ნიკოლოზ V (პაპი)
იერსახე
ნიკოლოზ V (ლათ. Nicolaus PP. V; დ. 15 ნოემბერი, 1397 — გ. 24 მარტი, 1455) — რომის პაპი 1447-1455 წწ.
ექიმის შვილი; შინამასწავლებელი იყო ფლორენციელი მდიდრების სტროცისა და ალბიცის სახლებში. აღზევდა ევგენი IV-ის დროს. ოსმალთა მიერ კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ ცდილობდა ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობას, მაგრამ უშედეგოდ, თუმცა ამ მოწოდების შედეგად იტალიური სახელმწიფოების უმრავლესობამ თავდაცვითი და შეტევითი ხასიათის კავშირი შეკრეს (ლოდის ლიგა, 1455). იგი პირველი ჰუმანისტია პაპის ტახტზე. ანტიკურობის მოყვარული და კარგი მცოდნე იყო.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 434.
- "The Historical Encyclopedia of World slavery", Editor Junius P. Rodriguez, ABC-CLIO, 1997, ISBN 0874368855
- "That the world may believe: the development of Papal social thought on aboriginal rights", Michael Stogre S.J, Médiaspaul, 1992, ISBN 2890395499
- "A violent evangelism", Luis N. Rivera, Luis Rivera Pagán [1] დაარქივებული 2011-07-28 საიტზე Wayback Machine. , Westminster John Knox Press, 1992, ISBN 0664253679
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Encyclopædia Britannica 1911
- Catholic Encyclopedia 1908: Nicholas V.
- Full text of his Papal Bull Pontifex Romanus in English translation :
წინამორბედი: ევგენიუს IV |
რომის პაპი 1447 — 1455 |
შემდეგი: კალიქსტუს III |