მარტიო
მარტიო | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Laccaria laccata, (Scop.) Cooke | |||||||||||||||
|
მარტიო (ლათ. Laccaria laccata) — საჭმელი სოკოს სახეობა ჰიდნანგიუმისებრთა ოჯახისა, რომელიც ფართოდაა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლებში.
საჭმელი სოკოა. იხმარება ახალი. იზრდება ნესტიან ნიადაგზე წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში, ზაფხულ შემოდგომით.
სოკო პირველად აღწერა ავსტრიელმა ბუნებისმეტყველმა ჯოვანი ანტონიო სკოპოლიმ 1772 წელს როგორც Agaricus laccatus.[1] მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიანიჭა ინგლისელმა ბოტანიკოსმა და მიკოლოგმა მორდეკაი კუბიტ კუკმა 1884 წელს.[2]
სამეცნიერო სინონიმები
- Agaricus janthinus Batsch (1783)
- Agaricus amethysteus Bull. (1785)
- Omphalia rosella (Batsch) Gray (1821)
- Clitocybe laccata (Scop.) P.Kumm. (1871)
- Collybia laccata Quél. (1888)
- Laccaria affinis (Singer) Bon (1983)
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქუდის დიამეტრი 6 სმ-მდე აღწევს. თავდაპირველად ამობურცულია, შემდეგ — გაშლილი, შუაში ჩაღრმავებული, ტიტველი ან წვრილბოჭკოვანი ზედაპირით. ქუდის ფერი ამინდის მიხედვით იცვლება: ჰაერის საშუალო ტენიანობის დროს მოწითალო-მოვარსისფრო-ხორცისფერი ხდება, მშრალ ამინდში კი — მოყვითალო.[3]
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები სქელი, განიერი, მეჩხერი, ცვილისებრი, ფეხთან შეზრდილი ან სუსტად დაღმავალი მასზე, ხორცისფერი თეთრი ნაფიფქით.
ფეხის სიგრძე — 3-10 სმ, სისქე — 0,2-1 სმ, თანაბარია, მოგრეხილი, ბოჭკოვანი ზედაპირით, ძირში თეთრფიფქოვანია, ქუდისფერი.
რბილობი — ქუდისფერი, თხელი, ფეხში ბოჭკოვანია. მკვეთრად გამოხატული სუნის გარეშე.[4] გემოზე მოტკბოა.
სპორების მტვერი — თეთრი. სპორები — სფეროსებრი, ხორკლიანი ზედაპირით, 8-11 მკმ. ბაზიდიუმი — ოთხსპორიანი. [5]
გავრცელება და ეკოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლებში — ჩრდილოეთ ამერიკა, აზია, ევროპა, ჩრდილოეთ აფრიკა. აგრეთვე გვხვდება ავსტრალიასა[6] და ახალ ზელანდიაში.[7] საქართველოში გავრცელებულია ყველა რეგიონში.[8]
იზრდება ნიადაგზე სხვადასხვა ტიპის წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში, აგრეთვე ტყის პირებსა და პარკებში. მიკორიზას ქმნის ფიჭვთან, წიფელთან, არყთან და სხვ.
სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.
კვებითი ღირებულება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად მცირე ზომებისა, მარტიო საკმაოდ გემრიელ სოკოდ მიიჩნევა. იჭმევა ახალი, შემწვარი სახით. აგრეთვე გამოიყენებენ სხვადასხვა წვნიან კერძებში. როგორც წესი ფეხი უხეშია და არ ჭამენ.[9] გემოზე მოტკბოა.
ზოგიერთი სახელმძღვანელო ურჩევს გამოუცდელ მესოკოვეებს თავი შეიკავონ მისი შეგროვებისაგან, რადგანაც იგი მეტად წააგავს რამდენიმე შხამიან სახეობას ინოციბეს, კლიტოციბესა და აბლაბუდიანი სოკოების გვარიდან.
მსგავსი სახეობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 91, ISBN 99940-856-1-1.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მარტიო“ ვიკისაწყობში.
- მარტიო MycoBank-ზე (ინგლისური)
- მარტიო — საქართველოს სოკოებისა და ლიქენების ეთნობიოლოგია
- Laccaria laccata — Field Museum of Natural History
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Scopoli, Giovanni Antonio (1772). Flora Carniolica, 2, გვ. 444.
- ↑ Cooke, M.C. (1884) , In: Grevillea 12(no. 63):70.
- ↑ ჯორჯაძე ია, საქართველოს სოკოები : საველე გზამკვლევი, თბ.: CENN, 2022. — გვ. 166, ISBN 978-9941-8-4547-5.
- ↑ Andreas Gminder: Atlas grzybów. Jak bezbłędnie oznaczać 340 gatunków grzybów Europy Środkowej. 2008. ISBN 978-83-258-0588-3.
- ↑ Ewald Gerhardt: Grzyby – wielki ilustrowany przewodnik. s. 158. ISBN 83-7404-513-2.
- ↑ Albert Pilát, Otto Ušák: Mały atlas grzybów. Warszawa: PWRiL, 1977.
- ↑ Laccaria laccata (Scop.) Cooke. ბიომრავალფეროვნების გლობალური საინფორმაციო ფონდი. ციტირების თარიღი: 6 აგვიატო, 2024.
- ↑ ნახუცრიშვილი, ი., ყანჩაველი, ქ. და სხვ. (1986) საქართველოს სპოროვან მცენარეთა ფლორა (კონსპექტი). საქ. სსრ მეცნ. აკად., ნ. კეცხოველის სახ. ბოტანიკის ინ-ტი. – თბილისი: მეცნიერება (რუსულად).
- ↑ Davis, R. Michael; Sommer, Robert; Menge, John A. (2012) Field Guide to Mushrooms of Western North America. Berkeley: University of California Press, გვ. 136–137. ISBN 978-0-520-95360-4. OCLC 797915861.