შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

სლოვიანსკის ალყა — უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია დონეცკის ოლქის ქალაქ სლოვიანსკის დასაბრუნებლად პრორუსი აჯანყებულებისგან, რომლებმაც ქალაქი 2014 წლის 12 აპრილს დაიპყრეს. უკრაინელებმა სლოვიანსკი 2014 წლის 5 ივლისს, არტილერიისგან დაბომბვისა და მძიმე ბრძოლების შემდეგ, დაიბრუნეს. ბრძოლები სლოვიანსკში იყო პირველი დიდი სამხედრო შეტაკება პრორუს სეპარატისტებსა და უკრაინის სამთავრობო ძალებს შორის 2014 წლის ომის პირველ ეტაპზე. 2014 წლის 12 აპრილს, უკრაინის რევოლუციის შემდეგ, კალაშნიკოვის ავტომატებით შეიარაღებულმა ნიღბიანმა მამაკაცებმა დაიკავეს ქალაქის ადმინისტრაციის შენობა. ამ ადამიანებმა, რომლებიც დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშით თავს პრორუს მებრძოლებად აცხადებდნენ, შემდგომში მოიპოვეს კონტროლი დანარჩენ სლოვიანსკზე და დაიწყეს მისი გამაგრება. სეპარატისტების ქმედებაზე საპასუხოდ უკრაინის მთავრობამ შექმნა ანტიტერორისტული ოპერაციების ზონა (ATO) და წამოიწყო კონტრშეტევების სერია მეამბოხეების წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია დაპირისპირება და ძალადობრივი შეტაკებები. როდესაც ქალაქში დაძაბულობა გაიზარდა, აჯანყებულებმა დაიწყეს ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ტყვედ აყვანა, რამაც გამოიწვია მძევლების კრიზისი. 18 აპრილს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „სლოვიანსკი რჩება ყველაზე ცხელ წერტილად რეგიონში“. 20 აპრილს, მემარჯვენე სექტორს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ოლექსანდრ ტურჩინოვმა გასცა აჯანყებულთა მიერ კონტროლირებადი სატელევიზიო ანძის დივერსიის მოწყობის ბრძანება, რასაც მოჰყვა პირველი საბრძოლო დანაკარგები. ივნისისთვის ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 40% გაიქცა. 5 ივლისს, მას შემდეგ რაც ამბოხებულებმა დონეცკში დაიხიეს, უკრაინამ ქალაქი დაიბრუნა.

დღის სტატია

სპაგეტის ხე — სპეციალურად BBC-ს მიერ საპირველაპრილოდ გამოგონილი ხე, რომლის შესახებაც ტელევიზიამ დოკუმენტური ფილმი მოამზადა. მოკლემეტრაჟიან ფილმში, რომელიც BBC-ის ეთერში 1957 წლის 1 აპრილს გავიდა, ნაჩვენებია სპაგეტის მოსავლის აღება შვეიცარიის კანტონ ტეჩინოში. იმდროისათვის ცნობილი რადიო და სატელევიზიო წამყვანი რიჩარდ დიმბლები ახმოვანებს სცენებს და ყვება შვეიცარიასა და იტალიაში სპაგეტის წარმოების, მარტში მოსალოდნელი ყინვისაგან სპაგეტის ხის დაცვის, თბილი ზამთრის პირობებში განსაკუთრებით დიდი ოდენობის მოსავლისა და „სპაგეტის ხოჭოების“ განადგურების შესახებ. ფილმი გადაღებულია ინგლისის ქალაქ სენტ-ოლბანსსა და შვეიცარიაში.

სიახლეები

1 აპრილი — ამ დღეს...

Apple I
Apple I
  • 1578 : უილიამ ჰარვეიმ სისხლის მოძრაობა აღმოაჩინა.
  • 1867 : სინგაპური ბრიტანეთის კოლონია გახდა.
  • 1918 : ოსმალებმა ბათუმი დაიპყრეს.
  • 1945 : აშშ-ის ჯარები კუნძულ ოკინავაზე (იაპონია) შეიჭრნენ.
  • 1976 : ორმა თანაკურსელმა მეგობარმა კომპანია ეპლი (Apple Computer) დააარსა და პირველი ხელნაკეთი კომპიუტერი Apple I (სურათზე) გამოუშვა, რომლის საბაზრო ფასი $666.66 იყო.
  • 1979 : ირანი ისლამური რესპუბლიკა გახდა.
  • 2002 : ნიდერლანდებში პირველად მსოფლიოში ევთანაზია დააკანონეს.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი