Guerrillero Heroico
Guerrillero Heroico (ქართ. პარტიზანული ომის გმირი) — მარქსისტი რევოლუციონერის — ჩე გევარას საკულტო ფოტო, რომელზეც ის გამოსახულია თავის შავი ბერეტით, გადაიღო ალბერტო კორდამ. გადაღებულია 1960 წლის 5 მარტს, კუბის დედაქალაქ ჰავანაში, ხომალდ „ლა-კუბღის“ (ფრანგ. La Coubre) აფეთქების დროს დაღუპულთათვის პატივის მიგების ცერემონიის დროს. 1960-იანი წლების ბოლოს იგი იქცა ქარიზმატულ და სადავო კულტურულ გამოსახულებად.[1] კორდას თქმით, ფოტოს გადაღების მომენტში, მან ასახა გევარას გამომეტყველება, რომელიც სავსე იყო „აბსოლუტური ულმობელობით“,[2] სიბრაზითა და ტკივილით.[3] წლების შემდეგ, კორდა აღნიშნავდა, რომ ფოტო ასახავდა ჩეს მტკიცე და სტოიკურ ხასიათს.[4] ფოტოს გადაღებისას, გევარა 31 წლის იყო.
მერილენდის ხელოვნების ინსტიტუტ-კოლეჯმა სურათს XX საუკუნის სიმბოლო და მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ფოტო უწოდა, რითაც ხაზს უსვამს სურათის ყველგანმყოფობის ბუნებას და ფართო მოწოდებას.[5] მისი ვერსიები დახატეს, დაბეჭდეს, გააციფრულეს, ამოქარგეს, ტატუებზე დაიტანეს, ტრაფარეტები გააკეთეს, გამოასკულპტურეს თუ ამოსახეს ყველა წარმოსადგენ ზედაპირზე. როგორც ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმის ხელმძღვანელობამ განაცხადა, ფოტო იმაზე მეტად იქნა გამრავლებული, ვიდრე სხვა ნებისმიერი ფოტოგრაფიული ნამუშევარი.[6] კალიფორნიის ფოტოგრაფიის მუზეუმის დირექტორმა ჯონათან გრინმა კი ივარაუდა, რომ „კორდას ფოტო თავისი გზით მუშაობდა მთელი მსოფლიოს ენებში. ის გახდა ალფა-რიცხვითი სიმბოლო, იეროგლიფი, მყისიერი სიმბოლო. ის მისტერიულად ხელახლა ჩნდება ყველგან, სადაც კი კონფლიქტია. ისტორიაში არ არსებობს სხვა მისი მსგავსი, რომელიც ამ გზით მუშაობს“.[7]
სურათის ისტორია და თანამედროვე მსოფლიო გავლენა საფუძვლად დაედო ტირშა ზიფის 2008 წლის დოკუმენტურ ფილმს „ჩევოლუცია“,[8] ისევე როგორც მაიკლ კეისის 2009 წელს გამოსულ წიგნს „ჩეს სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ: სურათის მემკვიდრეობა“.[9]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ფოტოაპარატი Leica M2, რომლის მოდელითაც კორდამ ფოტო გადაიღო
-
კორდას ფირის ნეგატივები
-
გევარას გამოსახულება კუბის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის ფასადზე, ჰავანის რევოლუციის მოედანი.
-
პლასა ჩე ბოგოტაში
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- BBC: Che: The Icon and the Ad, by Stephanie Holmes, October 5, 2007
- CNN Video: Examining an Iconic Image დაარქივებული 2011-06-04 საიტზე Wayback Machine.
- Gallery of Pictures from The Guardian
- Guerrillero Heroico: a Brief History by Trisha Ziff
- Che Guevara Spray Paint Stencil
- Che's Afterlife: The Legacy of an Image by Michael Casey დაარქივებული 2012-10-18 საიტზე Wayback Machine. - image collection from the book
- MSNBC: Che Guevara, Revolutionary or Chic Icon? by Tyler Vaughn, August 14, 2006
- Washington Post: Che Guevara's Iconic Image Endures by Martha Irvine, Sept 23 2006
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Communists, Capitalists still buy into Iconic Che Photo, Author says დაარქივებული 2011-06-04 საიტზე Wayback Machine. by Brian Byrnes, CNN, May 5, 2009
- ↑ Jon Lee Anderson. Che Guevara : A revolutionary life. გვ. 465
- ↑ "Che Guevara: Revolutionary & Icon", by Trisha Ziff, Abrams Image, 2006, გვ. 15
- ↑ "Che Guevara: Revolutionary & Icon", by Trisha Ziff, Abrams Image, 2006, გვ. 33
- ↑ Maryland Institute of Art, referenced at BBC News, "Che Guevara photographer dies", May 26, 2001. Online at BBC News, accessed January 4, 2006.
- ↑ V&A: The story of an image, exhibition organised by UCR/California Museum of Photography. Vam.ac.uk. ციტირების თარიღი: 2011-03-05.
- ↑ Che as revolutionary and icon, by Corinna Lotz. Aworldtowin.net. ციტირების თარიღი: 2011-03-05.
- ↑ DVD Review: Chevolution დაარქივებული 2010-02-14 საიტზე Wayback Machine. by David Van Der Haeghen, DVD Town, January 16, 2010
- ↑ Brand Che: Revolutionary as Marketer’s Dream by Michiko Kakutani, The New York Times, April 20, 2009
|