შინაარსზე გადასვლა

ნეაპოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნეაპოლი
Napoli

ნეაპოლის პანორამა
დროშა გერბი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
რეგიონი კამპანია
კოორდინატები 40°50′00″ ჩ. გ. 14°15′00″ ა. გ. / 40.83333° ჩ. გ. 14.25000° ა. გ. / 40.83333; 14.25000
მმართველი Gaetano Manfredi
ფართობი 117 კმ²
ცენტრის სიმაღლე 17 მეტრი
ოფიციალური ენა იტალიური ენა
მოსახლეობა 963,357 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 8,214.9 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი +39 81
საფოსტო ინდექსი 80100
საავტომობილო კოდი NA
ოფიციალური საიტი comune.napoli.it
ნეაპოლი — იტალია
ნეაპოლი
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 726
ინგლ.რუს.ფრ.

ნეაპოლი (იტალ. Napoli, ნეაპ. Nàpule, ბერძ. Νέα Πόλις „ნეა პოლის“ — ახალი ქალაქი) — ისტორიული ქალაქი სამხრეთ იტალიაში, კამპანიის რეგიონისა და ნეაპოლის პროვინციის დედაქალაქი. ნეაპოლი ცნობილია მდიდარი ისტორიით, ხელოვნებითა და კულტურით. ქალაქი განლაგებულია ნეაპოლის ყურეში, ორ ვულკანურ ტერიტორიას შორის: ვეზუვის მთასა და ფელეგრინის ველებს შორის.

ნეაპოლი ძველმა ბერძნებმა დააარსეს და „ნეა პოლის“ (ახალი ქალაქი) უწოდეს. იგი საკმაოდ დიდ როლს თამაშობდა, როგორც რომის იმპერიის ცენტრალური პროვინცია. 1282-1816 წლებში ნეაპოლი ამავე სახელწოდების სამეფოს დედაქალაქი იყო, მოგვიანებით ის შედიოდა სიცილიის შემადგენლობაში.

დღეს ნეაპოლი მესამე მჭიდროდ დასახლებული ადგილია იტალიაში, რომისა და მილანის შემდეგ, ხოლო მეთხუთმეტე ევროპაში. ნეაპოლის მოსახლეობა 3.8 მილიონს შეადგენს. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დასახლებულია ესპანურ კვარტლებში. ცენტრალურ ნეაპოლში ცხოვრობს ერთი მილიონი ადგილობრივი მცხოვრები — ნეაპოლელები (Neapolitans). ადგილობრივი მოსახლეობა საუბრობს ნეაპოლურ ენაზე, რომლის რემდენიმე დეალექტზეც თითქმის მთელი სამხრეთ იტალია მეტყველებს.

ნეაპოლთანაა დაკავშირებული პიცის წარმოშობა. ცნობილია ამ ქალაქის კულტურა: ნეაპოლთან აკავშირებენ მადოლინის (მუსიკალური საკრავის) წარმოშობას. ცნობილია ნეაპოლიტანური ფოლკლორული მუსიკაც. არსებობს უამრავი პოპულარული ფიგურა და ნიშანი, რომლებიც ცნობილია როგორც ნეაპოლის სიმბოლოები: მთავარი წმინდნის — Januarius-ის, Pulcinella-ს სიმბოლო და საყვირები.

ნეაპოლის პანორამა

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]