ლარს ონსაგერი
ლარს ონსაგერი (ინგლ. და ნორვ. Lars Onsager; დ. 27 ნოემბერი, 1903, კრისტიანია, ახლანდ. ოსლო — გ. 5 ოქტომბერი, 1976, კორალ-გეიბლზი, ფლორიდა) — ნორვეგიელი და ამერიკელი ფიზიკოს-თეორეტიკოსი და ფიზიკოს-ქიმიკოსი, აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი (1947). ნობელის პრემიის ლაურეატი (1968).[25]
1925 წელს დაამთავრა ნორვეგიის უმაღლესი ტექნიკური სკოლა (ტრონჰეიმი). სტაჟირება გაიარა დანიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში. 1928 წლიდან მუშაობდა აშშ-ში: ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტში (ბალტიმორი), ბრაუნის უნივერსიტეტში (პროვიდენსი), იელის უნივერსიტეტში (1933–1972, პროფესორი 1940 წლიდან), მაიამის უნივერსიტეტში (1972 წლიდან).[25]
ძირითადი ნაშრომები ეხება შეუქცევადი პროცესების თეორიას, ფაზური გადასვლების თეორიას, ელექტროლიტების თეორიას. განიხილა (1926) იონთაშორისი ძალების გავლენა ხსნარების სიბლანტეზე. გამოიყვანა (1926) ელექტროგამტარობის განტოლება, რომელიც მისი სახელითაა ცნობილი. განსაზღვრა (1928) ძლიერი ელექტროლიტების დისოციაციის ჭეშმარიტი ხარისხი. განავითარა (1936) პოლარული სითხეების დიელექტრიკული შეღწევადობის მოლეკულური თეორია. ჩამოაყალიბა (1931) კინეტიკური კოეფიციენტების სიმეტრიის პრინციპი (ონსაგერის თეორემა) და მის საფუძველზე ააგო არაწონასწორული პროცესების თერმოდინამიკის თეორია. დაამტკიცა, რომ ურთიერთქმედების თანაფარდობები ეკვივალენტურია უფრო ზოგადი უმცირესი დისიპაციის პრინციპისა, რომლის თანახმადაც ენტროპიის ზრდის სიჩქარე სტაციონარულ შეუქცევად პროცესებში მინიმალურია. მაგნიტურ მასალებში ფაზური გადასვლების განხილვისას, პირველმა მიიღო (1942, გამოქვეყნდა 1944 წელს) იზინგის ორგანზომილებიანი ამოცანის ზუსტი ამოხსნა (იხ. იზინგის მოდელი), რომელიც წინასწარმეტყველებს სითბოტევადობის ლოგარითმულ დამოკიდებულებას ტემპერატურაზე კრიტიკული წერტილის მახლობლობაში. შემოგვთავაზა (1949) კვანტური გრიგალების თეორია ზედენად ჰელიუმში.[25]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Leidse Hoogleraren
- ↑ 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ Fisher M. E. Lars Onsager: November 27, 1903–October 5, 1976 // J. Stat. Phys. / J. Lebowitz — Springer Science+Business Media, 1995. — Vol. 78, Iss. 1-2. — P. 605–640. — ISSN 0022-4715; 1572-9613 — doi:10.1007/BF02183371
- ↑ Niss M. History of the Lenz-Ising Model 1920?1950: From Ferromagnetic to Cooperative Phenomena // Arch. Hist. Exact Sci. — Springer Science+Business Media, 2004. — Vol. 59, Iss. 3. — P. 267–318. — ISSN 0003-9519; 1432-0657 — doi:10.1007/S00407-004-0088-3
- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ https://link.springer.com/content/pdf/10.1007%2F978-94-007-7799-6_13.pdf
- ↑ https://link.springer.com/content/pdf/10.1007/s000160050042.pdf
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ 13.0 13.1 Famous Norwegians
- ↑ D. E Logan, Y. H Szczech, M. A Tusch Onsager Reaction Field Theory of the Heisenberg Model // Europhys. Lett. — France: EDP Sciences, 1995. — Vol. 30, Iss. 5. — P. 307–312. — ISSN 0295-5075; 1286-4854 — doi:10.1209/0295-5075/30/5/010
- ↑ Open Source Science? — 2008.
- ↑ http://www.nndb.com/cemetery/671/000208047/
- ↑ The Nobel Prize in Chemistry 1968 — Nobel Foundation.
- ↑ Table showing prize amounts — Nobel Foundation, 2019.
- ↑ https://chicagoacs.org/Willard_Gibbs_Award
- ↑ https://www.amacad.org/rumford-prize-recipients
- ↑ https://gsas.yale.edu/documents/wilbur-cross-medalists-1966-2023-year
- ↑ https://www.acs.org/funding/awards/peter-debye-award-in-physical-chemistry/past-recipients.html
- ↑ List of Royal Society Fellows 1660-2007 — ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 266.
- ↑ 25.0 25.1 25.2 Онсагер (Онзагер) Ларс // Большая российская энциклопедия. т. 24. — М., 2014. — стр. 213.
- დაბადებული 27 ნოემბერი
- დაბადებული 1903
- გარდაცვლილი 5 ოქტომბერი
- გარდაცვლილი 1976
- ნობელის პრემიის ლაურეატები ქიმიაში
- ლონდონის სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრები
- ამერიკელი ფიზიკოსები
- ნორვეგიელი ფიზიკოსები
- ამერიკელი ნობელის პრემიის ლაურეატები
- ნორვეგიელი ნობელის პრემიის ლაურეატები
- იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოების წევრები
- აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები