ნოემბერი
<< | ნოემბერი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
2024 |
ნოემბერი (ლათ. November) — გრიგორიანული კალენდრის მეთერთმეტე თვე. ნოემბერში 30 დღეა.
სახელი ეწოდა იმ ფაქტის გამო, რომ იგი იყო მეცხრე თვე რომაული კალენდრისა (ლათინურად novem — ცხრა), როდესაც წელი იწყებოდა მარტში. ქართული წარმართული კალენდრით — ტირისკონი (ტირისკნისი), ქართული ხალხური სახელწოდებაა გიორგობისთვე, აგრეთვე ჭინკობისთვე.
ნოემბერი არის შემოდგომის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და გაზაფხულისა — სამხრეთ ნახევარსფეროში.
ნოემბრის ზოდიაქოს ნიშნები ღრიანკალი და მშვილდოსანი.
ნოემბერი იწყება კვირის იმავე დღეს, რითაც მარტი, გარდა ნაკიანი წლისა — თებერვალი.
ტირისკონი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კორნელი კეკელიძე ტირისკონს 5 ოქტომბერი — 3 ნოემბერით საზღვრავდა[1].
კ. კეკელიძის აზრით[2] უნდა იყოს „ტირისკანი“ და არა „ტირისკონი“. ტირისკანი იყოფა „ტირის“ და „კანი“ ნაწილებად. პირველი ნაწილი „ტირის“ არის სახელწოდება ძველი ირანული თვის „Tiris“, საიდანაც მომდინარეობს, როგორც ახალსპარსული მეოთხე თვის სახელი „ტირ“, ასევე კაპადოკიური „Tirix-Τήρι-Τειρει“ და სომხური „ՏՐԷ“ (აქაც მეოთხე თვეა). მეორე დაბოლოება „კანი“ არის ირანულ-სომხური დაბოლოებაა, როგორც მაგალითად ირანული „ფროტი-კან“, ანდა შემდგომი „ფროტი-გან“, კაპადოკიურად „მითრაკან“, სომხური „მეჰეკან“ და „აჰეკან“.
„წელთა მათ სუფევისა ნუმერიანოსისთა და მსაჯულობასა თეოდორჱსსა, თთუესა ტირისკნისასა ოცდახუთსა[3].“
|
„იქმნა წამებაჲ ესე სამგზის სანატრელთა მოწამეთაჲ წელთა დიოკლიტიანესთა ნიკომიდია ქალაქსა ტირისკნისასა ხუთსა[4].“
|
ნოემბრის მნიშვნელოვანი მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1558 : ელიზაბეთანური ერა იწყება — ინგლისის დედოფალი ელიზაბეთ I გახდა.
- 1869 : ეგვიპტეში სუეცის არხის, რომელიც აკავშირებს ხმელთაშუა და წითელ ზღვებს, გახსნის საზეიმო ცერემონია მოეწყო.
- 1911 : ბრძოლაში თვითმფრინავიდან პირველი ბომბი გადმოაგდეს თურქეთ-იტალიის ომის დროს.
- 1918 : პირველი მსოფლიო ომი დასრულდა — გერმანია ხელს აწერს დაზავებაზე მოკავშირეებთან.
- 1922 : ჰოვარდ კარტერი, ტუტანხამონის აკლდამას ხსნის.
- 1940 : ჰოლოკოსტი — პოლონეთში ნაცისტები ვარშავის ებრაელთა გეტოს გარე სამყაროსგან იზოლირებულს ხდიან.
- 1942 : მმო — სტალინგრადის ბრძოლა — საბჭოთა ძალები იწყებენ კონტრშეტევებს სტალინგრადთან სახელწოდებით „ოპერაცია ურანუსი“.
- 1945 : ნიურნბერგის პროცესი — სასამართლო პროცესი 24 ნაცისტი ომის კრიმინალის წინააღმდეგ იწყება ნიურნბერგის იუსტიციის სასახლეში.
- 1989 : ცივი ომი — ხავერდოვანი რევოლუცია — ხანგრძლივი პროტესტების საპასუხოდ ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური პარტია მთავრობაზე მონოპოლიას თმობს.
- 1989 : ბერლინის კედლის გამშვები პუნქტები იხსნება და მოქალაქეებს ეძლევათ საშუალება გადავიდნენ დასავლეთით. ამის შემდეგ გერმანელებმა დაიწყეს კედლის ნგრევა.