შინაარსზე გადასვლა

მოდიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
მოდიკა
Modica
გერბი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
რეგიონი სიცილია
კოორდინატები 36°51′00″ ჩ. გ. 14°46′00″ ა. გ. / 36.85000° ჩ. გ. 14.76667° ა. გ. / 36.85000; 14.76667
ფართობი 290,77 კმ²
ცენტრის სიმაღლე 296
მოსახლეობა 54 581 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 187,7 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 0932
საფოსტო ინდექსი 97015
საავტომობილო კოდი RG
ოფიციალური საიტი comune.modica.gov.it
მოდიკა — იტალია
მოდიკა
მოდიკა — სიცილია
მოდიკა
ვალ-დი-ნოტოს გვიანდელი ბაროკოს ქალაქები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

წმინდა გიორგის კათედრალი
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iv, v
სია [1]
რეგიონი** ევროპა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2002  (26-ე სესია)
ნომერი 398
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 398
ინგლ.რუს.ფრ.

მოდიკა (სიცილ. Muòrica; ბერძ. Μότουκα, ლათ. Mutyca ან Motyca) — ქალაქი და კომუნა სამხრეთ იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე, რაგუზის პროვინციაში. მდებარეობს იბლეის მთებში და ვალ-დი-ნოტოსთან ერთად შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. 2009 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 54 581 ადამიანს შეადგენს.

თუკიდიდეს ცნობით, ქალაქი ძვ. წ. 1360 ან 1031 წელს დაარსდა და ძვ. წ. VII საუკუნეში დასახლებული იყო სიცილიელებით. სავარაუდოდ ის სირაკუზის დაქვემდებარებაში იყო. ძვ. წ. 241 წელს, კართაგენელბთან ბრძოლისას ეგადის კუნძულებთან, პუნიკურ ომებში, მოდიკა რომაელებმა აიღეს, ისევე როგორც სირაკუზა და მთლიანად სიცილია. მოდიკა ერთ-ერთი აღმოჩნდა სიცილიის ხუთი დეცუმანი (decuman — სპონტანურად გადაცემული) ქალაქიდან, რომელიც პრეტორმა ვერესმა შეავიწროვა..[1] შემდგომში იგი დამოუკიდებელი მუნიციპალუმი გახდა. სიცილიის სხვა ქალაქებს შორის მას იხსენიებენ პლინიუს უფროსი და პტოლემე, თუმცა ის ნახსენები არაა მოგზაურთა რუკებში, შემდგომში ქალაქს კვლავ იხსენიებს რავენის გეოგრაფი.[2] სიცილიის ქალაქების სიაში დამატებული აქვს სილუს იტალიკუსს.

სიცილიის სამხრეთ-აღმოსავლეთი და მოდიკა სწრაფად გაქრისტიანდნენ, როგორც ამით ამაყობს სირაკუზის, ვინაიდან ახ. წ. 61 წელს წმინდა პავლემ კუნძულზე სირაკუზის საეპისკოპოსო დააარსა.[3] 535 წელს, ბიზანტიელმა გენერალმა ველისარიუსმა განდევნა ოსტგუთები და ის აღმოსავლეთ რომის იმპერიას მიუერთა. უკვე არსებულმა ბერძნულად მოლაპარაკე მოსახლეობამ თავიანთი კულტურა XI საუკუნეში ნორმანთა ლათინიზაციამდე შეინარჩუნა. 845 წელს მოდიკა არაბებმა აიღეს რომლებმაც ქალაქს მუდიქა უწოდეს. 1091 წელს არაბთა ბატონობა ნორმანებთან ბრძოლის შემდეგ დასრულდა, რომლებსაც როჯერ I ხელმძღვანელობდათ.

1296 წელს, მოდიკა მნიშვნელოვანი ქვეყნის დედაქალაქი გახდა, რომელიც კიარამონტეს ოჯახის მმართველობით აყვავებულ, ნახევრად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იქცა, რომელიც კუნძულის მთელს სამხრეთ მესამედს აკონტროლებდა. ყველაზე დამრტყმელი მოვლენა იყო 1693 წელს მომხდარი მიწისძვრა, რომელმაც მთლიანად დაანგრია ვალ-დე-ნოტო, თუმცა ნაკლებ შეეხო მოდიკასაც.

1860 წელს მოდიკის ანექსია იტალიამ მოახდინა და 1926 წლამდე ის რაიონული დედაქალაქი იყო, სანამ იგი რაგუზის პროვინციაში შევიდოდა.

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის განვითარებამ ის თანდათან გაყო "Modica Alta"-ად (ზემო მოდიკა) და "Modica Bassa"-ად (ქვემო მოდიკა). გასულ საუკუნეში ქალაქმა განივითარა გარეუბნები. მისი ძველი და თანამედროვვე ნაწილები ამჟამად შეერთებულია ევროპის ხიდით.

1613 და 1693 წლების გამანადგურებელი მიწისძვრისა და 1833 და 1902 წლების წყალდიდობის მიუხედავად, მოდიკამ შეინარჩუნა სიცილიის ერთ-ერთი უმშვენიერესი, სიცილიური ბაროკოს არქიტექტურა. ქალაქში მდებარეობს ბაროკოს სტილის წმინდა გიორგის დიდი საკათედრო ტაძარი. მიუხედავად იმისა, რომ 1693 წლის მიწისძვრის შემდეგ კათედრალი აღადგინეს, ისევე როგორც სხვა მრავალი ნაგებობა, მისი ფესვები მაინც შუა საუკუნეებისაა.

ქალაქის მეორე ტაძარი წმინდა პეტრეს სახელობისაა, რომელიც გამოირჩევა ტიპური სიცილიური ბაროკოს სტილის 49 მეტრი სიმაღლის სამრეკლოთი.

ერთ დროს მოდიკის ეკონომიკის მთავარი დარგი აგრარული სექტორი, კერძოდ ზეთისხილის, პაკოსანი მცენარეების, პურეული მარცვლეულის მოყვანა, ასევე მსხვილფეხა რქოსანი საქონლის მოშენება იყო. უჩვეულო და უნიკალური პროდუქტია ქალაქში წარმოებული შოკოლადი, რომელსაც აცტეკების უძველესი რეცეპტით აწარმოებენ. ბოლო დროს, ქალაქს შეემატა ტექსტილის საწარმოო ფაბრიკები. მას შემდეგ, რაც 2002 წელს მოდიკა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შევიდა, მნიშვნელოვან ინდუსტრიად იქცა ტურიზმი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Cicero, In Verrem, 1, III, 51
  2. Plin. iii. 8. § 14 ; Ptol. iii. 4. § 14; Geogr. Rav. v. 23.
  3. Acts of the Apostles 28:12