ლამა
ლამა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჩვეულებრივი ლამა (Lama glama) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Lama (Cuvier, 1800) | |||||||||||||
|
ლამა (ლათ. Lama) — წყვილჩლიქოსანი ცხოველების გვარი აქლემისებრთა ოჯახისა. კუზი არ გააჩნიათ, აქვთ გრძელი კისერი, გრძელი და წვრილი ფეხები, დიდი თვალები და ყურები, გრძელი და სქელი ბეწვით დაფარული სხეული. ფეხის კორძები სუსტად აქვთ განვითარებული. სხეულის სიგრძე 120-175 სმ, მასა 48-96 კგ აღწევს.
გავრცელებული არიან სამხრეთ ამერიკის უტყეო ზეგანზე (პერუ, ბოლივია, ჩილე, ეკვადორი, არგენტინა).
ლამას გვარს განეკუთვნება ველური სახეობა ჰუანაკო (Lama guanicoe) და შინაური ფორმა ჩვეულებრივი ლამა (Lama glama). ტყვეობაში ლამას ველური და შინაური სახეობები ერთმანეთს ეჯვარებიან და წარმოქმნიან ნაყოფიერ შთამომავლობას. ჩვეულებრივი ლამა დიდი (მასა 80-110 კგ), ძლიერი ცხოველია. მისი ბეწვისაგან ამზადებენ უხეშ ქსოვილებს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 2,5-3 წლისა. შობს 1, იშვიათად 2 ნაშიერს. პერუსა და ბოლივიაში იყენებენ საზიდარ ცხოველად. მთებში ზიდავს 60 კგ-მდე საპალნეს. ევროპისა და ავსტრალიის მთებში ლამას მოშენების არაერთი ცდა უშედეგოდ დამთავრდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 114.