შინაარსზე გადასვლა

სფაქსი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
სფაქსი
صفاقس
ქვეყანა ტუნისის დროშა ტუნისი
ვილაიეთი სფაქსი
კოორდინატები 34°44′00″ ჩ. გ. 10°46′00″ ა. გ. / 34.73333° ჩ. გ. 10.76667° ა. გ. / 34.73333; 10.76667
მერი მუჰამედ ჰაჯ ტაიები
ფართობი 56 კმ²
ცენტრის სიმაღლე 24 მეტრი
მოსახლეობა 340 000 კაცი (2005)
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 3000
ოფიციალური საიტი http://www.commune-sfax.gov.tn/
სფაქსი — ტუნისი
სფაქსი

სფაქსი (არაბ. صفاقس) — ქალაქი ტუნისში, დედაქალაქ ტუნისიდან სამხრეთ-დასავლეთით 270 კილომეტრის დაშორებით. ქალაქი დაარსდა 849 წელს, ძველი რომაული დასახლების ტაპარურის ნანგრევებზე. ამჟამად სფაქსი წარმოადგენს სფაქსის ვილაიეთის ადმინისტრაციულ ცენტრს და ის გაშენებულია გაბასის ყურის ნაპირებზე, სფაქსი ტუნისის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საპორტო ქალაქია. ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა 2005 წლის მონაცემებით 340 000 კაცს შეადგენს. სფაქსის სიახლოვეს მოიპოვებენ ფოსფატებს.

X საუკუნის ბოლოს სფაქსი გახდა დამოუკიდებელი ქალაქ-სახელმწიფო. 1148 წელს ეს ქალაქი დაიპყრო სიცილიის მეფე როჯერ II-მ და ის მხოლოდ 1156 წელს გათავისუფლდა. XVI საუკუნისთვის სფაქსი უკვე ექცევა ესპანეთის საზღვრებში. XIX საუკუნის ბოლოსთვის ტუნისი დაიპყრო საფრანგეთმა და ეს ტერიტორიაც საფრანგეთი იმპერიის შემადგენელ ნაწილად იქცა. მეორე მსოფლიო ომის დროს სფაქსი იყო ნაცისტური მხარის დასაყრდენი ტერიტორია, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ტუნისი კვლავ საფრანგეთს დაუბრუნდა. 1956 წელს ქვეყნის დამოუკიდებლობის მოიპოვების შემდეგ, სფაქსი შევიდა ახლად შექმნილი ტუნისის სახელმწიფოს შემადგენლობაში.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სფაქსი“-დან