ფოსტა
ფოსტა (ლათ. Posita, ინგლ. Post, იტალ. Posta, ფრანგ. Poste, პოლ. Poczta, რუს. Почта) — თავდაპირველად იუპო სადგური, სადაც ცვლიდნენ საფოსტო ცხენებსსაჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} !. ეს არის ინფორმაციისა და ნივთების გაგზავნის საშუალება. წერილობითი ინფორმაცია, როგორც წესი, კონვერტშია მოთავსებული, ხოლო ნივთები – ამანათში. საფოსტო გზავნილი შესაძლებელი გაიგზავნოს ნებისმიერ ქვეყანაში, ან მიიღოთ ნებისმიერი ქვეყნიდან ავია–ფოსტით, საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტირების საშუალებით.
საფოსტო მომსახურება თავდაპირველად იყო როგორც კერძო, ასევე სახალხო. ხოლო XIX საუკუნის შუა წლებიდან შეიქმნა ეროვნული საფოსტო სისტემები, რომლის მართვის მონოპოლია სახელმწიფოს ხელში გადავიდა და ამასთან შემოღებული იქნა წინასწარი სამომსახურეო გადასახადი თითოეულ გზავნილზე, რომლის დამადასტურებელი ნიშანი გახდა საფოსტო მარკა .
ზოგიერთ ქვეყანაში ფოსტა წერილებისა და ამანათების გაგზავნის გარდა ახორციელებს დამატებით მომსახურებებს, როგორიცაა ტელეგრაფი, სატელეფონო კავშირი, ფულადი გზავნილები და სხვა.
ფოსტა ძველად
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯერ კიდევ უძველესი დროიდან ადამიანები ერთმანეთს უგზავნიდნენ წერილობით ინფორმაციას სხვადასხვა მანძილით დაშორებული ადგილებიდან. ფოსტის, როგორც ინფორმაციის გაგზავნის საშუალება, განვითარდა წერა–კითხვის კულტურის ჩამოყალიბებასთან ერთად. ფოსტის ორგანიზებული სისტემის ჩამოყალიბება კი მოგვიანებით მოხდა.
ორგანიზებული ფოსტის არსებობის პირველი და უძველესი ფორმა წარმოიქმნა ძველ ეგვიპტეში (2400 ძვ.წ.ა.). ფარაონის ბრაძნებების გავრცელებას ეგვიპტის მთელ ტერიტორიაზე ახორციელებდნენ შიკრიკების საშუალებით. რაკი არსებობდა ფარაონის ნება, წერილობითი ბრძანებები, არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც ევალებოდათ ფარაონის ბრძანების მიტანა სხვადასხვა ადგილამდე , უსათუოდ იარსებებდა შესაბამისი ინფრასტრუქტურაც. ფოსტის ეს ფორმა აღმოცენდა ინფორმაციის გადაცემის უფრო ძველი , ზეპირსიტყვიერი მეთოდიდან, რომელიც ხორციელდებოდა მაცნეს საშუალებით.
ფოსტის მუზეუმების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აშშ ნაციონალური ფოსტის მუზეუმი, ვოშინგტონი - National Postal Museum (USA)
- ბათის ფოსტის მუზეუმი, გაერთიანებული სამეფო - The Bath Postal Museum დაარქივებული 2009-08-25 საიტზე Wayback Machine.
- ბრიტანეთის ფოსტის მუზეუმი და არქივი - The British Postal Museum & Archive
- ისრაელის ფოსის ისტორიისა და ფილატელიის მუზეუმი, თელ ავივი Alexander Museum of Postal History and Philately - Eretz Israel Museum
- კანადის ფოსტის მუზეუმი, გატინეუ, ქვებეკი - Canadian Postal Museum
- კანადის ფოსტის არქივი The Canadian Postal Archives
- საბერძნეთის ფოსტისა და ფილატელიის მუზეუმი, ათენი - Postal & Philatelic Museum of Greece დაარქივებული 2012-09-04 საიტზე Wayback Machine.
- საფრანგეთის ფოსტის მუზეუმი, პარიზი - Musée de La Poste
- შვედეთის ფოსტის მუზეუმი, სტოკჰოლმი - Postal Museum of Sweden დაარქივებული 2012-05-04 საიტზე Wayback Machine.
- ბერნის კომუნიკაციების მუზეუმი, შვეიცარია - Museum of Communication
- ჩეხოსლოვაკიის ფოსტის მუზეუმი, პრაღა - Czechoslovakia Postal Museum
- ხორვატიის ფოსტისა და სატელეკომუნნიკაციო მომსახურების მუზეუმი, ზაგრები - Croatian Postal and Telecommunications Service Museum დაარქივებული 2008-02-22 საიტზე Wayback Machine.
- ჰოლანდიის კომუნიკაციების მუზეუმი, ჰააგა
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |