ხალხური ეტიმოლოგია
ხალხური ეტიმოლოგია — სიტყვის ანალიზის გარეშე ან სიტყვის უშუალო გააზრებით მიღებული ეტიმოლოგია; მისწრაფება ამა თუ იმ სიტყვის მოტივაციისკენ; ბუნდოვანი აგებულების სიტყვათა „გააზრება“ გარეგნულად მსგავს, ნაცნობ სიტყვებთან დაკავშირების გზით. მაგალითად, სამაია (სპარს. სამა-როკვა) ქართულად ხალხური ეტიმოლოგია განიცადა და გააზრებულია, როგორც სამი ქალის ცეკვა[1]. ამ არამეცნიერულ ხალხურ ეტიმოლოგიას უპირისპირდება ენათმეცნიერების დარგი — ეტიმოლოგია.
ხალხური ეტიმოლოგიის მიზეზი ხდება ასევე სიტყვის შემადგენელი ნაწილის ვერ გააზრება.
ხალხური ეტიმოლოგიის მაგალითები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხალხური ეტიმოლოგიის შედეგად სიტყვა უფრო გასაგები ხდება. ხოლო სიტყვისშემადგენელი ნაწილი შეიძლება გახდეს ორი მიზეზის გამო გაუგებარი, ან მოძველდეს ან უცხოური ენიდან იყოს.
ქართულში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქართულში განსაკუთრებით ხშირია ხალხური ეტიმოლოგია საკუთარი სახელების „ამოცნობისას“.
- რაჭა -> რა ჭაა? (ვახუშტი ბატონიშვილი)
- ჭიათურა -> ჭიაა თუ რა?
- სამტრედია -> სამტრედო (მტრედების ადგილი).
ინგლისური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიტყვები, რომლებიც სიტყვის შემადგენელი ნაწილი მოძველდა.
- სიტყვიდან shamefast (სიტყვასიტყვით: სირცხვილში დაჭერილი; მორცხვი) ფონეტიკური მსგავსებით მივიღეთ shamefaced (მორცხვი). მიუხედავად იმისა რომ fast (რისამე ფიქსირებულად ყოფნა) არააა მოძველებული სიტყვათა მყარ შეხამებებში გაუგებარია.
სიტყვები, რომლებიც სიტყვის შემადგენელი ნაწილი უცხო ენის კუთვნილება იყო:
- causeway შეიცვალა causey-დან (ფრანგული causee) რათა სიტყვის მეორე ნაწილი მიემსგავსებინათ სიტყვისთვის way.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 425-426.