შინაარსზე გადასვლა

ვიქტორ I (პაპი)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიქტორ I

ვიქტორ I (ლათ. Victor; დ. უცნობია — გ. 199) — რომის პაპი 189–199 წლებში. კათოლიკური ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე 28 ივლისი. დაიბადა ჩრდილოეთ აფრიკაში. გადათარგმნა ღვთისმსახურება ბერძნულიდან ლათინურ ენაზე. ის იბრძოდა იმისათვის, რომ ქრისტიანული აღდგომა ებრაულს არ დაკავშირებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით ის ებრძოდა აღმოსავლურ ეკლესიას. რომში პარასკევს, რომელიც 14 ნისანს (აპრილს) მოსდევდა, აღნიშნავდნენ დიდ პარასკევს (იესოს ჯვარცმის დღე), ხოლო კვირა დღეს — აღდგომას. აღმოსავლეთში კი 14 ნისანს აღნიშნავდნენ აღდგომას და პასექის დღესასწაულს. ვიქტორის მოწვეულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა აღდგომის აღნიშვნის დასავლური ვერსია, თუმცა მთელ ქრისტიანულ სამყაროზე ეს წესი ვერ გაავრცელა, მცირეაზიულმა ეკლესიებმა საკუთარი ტრადიცია შეინარჩუნეს და აღდგომას კვლავ 14 ნისანს აღნიშნავდნენ[1].

  1. მანანა ჯავახიშვილი, „პაპობის ისტორია შუა საუკუნეებში“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, გვ. 8-9, თბ., 2015
წინამორბედი:
ელეფთერი
რომის პაპი

189199
შემდეგი:
ზეფირინე