შინაარსზე გადასვლა

ოტო ჰანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოტო ჰანი
გერმ. Otto Hahn
დაბ. თარიღი 8 მარტი, 1879(1879-03-08)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბ. ადგილი მაინის ფრანკფურტი, პრუსიის სამეფო, გერმანიის იმპერია[9]
გარდ. თარიღი 28 ივლისი, 1968(1968-07-28)[9] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (89 წლის)
გარდ. ადგილი გეტინგენი, ქვემო საქსონია, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა[9]
დასაფლავებულია გიოტინგენის სასაფლაო[10] [11]
მოქალაქეობა  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა
 გერმანიის იმპერია
 ვაიმარის რესპუბლიკა
 მესამე რაიხი
საქმიანობა ქიმიკოსი[12] , უნივერსიტეტის პროფესორი, არამხატვრული მწერალი, ბირთვული ფიზიკოსი და ავტობიოგრაფი
მუშაობის ადგილი ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, მაკგილის უნივერსიტეტი, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი, კორნელის უნივერსიტეტი და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი
ალმა-მატერი მარბურგის უნივერსიტეტი, ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი პროფესორი
მეუღლე Edith Junghans
შვილ(ებ)ი Hanno Hahn
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი, ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის, ბერლინის საპატიო მოქალაქე, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერი, Great Cross with Star and Sash of the Order of Merit of the Federal Republic of Germany, ფარადეის ლექციის პრიზი, ერნსტ რეიტერის მედალი, ალბერხტის ორდენი, ნობელის პრემია ქიმიაში[13] [14] , მაქს პლანკის მედალი, მაინის ფრანკფურტის საპატიო მოქალაქე, ჰარნაკის მედალი, ვილჰელმ ექსნერის მედალი[15] , ჰელმჰოლცის მედალი, Goethe Plaque of the City of Frankfurt, კოთენიუსის მედალი, ემილ ფიშერის მედალი[16] , ფრეზენიუსის პრემია[17] , ენრიკო ფერმის პრემია[18] , knight of the Royal House Order of Hohenzollern, General Honor Decoration, Grand Cross 1st class of the Order of Merit of the Federal Republic of Germany, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[19] , Pro Ecclesia et Pontifice, ორდენი „დამსახურებისათვის“ და Paracelsus Prize[20]
ხელმოწერა

ოტო ჰანი (გერმ. Otto Hahn; დ. 8 მარტი, 1879, მაინის ფრანკფურტი — გ. 28 ივლისი, 1968, გეტინგენი) — გერმანელი ქიმიკოსი. სწავლობდა მარბურგისა და მიუნხენის უნივერსიტეტებში, 1919–1934 პროფესორი ბერლინში. 1912-იდან მუშაობდა იმპერატორ ვილჰელმის სახელობის ქიმიის ინსტიტუტში (ბერლინში), სადაც 1938-მდე ლ. მაიტნერთან ერთად ჩაატარა გამოკვლევა (1928-იდან ამ ინსტიტუტის დირექტორი). 1946–1960მ. პლანკის საზოგადოების პრეზიდენტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, 1960-იდან — საპატიო პრეზიდენტი. ჰანის ძირითადი შრომები ეძღვნება რადიოაქტიურობის გამოკვლევას. აღმოაჩინა მრავალი იზოტოპი და ახალი რადიოაქტიური ელემენტი პროტაქტინიუმი (ლ. მაიტნერთან ერთად). პირველმა აღმოაჩინა ბუნებრივი რადიოაქტიური ელემენტების ბირთვული იზომერიის მოვლენა (1921) და ფ. შტრასმანთან ერთად (1938) ურანის ბირთვის გაყოფა ნეიტრონების მოქმედებით (ბირთვული რეაქციები). ნობელის პრემია (1944). მსოფლიოს მრავალი აკადემიის წევრი.

იყო პოლიტიკური დოქტრინის, ნაციონალ-სოციალიზმის ოპონენტი. მეორე მსოფლიო ომის დროს მუშაობდა გერმანიის ბირთვული იარაღის პროგრამაზე. ოტო ჰანი 1946 წელს იყო გერმანული სამეცნიერო ინსტიტუტის „კაიზერ ვილჰემ საზოგადოების“ ბოლო პრეზიდენტი, ხოლო 1948 წლიდან 1960 წლამდე ოფიციალურად დამოუკიდებელი და არაკომერციული ორგანიზაციის, „მაქს პლანკის საზოგადოების“ დამფუძნებელი პრეზიდენტი. ომის შემდგომ პერიოდში, ბევრი მიიჩნევდა მას როგორც დასავლეთ გერმანიის ყველაზე ცნობილ და პატივსაცემ მოქალაქედ.

ცნობილი გერმანელი ქიმიკოსი ოტო ჰანი, 1879 წლის 8 მარტს მაინის ფრანკფურტში დაიბადა. იყო „გლასბაუ ჰანის კომპანიის“ დამფუძნებლის ჰეინრიხ ჰანის (1845-1922) და ჩარლოტა ჰანის (1845-1905) უმცროსი ვაჟი. მას დედის პირველი ქორწინებიდან ჰყავდა უფროსი ნახევარ ძმა, სახელად კარლი, და ასევე ორი უფროსი ძმა ჰეინერი და ჯულიუსი. ისინი ერთად მამის სახელოსნოს ზემოთ ცხოვრობდნენ. ოჯახის სამმა უმცროსმა შვილმა განათლება ფრანკფურტში მიიღო. 15 წლის ასაკში ოტო ჰანმა დიდი ინტერესი გამოიჩინა ქიმიის მიმართ, იგი ხშირად ატარებდა მარტივ ქიმიურ ექსპერიმენტებს თავის სახლში. მამამისს სურდა რომ ოტოს არქიტექტურა შეესწავლა, რადგან მის მფლობელობაში რამდენიმე ბიზნესისთვის გამოსადეგარი ფართი შედიოდა, თუმცა ოტოს ინტერესები განსხვავებული იყო, მან დაარწმუნა მამამისი რომ მისი ამბიცია ინდუსტრიული ქიმიკოსობა იყო.[21]

1897 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ, მან ქიმიის შესწავლა გერმანიის ერთ-ერთ უძველეს უნივერსიტეტში, მარბურგის უნივერსიტეტში გადაწყვიტა. ჰანი უნივერსიტეტში სწავლის დროს შეუერთდა სტუდენტურ „ბუნებისმეტყველების და მედიცინის ასოციაციას“, რომელიც დღეს „Coburger Convent der akademischen Landsmannschaften und Turnerschaften“-ის სახელწოდებითაა ცნობილი. მან თავისი სასწავლო მესამე და მეოთხე სემესტრი მიუნხენის უნივერსიტეტში გაატარა, სადაც იგი ორგანულ ქიმიას გერმანელი ქიმიკოსის ადოლფ ვონ ბაიერის დახმარებით დაეუფლა, ხოლო ფიზიკურ ქიმიას ფრიდრიხ ვილჰემ მუთმენის დახმარებით. იგი აქ არაორგანულ ქიმიასაც სწავლობდა, ამ საგანში მისი მასწავლებელი გერმანელი ქიმიკოსი კარლ ანდრეას ჰოფმანი იყო. მოგვიანებით მან სადიზერტაციო ნაშრომი კლასიკური ორგანული ქიმიის ერთ-ერთ თემაზე დაწერა, და 1901 წელს მარბურგის უნივერსიტეტისგან მიენიჭა დოქტორის ხარისხი. მას შემდეგ რაც ოტომ თავისი სამხედრო მოვალეობა შეასრულა, იგი მარბურგის უნივერისტეტში დაბრუნდა, სადაც ორი წლის განმავლობაში იყო თავისი აკადემიური მრჩეველის და გერმანელი ქიმიკოსის თეოდორ ზინკეს ასისტენტი.[22][23]

რადიო თორიუმის და სხვა „ახალი ელემენტების“ აღმოჩენა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰანის კარიერული ამბიციები კვლავ ინდუსტრიაში მუშაობა იყო. მან სამუშაო შეთავაზება Kalle & Co-ს დირექტორისგან ეუგენ ფიშერისგან მიიღო, (ეუგეენ ფიშერი იყო გერმანელი ორგანული ქიმიკოსის და ნობელის პრემიის ლაურეატის ჰანს ფიშერის მამა), თუმცა სამსახურის ერთ-ერთი წინაპირობა იყო ის რომ ოტო ჰანს მუშაობის პერიოდში სხვა ქვეყანაში უნდა ეცხოვრა. მას შემდეგ რაც იგი ინგლისურ ენას კარგად დაეუფლა მან მუშაობა 1904 წელს „ლონდონის საუნივერსიტო კოლეჯში“ დაიწყო, სადაც იგი სერ უილიამ რამზაის დაკვეთით მუშაობდა (უილიამ რამზაი ცნობილია ინერტული გაზის აღმოჩენით). აქ ჰანი რადიო ქიმიაზე მუშაობდა, იმ დროს რადიოქიმია ახალი სფერო იყო. 1905 წელს, რადიუმზე მუშაობისას მან ახალი ნივთიერება აღმოაჩინა, რომელსაც რადიოთორიუმი უწოდა (თორიუმი-228), იმ დროს ფიქრობდნენ რომ თორიუმი რადიოაქტიური ელემენტი იყო.[22](სინამდვილეში მან კარგად ცნობილი ქიმიური ელემენტის, თორიუმის იზოტოპი აღმოაჩინა; ჰანის აღმოჩენილი მასალის იზოტოპობა 1913 წელს ბრიტანელმა ქიმიკოსმა ფრედერიკ სოდიმ დაამტკიცა.) [24] როდესაც უილიამ რამზაის ინსტიტუტში კიდევ ერთი ახალი ელემენტი აღმოაჩინეს, იგი ენთუზიაზმით ცდილობდა რომ აღმოჩენის გზების მეთოდები გამოეცხადებინა. 1905 წლის 16 მარტს სამეფო საზოგადოების შეხვედრაზე მან ახალი ელემენტის აღმოჩენაზე და ჰანის რადიოთორიუმზე ისაუბრა.[25]

ოტო ჰანმა თავისი სამეცნიერო შედეგები სამეფო საზოგადოების ჟურნალში 1905 წლის 24 მარტს გამოაქვეყნა.[26]ეს იყო 250-ზე მეტი თავისი გამოქვეყნებული პუბლიკაციიდან პირველი სტატია, რომელიც რადიოქიმიას ეხებოდა.[27]ლონდონში მოღვაწეობის ბოლო პერიოდში რაიმზაიმ ჰანს მის სამომავლო გეგმებზე ჰკითხა და უთხრა მას რომ რადიოქიმიას ნათელი მომავალი ჰქონდა, და ისეთი ადამიანი რომელსაც ახალი რადიოაქტიური ელემენტი აღმოეჩინა ბერლინის უნივერსიტეტში უნდა წასულიყო. რამზაიმ გერმანელ ქიმიკოსს და ბერლინის უნივერსიტეტის ქიმიის ინსტიტუტის მთავარს ემილ ფიშერს მისწერა, ფიშერმა მას უთხრა რომ ოტო ჰანს შეეძლო აქ მუშაობა, თუმცა ვერ იქნებოდა პრივატზენტი, რადგან აქ რადიოქიმია არ ისწავლებოდა. ჰანმა გადაწყვიტა რომ ამ თემაზე უფრო მეტი ინფორმაცია გაეგო და მან ბრიტანელ ფიზიკოსს ერნესტ რუზერფორდს მისწერა, რის შედეგადაც რუზერფორდმა ჰანი ასისტენტად აიყვანა.

1905 წლის სექტემბრიდან 1906 წლამდე ჰანი რუზერფორდთან ერთად კანადაში, მაკგილის უნივერსიტეტის ფიზიკის შენობაში მუშაობდა. სადაც სკეპტიკური დამოკიდებულება იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არსებობდა რადიო თორიუმი. ამერიკელი პიონერი და რადიოქიმიკოსი ბერტრამ ბოლტვუდი თორიუმს იქსს და სისულელის ნაერთს უწოდებდა, თუმცა იგი მოგვიანებით დარწმუნდა იმაში რომ რადიო თორიუმი მართლაც არსებობს. მაგრამ ჰანის და ბოლტვუდის აზრი თორიუმის ნახევრად დაშლის პერიოდზე განსხვავებული იყო. ბრიტანელმა ფიზიკოსმა, ქიმიკოსმა და მათემატიკოსმა უილიამ ჰენრი ბრეგმა და ავსტრალიელმა ფიზიკოსმა რიჩარდ კლემანმა აღნიშნეს რომ რადიოაქტიური ნივთიერებებისგან გამოსხივებულ ალფა ნაწილაკებს, ყოველთვის ერთნაირი ენერგია აქვთ, რაც აადვილებს მათი ამოცნობის მეორე გზის პოვნას. მოგვიანებით, ჰანმა რადიო თორიუმის ალფა ნაწილაკების გამყოფის გაზომვა გადაწყვიტა.

1911 წლის ივნისში, შჩეცინის კონფერენციაზე იგი პირველად შეხვდა ედით იუნგენნს, იუნგენი ბერლინის ხელოვნების სამეფო სკოლის სტუდენტი იყო. მოგვიანებით ისინი ერთმანეთს ბერლინში კიდევ შეხვდნენ, ხოლო 1913 წლის მარტს, ედითის მშობლიურ ქალაქ შჩეცინში დაქორწინდნენ. ედითის მამა პოლ ფერდინანდ იუნგენი მაღალი რანკის წოდების ადვოკატი და შჩეცინის, ქალაქის პარლამენტის პრეზიდენტი გარდაცვალებამდე, 1915 წლამდე იყო. წყვილმა თაფლობისთვე იტალიაში, გარდის ტბის მახლობლად გაატარეს, შემდეგ ესტუმრეს ვენასა და ბუდაპეშტს, სადაც ისინი უნგრელ რადიოქიმიკოსთან და ნობელის პრემიის ლაურეატთან, დიერდ ჰევეშისთან ერთად დარჩნენ.[28]

მათი ერთადერთი შვილი ჰენო ჰანი 1922 წლის 9 აპრილს დაიბადა. 1942 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, მსახურობდა არმიაში, სადაც მან ერთ-ერთი საბრძოლო ქმედების დროს მკლავი დაკარგა. იგი მოგვიანებით რომში გახდა ცნობილი ისტორიკოსი და მკვლევარი არქიტექტორი. 1960 წლის აგვისტოში, საფრანგეთში მოგზაურობისას იგი ავტოავარიის შედეგად მეუღლესთან და ასისტენტთან ერთად დაიღუპა.

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Spence R. Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. 5.0 5.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  6. 6.0 6.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  7. 7.0 7.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  8. 8.0 8.1 Munzinger Personen
  9. 9.0 9.1 9.2 Ган Отто // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  10. https://www.friedhofguide.de/grab/deutschland/G%C3%B6ttingen/Stadtfriedhof+G%C3%B6ttingen/Otto+Hahn+08.03.1879_28.07.1968
  11. Find a Grave — 1996.
  12. Deutsche Nationalbibliothek Record #118544853 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  13. http://www.nobelprize.org/nobel_prizes/chemistry/laureates/1944/
  14. https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
  15. https://www.wilhelmexner.org/en/medalists/
  16. https://en.gdch.de/gdch/prizes-and-awards/gdch-awards/emil-fischer-medal.html
  17. https://en.gdch.de/gdch/prizes-and-awards/gdch-awards/fresenius-award.html
  18. https://science.osti.gov/fermi/Award-Laureates
  19. List of Royal Society Fellows 1660-2007ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 152.
  20. https://scg.ch/component/page/paracelsus
  21. Hahn 1966, pp. 2–6.
  22. 22.0 22.1 Hahn 1966, pp. 7–11.
  23. Spence 1970, pp. 281–282.
  24. Hughes, Jeff (29 December 2008). „Making isotopes matter: Francis Aston and the mass-spectrograph“. Dynamis. 29: 131–165. doi:10.4321/S0211-95362009000100007. ISSN 0211-9536.
  25. Hoffmann 2001, p. 35.
  26. Hahn, Otto (24 May 1905). „A new radio-active element, which evolves thorium emanation. Preliminary communication“. Proceedings of the Royal Society of London. Series A, Containing Papers of a Mathematical and Physical Character. 76 (508): 115–117. doi:10.1098/rspa.1905.0009. ISSN 0950-1207.
  27. Spence 1970, p. 303-313 for a full list
  28. Spence 1970, p. 286.