასალა ნაპოვნია აბიდოსის მეფეთა სასაფლაოზე და ტარხანში. უმ-ელ-ქააბში კა/სეჰენის საფლავი მდებარეობს სამარხში B7-B9.
კა/სეჰენის მართველობის პერიოდში დაიწყო პირველი სახელმწიფო დაწესებულების განვითარება. უამრავი თიხის ჭურჭელი, რომელიც მისი მეფობის პერიოდით თარიღდება, ვაჭრობის განვითარებაზე მეტყველებს. სავარაუდოდ, პირველი ეგვიპტური არხების მშენებლობაც კას მმართველობის პერიოდში დაიწყო .
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ludwig David Morenz: Bild-Buchstaben und symbolische Zeichen: Die Herausbildung der Schrift der hohen Kultur Altägyptens. Orbis Biblicus et Orientalis 205, Fribourg 2004, ISBN 3-7278-1486-1
- Toby A. H. Wilkinson: Early Dynastic Egypt დაარქივებული 2014-02-02 საიტზე Wayback Machine. : Strategy, Society and Security. Routledge, London 1999, ISBN 0-415-18633-1 რეცენზია
- Michael Allan Hoffman: Egypt before the pharaohs: The prehistoric foundations of Egyptian Civilization. Routledge and Kegan Paul, London 1980, ISBN 0-7100-0495-8
- Henri Asselberghs: Chaos en beheersing: Documenten uit Aeneolithisch Egypten — Documenta et monumenta orientis antiqui 8 -. Brill, Leiden 1961
|