მოჰაჩი
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
მოჰაჩი Mohács | |||||
| |||||
ქვეყანა | უნგრეთი | ||||
მედიე | ბარანია | ||||
კოორდინატები | 46°00′00″ ჩ. გ. 18°41′00″ ა. გ. / 46.00000° ჩ. გ. 18.68333° ა. გ. | ||||
მერი | Gábor Pávkovics[1] | ||||
ფართობი | 112.23 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 82 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 17 808 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 158.67 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | (36)+ 69 | ||||
საფოსტო ინდექსი | 7600 | ||||
ოფიციალური საიტი | mohacs.hu | ||||
მოჰაჩი (უნგრ. Mohács, გერმ. Mohatsch, სერბ. Мохач, თურქ. Mohaç) — ქალაქი უნგრეთში, მდებარეობს მის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ბარანიის მედიეში. მოჰაჩის ფართობი 112.23 კმ²-ია. ხოლო ქალაქის მოსახლეობა 2011 წლის მონაცემებით 17 808 ადამიანს შეადგენდა. იგი მოსახლეობით მე-2 ადგილზე იმყოფება ბარანიის მედიეში.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბოლო 25 წლის განმავლობაში მოჰაჩის მოსახლეობა ზრდის ნაცვლად იკლებს. 1991 წელს მისი მოსახლეობა 20 326 შეადგენდა, 2000 წელს 19 453-მდე ჩამოვიდა, ხოლო 2005 წელს უკვე 19 033 იყო. 2010 წელს კი მისი მოსახლეობა უკვე 18 993 შეადგენდა.
მოჰაჩის ველზე გამართული ბრძოლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოჰაჩის ველზე ორი ძალზე მნიშვნელოვანი ბრძოლა გამართულა. 1526 წელს და 1687 წელს.
1526 წლის 29 აგვისტოს ბრძოლა გაიმართა ოსმალეთის იმპერიის სულთან სულეიმან I-სა და უნგრეთის მეფე ლაიოშ II-ს შორის. ამ ბრძოლაში ოსმალებმა სასტიკად დაამარცხეს უნგრელთა არმია და დაეპატრონნენ უნგრეთის დიდ ნაწილს. ეს ტერიტორია მათ თითქმის ორი საუკუნე ჰქონდათ დაკავებული.[2]
მეორე ბრძოლა კი 1687 წლის 12 აგვისტოს გაიმართა ჰაბსბურგებისა და ოსმალეთის არმიას შორის. ორივე ქვეყნის არმია თანაბარი იყო. ორივეს 60 000-60 000 მეომარი ჰყავდა. თუმცა ამ ბრძოლაში ჰაბსბურგებმა გაიმარჯვეს. თანაც მათ მხოლოდ 600 მეომარი დაკარგეს. ამ ბრძოლამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა იმაში, რომ 1699 წელს ოსმალები კარლოვიცის ზავის დადებას დათანმხდნენ.[3]