სირია
სირიის არაბთა რესპუბლიკა الجمهورية العربية السورية სირია |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: Homat el Diyar |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | დამასკო 33°30′ ჩ. გ. 36°18′ ა. გ. / 33.500° ჩ. გ. 36.300° ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | არაბული | |||||
მთავრობა | საპრეზიდენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | ბაშარ ალ-ასადი | ||||
- | პრემიერ მინისტრი | რიად ჰიჯაბი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 186 475 კმ2 (89-ე) | ||||
- | წყალი (%) | 1.1 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2012 შეფასებით | 22 530 746[1] (54-ე) | ||||
- | სიმჭიდროვე | 118,3 კაცი/კმ2 (101-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2012 შეფასებით | |||||
- | სულ | $107.831 მილიარდი[1] | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $5100[1] | ||||
აგი (2013) | 0.648[2] (საშუალო) (116-ე) | |||||
ვალუტა | სირიული ფუნტი (SYP ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+02:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+03:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | SYR | |||||
Internet TLD | .sy | |||||
სატელეფონო კოდი | +963 |
სირია (არაბ. سورية; სირიული: ܣܘܪܝܐ), ოფიციალურად სირიის არაბთა რესპუბლიკა არაბ. الجمهورية العربية السورية) — ქვეყანა დასავლეთ აზიაში. დასავლეთიდან ესაზღვრება ლიბანი და ხმელთაშუა ზღვა, ჩრდილოეთიდან თურქეთი, აღმოსავლეთიდან ერაყი, სამხრეთიდან იორდანია და სამხრეთ-დასავლეთიდან ისრაელი.
თანამედროვე სირიის სახელმწიფოებრიობა დაიწყო 70 წლის წინ, ხოლო ცივილიზაცია ჩაისახა ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში. დედაქალაქია დამასკო, ერთ-ერთი ყველაზე ძველი ხანგრძლივად დასახლებული ქალაქი მსოფლიოში, გარდა ამისა, დამასკო დღევანდელ მსოფლიოს დედაქალაქებს შორის ყველაზე ძველი დასახლებაა[3].
2015 წლის მონაცემებით სირიის მოსახლეობა შეადგენს 18,5 მლნ ადამიანს. მოსახლეობის 70 %-ზე მეტი სუნიტია[4][5]. სირიაში ასევე ცხოვრობენ ალავიტები - 16 % და ქრისტიანები - 10 %. სახელმწიფო ენაა - არაბული.
1963 წლიდან დღემდე რესპუბლიკას მართავს პარტია ბაასი და მისი მოკავშირეები. 2011 წლიდან სირიაში მიმდინარეობს სამოქალაქო ომი ერთი მხრივ ქვეყნის ხელისუფლებას, ხოლო მეორე მხრივ შეიარაღებულ ოპოზიციას, ქურთების დაჯგუფებებსა და 2014 წლიდან ისლამურ სახელმწიფოს შორის. კონფლიქტის ყველა მხარე მნიშვნელოვან დახმარებას იღებს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური: სირიის არაბთა რესპუბლიკა.
- ეროვნული: سورية; Al Jumhuriyah al Arabiyah as Suriyah.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1946 წელს მოიპოვა სრული დამოუკიდებლობა საფრანგეთისაგან. 1958-61 წლებში ეგვიპტესთან ერთად შედიოდა არაბთა გაერთიანებულ რესპუბლიკაში. ექვსდღიანი ომის შედეგად (1967) დაკარგა გოლანის მაღლობები, რომელსაც ახლაც ისრაელი აკონტროლებს. 1981-82 წლებში ჰქონდა სამხედრო კონფლიქტი ლიბანთან. 1991 წელს სპარსეთის ყურის ომში მონაწილეობდა ერაყის წინააღმდეგ. ჰაფეზ ასადის გარდაცვალების შემდეგ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ სირიაში მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სირია მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ეს არის ნაყოფიერი ველების, მთებისა და უდაბნოების ქვეყანა. სირიის მოსაზღვრე ქვეყნებია: თურქეთი, ერაყი, იორდანია, ისრაელი, ლიბანი. ფართობი შეადგენს 185 180 კვ. კმ-ს.
სახელმწიფო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სახელმწიფო სისტემა - ერთპარტიული სოციალისტური რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი Bashar al-ASAD (2000).
- საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (250 წევრი).
- ადმინისტრაციული დაყოფა - 14 რეგიონი (mufazah).
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მოსახლეობა - 22 530 746 (2012)[1], აქ ცხოვრობს სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელი, მათ შორის - სუნიტი არაბები (ისინი უმრავლესობას შეადგენენ - 90 %), ქურთები (5 %), სომხები, ასურელები, ალავიტები (შიიტი მუსლიმები).
- სახელმწიფო ენა - არაბული. გავრცელებულია აგრეთვე - ქურთული, სომხური, არამეული, ფრანგული, ინგლისური.
- რელიგია - მუსლიმი 85 %, ქრისტიანი 15 %.
- დედაქალაქი - დამასკო (1.862 ათასი).
- ქალაქები - ალეპო (1.934), ჰიმსი (752), ლატაკია (417), ჰამა (380).
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რესურსები - ნავთობი, ფოსფატები, ქრომი და მანგანუმი, ასფალტი, რკინის მადანი, ქვამარილი, მარმარილო, თაბაშირი, ჰიდროენერგია.
- ექსპორტი - ნავთობპროდუქტები, ბამბა, ფოსფატები, ხილ-ბოსტნეული.
- ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 1130 $.
- ვალუტა - სირიული ფუნტი (SYP);
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კრაკ-დე-შევალიე (ჯვაროსანთა ერთ-ერთი საუკეთესო ციხე),
- პალმირა (რომაული პერიოდის ბრწყინვალე ნაქალაქარი),
- ალეპო (ციხე-სიმაგრე, მეჩეთები, მუზეუმები, სუკები).
-
წმინდა ანანიას სახელობის ეკლესია, ძველ დამასკოს ქრისტიანულ სექტორში
-
ნურ ალ-დინის მეჩეთის მინარეთი ჰამაში
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაარქივებული 2019-10-16 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Syria. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 22 April 2012.
- ↑ Human Development Index and its components. Human Development Report 2011 (PDF). ციტირების თარიღი: 2013-01-25.
- ↑ Дамаск — самая древняя живая столица в мире | Архив | Аргументы и Факты
- ↑ The World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-25. ციტირების თარიღი: 2017-01-09.
- ↑ Syria Demographics Profile 2014
|
|