შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

სლოვიანსკის ალყა — უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია დონეცკის ოლქის ქალაქ სლოვიანსკის დასაბრუნებლად პრორუსი აჯანყებულებისგან, რომლებმაც ქალაქი 2014 წლის 12 აპრილს დაიპყრეს. უკრაინელებმა სლოვიანსკი 2014 წლის 5 ივლისს, არტილერიისგან დაბომბვისა და მძიმე ბრძოლების შემდეგ, დაიბრუნეს. ბრძოლები სლოვიანსკში იყო პირველი დიდი სამხედრო შეტაკება პრორუს სეპარატისტებსა და უკრაინის სამთავრობო ძალებს შორის 2014 წლის ომის პირველ ეტაპზე. 2014 წლის 12 აპრილს, უკრაინის რევოლუციის შემდეგ, კალაშნიკოვის ავტომატებით შეიარაღებულმა ნიღბიანმა მამაკაცებმა დაიკავეს ქალაქის ადმინისტრაციის შენობა. ამ ადამიანებმა, რომლებიც დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშით თავს პრორუს მებრძოლებად აცხადებდნენ, შემდგომში მოიპოვეს კონტროლი დანარჩენ სლოვიანსკზე და დაიწყეს მისი გამაგრება. სეპარატისტების ქმედებაზე საპასუხოდ უკრაინის მთავრობამ შექმნა ანტიტერორისტული ოპერაციების ზონა (ATO) და წამოიწყო კონტრშეტევების სერია მეამბოხეების წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია დაპირისპირება და ძალადობრივი შეტაკებები. როდესაც ქალაქში დაძაბულობა გაიზარდა, აჯანყებულებმა დაიწყეს ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ტყვედ აყვანა, რამაც გამოიწვია მძევლების კრიზისი. 18 აპრილს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „სლოვიანსკი რჩება ყველაზე ცხელ წერტილად რეგიონში“. 20 აპრილს, მემარჯვენე სექტორს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ოლექსანდრ ტურჩინოვმა გასცა აჯანყებულთა მიერ კონტროლირებადი სატელევიზიო ანძის დივერსიის მოწყობის ბრძანება, რასაც მოჰყვა პირველი საბრძოლო დანაკარგები. ივნისისთვის ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 40% გაიქცა. 5 ივლისს, მას შემდეგ რაც ამბოხებულებმა დონეცკში დაიხიეს, უკრაინამ ქალაქი დაიბრუნა.

დღის სტატია

ედისონის ფონოგრაფის ნახაზები
ედისონის ფონოგრაფის ნახაზები
ფონოგრაფი (ფონო... და ბერძნ. grapho — ვწერ), მექანიკური ბგერათჩაწერისა და ბგერათწარმოების ხელსაწყო; გამოიგონა ტ. ედისონმა 1877 წელს. ბგერა იწერებოდა ლილვაკზე შემოხვეული კალის კილიტაზე (ან ცვილით დაფარულ ქაღალდის ლენტზე) მემბრანასთან დაკავშირებული ნემსით (საჭრისით), კილიტის ზედაპირს ნემსი კაწრავდა (ქმნიდა ცვალებადი სიღრმის ხრახნულ ღარაკს). ბგერათა აღწარმოების დროს ღარში მოძრავი ნემსი ირხეოდა და მასთან დაკავშირებული მემბრანა ბგერას გამოცემდა. გაუმჯობესებულ ფონოგრაფს XX საუკუნის 30-იან წლებში იყენებდნენ დიქტოფონის სახით, ფონოგრაფის საფუძველზე შექმნილი იყო გრამოფონი და პატეფონი, რომლებიც XX საუკუნის 40-50-იან წლებში შეცვალა ელექტომექანიკურმა და მაგნიტურმა ჩამწერმა, აგრეთვე აღმწარმოებელმა მოწყობილობამ (მაგ., ელექტროფონი, მაგნიტოფონი და სხვა).

დღის სურათი

ჩიაო-ლანის წყალსაცავი ტაილანდში.
ჩიაო-ლანის წყალსაცავი ტაილანდში.
ჩიაო-ლანის წყალსაცავი ტაილანდში.

19 თებერვალი — ამ დღეს...

ორბიტული სადგური მირი
ორბიტული სადგური მირი
  • 1600 : პერუს სტრატოვულკან უაინაპუტინას ამოფრქვევა ყველაზე მასშტაბური გახდა სამხრეთ ამერიკის ისტორიაში.
  • 1810 : ქუთაისში რუსული მმართველობა გამოცხადდა.
  • 1878 : თომას ედისონმა ფონოგრაფის წარმოებაზე პატენტი მიიღო.
  • 1942 : მეორე მსოფლიო ომი : ავსტრალიის ისტორიაში უცხო ძალების უდიდეს შეტევაში იაპონიის საიმპერიო ფლოტის 240 მოიერიშე ქალაქ დარვინს ბომბავს, ჩრდილოეთ ტერიტორიაზე.
  • 1959 : ბრიტანეთ-თურქეთ-საბერძნეთის სამმხრივი შეთანხმებით შეიქმნა კვიპროსის რესპუბლიკა.
  • 1986 : სსრკ-ის ორბიტული სადგური მირი (სურათზე) პირველი ხანგრძლივი კვლევითი ცენტრი გახდა კოსმოსში.
  • 2008 : ფიდელ კასტრო 49 წლიანი მმართველობის შემდეგ კუბის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი