შინაარსზე გადასვლა

ეიე

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეიე
ფარაონ ეიეს გამოსახულება ტუტანხამონის სამარხის კედელზე. ფარაონი ატარებს პირის გახსნის ცერემონიას. ფარაონს უმაღლესი ქურუმების სამოსი, ლეოპარდის მოსასხამი აცვია, თავზე კი ხეფრეში, ფარაონთა ლურჯი გვირგვინი ადგას.
ფარაონ ეიეს გამოსახულება ტუტანხამონის სამარხის კედელზე. ფარაონი ატარებს პირის გახსნის ცერემონიას. ფარაონს უმაღლესი ქურუმების სამოსი, ლეოპარდის მოსასხამი აცვია, თავზე კი ხეფრეში, ფარაონთა ლურჯი გვირგვინი ადგას.
ფარაონი
მეფობა ძვ.წ. 1323 - 1319 წწ.
ან ძვ.წ. 1327 - 1323 წწ. (XVIII დინასტია)
წინამორბედი ტუტანხამონი
მემკვიდრე ჰორემჰები
გარდ. თარიღი ძვ.წ. 1319 ან ძვ.წ. 1323

ეიეძველი ეგვიპტის მეთვრამეტე დინასტიის ბოლოსწინა ფარაონი. მისი მმართველობა დაიწყო ძვ.წ. 1323 წელს და დასრულდა ძვ.წ. 1319 წელს,[1] თუმცა არსებობს სხვა ცნობაც რომლის მიხედვითაც ეიეს მმართველობა ძვ.წ. 1327 წელს დაიწყო და ძვ.წ. 1323 წელს დასრულდა (დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ქრონოლოგიური სისტემით ვიხელმძღვანელებთ). ის იყო ორი წინამორბედი (შეიძლება სამი) ფარაონის მრჩეველი. არსებობს ვარაუდი, რომლის მიხედვითაც ფარაონ ტუტანხამონის მმართველობის ტახტსუკან ძალაუფლებას ფლობდა. ეიეს პრენომენი ან სამეფო სახელი —Kheperkheperure— ნიშნავს შემდეგს —„მარადიულობა რას განსახიერება“, ხოლო დაბადების სახელი — Ay it-netjer იკითხება როგორც — ეიე, ღმერთების მამა. [2] ჩანაწერები და ძეგლები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ ეიეზე ძალიან იშვიათია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მხოლოდ 4 წელი იმეფა, არამედ იმიტომ, რომ მისმა მემკვიდრე ხორემხებმა მისი და საერთოდ, ამარნას პერიოდის ფარაონების წინააღმდეგ დავიწყების კამპანია ('damnatio memoriae') წამოიწყო.

მიიჩნევენ, რომ ეიე ადგილობრივი ეგვიპტელი იყო, ქალაქ ახმიმიდან. ხანმოკლე მმართველობის დროს ეიემ ახმიმში ადგილობრივი ღვთაების, მინისთვის საკულტო ნაგებობა ააგო. მამამისი იუია ახმიმში მინის ქურუმი და ქალაქის მეცხოველეობის ზედამხედველი იყო. დედამისი კი ტუია — ეგვიპტელი დიდგვაროვანი და დედოფალ ტიიას დედა.[3] ვარაუდობენ, რომ ეიეს მამა არაეგვიპტური წარმოშობისა იყო, რადგანაც სახელი იუია ეგვიპტური წარმოშობისა არ არის, შესაბამისად, შესაძლოა ეიე წმინდა სისხლის ეგვიპტელი არ ყოფილიყო (ნაწილობრივ — სირიელი).[4] ამენჰოტეპ III-ის სამეფო კარზე იუია გავლენიანი დიდგვაროვანი იყო. ფარაონმა მას იშვიათი პრივილეგია მიანიჭა და მეფეთა ველზე საკუთარი სამარხის აგების უფლება მისცა. სავარაუდოდ, იმის გამო, რომ იგი ტიიას, ამეჰოტეპის სამეფო მეუღლის მამა იყო. გარდა ამისა, იუიას მუმიასა და ეიესადმი მიძღვნილ ძეგლებს შორის მსგავსი ფიზიკური დარღვევებია შემჩნეული და მსგავსი სახელებითა და ტიტულებით მოიხსენიებიან.[5]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Erik Hornung, Rolf Krauss & David Warburton (editors), Ancient Egyptian Chronology (Handbook of Oriental Studies), Brill: 2006, p. 493
  2. Peter Clayton, Chronicle of the Pharaohs, Thames & Hudson Ltd, 1994. p136
  3. Egypt during the reign of Akhenaten. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2018-08-07.
  4. Yuya's name was analysed by G. Maspero in "The Tomb of Iouiya and Austin" by Theodore M. Davis, Archibald Constable and Co. Ltd, 1907, pp. xiii–xiv
  5. Hindley, Marshall. Featured Pharaoh: The God's Father Ay, Ancient Egypt, April/May 2006. p. 26
ეიე
დაიბადა:  ?? გარდაიცვალა: ძვ.წ. 1319 ან ძვ.წ. 1323
წინამორბედი:
ტუტანხამონი
   ეგვიპტის ფარაონი   
ძვ.წ. 1323 - 1319 წწ.
ან ძვ.წ. 1327 - 1323 წწ.
შემდეგი:
ჰორემჰები
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ეიე&oldid=4685082“-დან