მაისი
<< | მაისი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 | ||
2024 |
მაისი (ლათ. Maius) — გრიგორიანული კალენდრის მეხუთე თვე. მასში 31 დღეა.
სახელი ეწოდა ნაყოფიერების რომაული ღვთაების, მერკურის დედის, მაიას მიხედვით. მაისის ძველქართული სახელწოდებაა ვარდობისა, ვარდობისთვე.
მაისი არის გაზაფხულის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და შემოდგომისა — სამხრეთ ნახევარსფეროში.
მაისის ზოდიაქოს ნიშნებია კურო და მარჩბივი.
არცერთი თვე არ იწყება კვირის იმ დღით, რითაც მაისი.
ვარდობისა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კორნელი კეკელიძე ვარდობისას 3 აპრილი — 2 მაისით საზღვრავდა[1].
კ. კეკელიძის აზრით[2] „ვარდობისაჲ“ (თთუე) წმინდა ქართული სახელია, რომელიც აღნიშნავს ვარდის ან ზოგადად ყვავილის გაშლის სეზონს. ამიტომაცაა რომ მას ბიბლიის ძველ ვერსიებში ეწოდება აგრეთვე „თვე ყვავილობისაჲ“[3]. ვარდობისა და ყვავილობის თვის შესატყვისად ბიბლიის სხვა ადგილებში გამოიყენება თთუე ახალთაჲ ანუ ახლისაჲ[4], რაც უდრის ბერძნული ბიბლიის — „έν μηνί τών“, სლავურის — „месяц новых плодов“, ხოლო ებრაულ ბიბლიაში, აქედან რუსულშიც, ამ სახელებს უდრის თვის სახელი „ავივ“.
„ჟამსა მას თთჳსა ვარდობისასა, რამეთუ თთუესა მას ყუავილობისასა გამოხუედ შენ ქუეყანით ეგჳპტით[5].“
|
„და კუალად ტანჯვაჲ ვარდობისა თთუესა ათცხრამეტსა[6].“
|
„თთუესა ივნისსა კთ. ჴსენებაჲ წმიდათა მოციქულთა პეტრჱსი და პავლჱსი ჰრომეს შინა უწინარჱს რვისა დღისა ვარდობისა[7].“
|
საყურადღებოა, რომ ებრაელების მეორე თვეს, რომელიც დაახლოებით იმავე სეზონში მოდიოდა, ეწოდება „ზიფ“, რაც ყვავილთა თვეს ნიშნავს.
„თთუესა შინა ზიფს, თთუესა მეორესა[8].“
|
მაისის მნიშვნელოვანი მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება] ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 367.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ კ. კეკელიძე, „ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“, ტ. 1, გვ. 116
- ↑ კ. კეკელიძე, „ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“, ტ. 1, გვ. 101
- ↑ გამოსვლ. 34, 18
- ↑ ბაქარის გამოც. გამოსვლ. 13, 4; 23, 15; 34, 18; მეორე შჯ. 16, 1
- ↑ გამოსვლ. 34, 18. ხელნაწ. №1207
- ↑ „შუშანიკის მარტვილობა“, ი. აბულაძის გამოცემა, გვ. 46
- ↑ ხელნაწ. ათონ. № 57, გვ. 29, სინას მთის № 83, ფ. 174
- ↑ 3 მეფ. 6, 37