შინაარსზე გადასვლა

ცერცვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცერცვი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  პარკოსნები
ლათინური სახელი
Vicia faba
ცერცვის პარკები

ცერცვი (ლათ. Vicia faba) — ერთწლოვანი მცენარე პარკოსანთა ოჯახისა. აქვს მთავარღერძიანი ფესვი, 100-150 სმ სიმაღლის ოთხკუთხა ღრუ ღერო, წვილფრთართული უულვაშო ფოთოლი. ყვავილები თეთრი ან ვარდისფერია, ნაყოფი პარკია, 2-4 თესლიანი. ველურად არ გვხვდება. ცნობილია ცერცვის 100-ზე მეტი ჯიში, რომლებიც სამეურნეო დანიშნულების მიხედვით 2 ჯგუფად იყოფა: საკვები და სასურსათო.

საკვები ცერცვი უხვად ივითარებს მწვანე მასას, წვრილთესლიანია, მდიდარია ცილით, ნახშირწყლებით, ვიტამინებით. იყენებენ სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა საკვებად.

სასურსათო ცერცვი მსხვილნაყოფიანია, იყენებენ წვნიანი კერძების, სალათისა და სხვადასხვა საკაზმის დასამზადებლად.