იორდანე
იერსახე
იორდანე | |
---|---|
ქვეყანა | იორდანია, ისრაელი |
სიგრძე | 251 კმ. კმ |
იორდანე ვიკისაწყობში |
იორდანე (ებრ. נָהָר הַיַרְדֵּן ნაჰარ ჰა-იარდენ; არაბ. نهر الأردن ნაჰრ ალ-ურდუნ) — მდინარე ახლო აღმოსავლეთში. ითვლება მსოფლიოს უწმიდეს მდინარედ.
ძველი და ახალი აღთქმა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძველი აღთქმის შესაბამისად, ისუ ნავესმა ეგვიპტდან გამოსული ებრაელები გადაიყვანა სასწაულებრივად გაწეულ იორდანეს წყლებზე და ამით დასრულდა ებრაელთა 40-წლიანი ხეტიალი უდაბნოში. ხოლო ახალი აღთქმის მიხედვით იესო ქრისტემ იორდანეში ნათელიღო იოანე ნათლისმცემლის ხელით.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იორდანე სათავეს იღებს მთა ჰერმონის მისადგომებთან. გაედინება კინერეთის ტბაზე და უერთდება მკვდარ ზღვას. ქვემო დინებაში ის წარმოადგენს ბუნებრივ საზღვარს ისრაელსა და იორდანიას შორის. მისი სიგრძე შეადგენს 251 კმ-ს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- მდინარე იორდანე, ენციკლოპედია ბრიტანიკა
- მდინარე იორდანე დაარქივებული 2007-02-05 საიტზე Wayback Machine.