ოგადენი
რეგიონი | |||
---|---|---|---|
ოგადენი ამჰ. ኦጋዴን სომალ. Ogaden | |||
| |||
ქვეყანა | ეთიოპია | ||
კოორდინატები | 7°16′48″ ჩ. გ. 44°18′00″ ა. გ. / 7.28000° ჩ. გ. 44.30000° ა. გ. | ||
ფართობი | 200 000 კმ² | ||
მოსახლეობა | 4 439 147 კაცი (2007) | ||
სიმჭიდროვე | 22,196 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+3]] | ||
ოგადენი (ამჰ. ኦጋዴን, სომალ. Ogaden) — ტერიტორია ეთიოპიის აღმოსავლეთში, სადაც ცხოვრობენ სომალელები და რომელიც იყო სადავო ტერიტორია ეთიოპიასა და სომალის შორის 1970-იან წლებში. ადმინისტრაციული თვალსაზრისით შეესაბამება ეთიოპიის თანამედროვე სომალის რეგიონს. ტერიტორიის ფართობია დაახლოებით 200 000 კმ², ესაზღვრება ჯიბუტის, კენიას და სომალის[1]. რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ჯიჯიგა. ოგადენი — ესაა პლატო, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან აღწევს: 1500 მეტრს ჩრდილო-დასავლეთით, სამხრეთის საზღვრის გასწვრივ სიმაღლე ეცემა 300 მეტრამდე. ოგადენის რაიონები სიმაღლით 1400 მეტრიდან 1600 მეტრამდე ხასიათდება, როგორც ნახევრადმშრალი, აქ მოდის 500—600 მმ ნალექი წელიწადში. ოგადენის დანარჩენი ნაწილისთვის უფრო ტიპური ნალექების რაოდენობაა 350 მმ და ნაკლები. მისი პეიზაჟი შედგება მსხვილი ბუჩქნარისგან, ტყიანი მდელოებისგან და ბორცვებისგან[2]. ბოლო წლებში ოგადენში აღინიშნება ნალექების რაოდენობის შემცირება, რასაც თავის მხრივ მოაქვს დიდი გვალვების რაოდენობის ზრდა: ყველაზე უფრო გვალვიანი წლები იყო 1984, 1985, 1994, 1999 და 2000 წლები. ოგადენელი მესაქონლეების მტკიცებით, გვალვების გამო მათ დაკარგეს საკუთარი პირუტყვის საერთო რაოდენობის დაახლოებით 70-90 %[3].
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცოტა ისტორიული ტექსტები თუ არსებობს იმის შესახებ, თუ რომელი ხალხი ცხოვრობდა თანამედროვე ეთიოპიის ოგადენის რეგიონის ტერიტორიაზე. ოგადენი იყო მუსულმანური სულთანატის ნაწილი XIII საუკუნეში და XIV საუკუნის დასაწყისში. სულთანატის საზღვრები ვრცელდებოდა ეთიოპიის ორ ოლქზე: შოაზე და ადის-აბებაზე. მოგვიანებით ოგადენში გამოჩნდა თავისა საკუთარი სახელმწიფო — ადალი, რომელიც არსებობდა XIV საუკუნის ბოლოდან XIX საუკუნის ბოლო მეოთხედამდე. ადალის სულთნებსა და აბისინიის მმართველებს შორის მთელი ამ დროის განმავლობაში მიმდინარეობდა კონფლიქტი. XVI საუკუნის პირველ ნახევარში, აბისინიის ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიპყრო ადალის სასულთნომ. სომალელი მეთაური — აჰმად იბნ იბრაჰიმ ალ-ღაზი ადალიდან, ხელმძღვანელობდა აბისინიური მიწების დაპყრობას.[4] XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში ოგადენი დაიპყრო ეთიოპიის იმპერატორმა — მენელიკ II-მ. 1897 წელს ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ოგადენი შევიდა ეთიოპიის შემადგენლობაში.[5]
1936 წელს იტალია-ეთიოპიის მეორე ომში იტალიის გამარჯვების შემდეგ ოგადენი შეუერთდა იტალიის სომალის. სომალელები (ოგადენის მკვიდრი მოსახლეობა) დიდი აღფრთოვანებით შეხვდნენ იმ რაიონებთან გაერთიანებას, სადაც ასევე სომალელები ცხოვრობდნენ[6]. 1945 წელს ეთიოპიამ თხოვნით მიმართა დიდ ბრიტანეთს და აშშ-ს, ეთიოპიის მთავრობას სურდა უკან დაებრუნებინა ოგადენი და ერიტრეა. მაგრამ ეთიოპიის თხოვნა დარჩა ყურადღებამიუქცეველი და ეს რეგიონები დარჩნენ დიდი ბრიტანეთის კონტროლ ქვეშ. მოლაპარაკებების შედეგებით ოგადენი ეთიოპიას დაუბრუნდა 1954 წელს.[7]
1970-იანი წლების ბოლოს ოგადენში განახლდა შიდა არეულობები. დასავლეთ სომალის განთავისუფლების ფრონტმა ეთიოპიის მთავრობის წინააღმდეგ დაიწყო პარტიზანული მეთოდებით ბრძოლა. სომალის რესპუბლიკის მთავრობამ მხარი დაუჭირა ამბოხებულებს და ომი გამოუცხადა ეთიოპიას, რის შედეგადაც დაიწყო ოგადენის ომი. ომში საბოლოოდ გაიმარჯვა ეთიოპიამ და ოგადენი კვლავ დაუბრუნდა ქვეყნის კონსტიტუციურ ველს.
2007 წელს ეთიოპიამ შეიყვანა ჯარი ოგადენში, მას შემდეგ, რაც სეპარატისტებმა დახოცეს ნავთობის მომპოვებელი ობიექტის ათობით სამოქალაქო მომსახურე და დაცვის თანამშრომელი[8]. ამბოხებულთა მთავარ დაჯგუფებას ახლა ჰქვია ოგადენის ეროვნული განთავისუფლების ფრონტი, რომლის მიზანია ეთიოპიის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა. ოგადენში მცხოვრები ზოგიერთი სომალელი ამტკიცებს, რომ ეთიოპელი მეომრები კლავენ მშვიდობიან მაცხოვრებლებს, ძარცვავენ და აყაჩაღებენ ბევრ ეთნიკურ სომალელს და ახორციელებენ დანაშაულებრივ ქმედებებს მესაქონლეების მიმართ რეგიონში. ზოგიერთი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია ბრალს დებს ეთიოპიის რეჟიმს დანაშაულებების განხორციელებაში ოგადენის ეთნიკური უმრავლესობის წინააღმდეგ. ეს მტკიცებულებები აისახა Human Rights Watch-ის უახლოეს მოხსენებაში[9]. სხვა მოხსენებებმა რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ გვაჩვენა, რომ ამბოხებულები ოგადენში ასევე იბრძვიან ყოველგვარი წესების გარეშე, ახორციელებენ ეთიოპელების ავტოკოლონების აფეთქებებს და ამ რეგიონში კლავენ ეთიოპიის ხელისუფლების წარმომადგენლებს.[10][11] ამავე დროს აშშ-ის წარმომადგენლებმა ოფიციალურად განაცხადეს იმის შესახებ, რომ ეთიოპიის ჯარი ხოცავდა მშვიდობიან მაცხოვრებლებს, აწამებდა სამოქალაქო პირებს და ახორციელებდა სხვა დანაშაულებებს ოგადენის მოსახლეობის წინააღმდეგ[12].
ეკოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამ რეგიონში ისტორიულად ბინადრობდნენ დღეისათვის გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი აფთრისებრი ძაღლი, რომელიც იქ თითქმის უკვე აღარ არსებობს.[13]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Gebru Tareke, "The Ethiopia-Somalia War of 1977 Revisited, " in Board of Trustees, Boston University, The International Journal of African Historical Studies. Boston University African Studies Center, 2000, p. 636.
- ↑ Ayele Gebre-Mariam, The Critical Issue of Land Ownership დაარქივებული 2020-03-03 საიტზე Wayback Machine. , Working Paper No. 2 (Bern: NCCR North-South, 2005), p. 12 (accessed 19 January 2009)
- ↑ CHF International, Grassroots Conflict Assessment in the Somali Region დაარქივებული 2011-07-26 საიტზე Wayback Machine. (Aug. 2006), p. 12 (accessed 12 December 2008)
- ↑ A History of the Ogaden (Western Somali) Struggle for Self — Determination, first edition (London:Mohamed Abdi, 2007), pp. 4-12.
- ↑ Bahru Zewde, A History of Modern Ethiopia (London: James Currey, 1991), p. 113.
- ↑ Bahru Zewde, p. 180.
- ↑ Bahru Zewde, p. 181.
- ↑ Ethiopian Rebels Kill 70 at Chinese-Run Oil Field — New York Times
- ↑ Ethiopia: Crackdown in East Punishes Civilians|Human Rights Watch. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-18. ციტირების თარიღი: 2016-01-01.
- ↑ Ethiopia Ogaden rebels blast report on killing civilians — Sudan Tribune: Plural news and views on Sudan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-09. ციტირების თარიღი: 2016-01-01.
- ↑ Ogaden’s ONLF rebels accused of killing civilians in southern Ethiopia — Jimma Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-11. ციტირების თარიღი: 2016-01-01.
- ↑ SAGH Testimony on Ethiopia, Ogaden, Somalia (Pham).02-10-07. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-27. ციტირების თარიღი: 2016-01-01.
- ↑ African Wild Dog (Lycaon pictus) — photo/images/information — GlobalTwitcher.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-09. ციტირების თარიღი: 2016-01-01.